რუსეთის თასის მერვედფინალში "ანჟი" "დინამოსთან" დამატებით დროში 0:1 დამარცხდა
რუსეთის თასის მერვედფინალურ შეხვედრაში მახაჩკალის "ანჟი" "დინამოს" დაუპირისპირდა და დამატებით დროში 0:1 წააგო.

"ანჟის" ქართველმა გოლკიპერმა ნუკრი რევიშვილმა მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის თავდასხმის ხაზი შეაქო.

- ძალიან საწყენი იყო დამატებით დროში გოლის გაშვება. ჩვენი მიზანი რუსეთის თასის მოპოვება იყო, თუმცა რას იზამ. ამჟამად "დინამოსთან" განცდილი მარცხი უნდა დავივიწყოთ და მთლიანად რუსეთის ჩემპიონატზე გადავერთოთ.

- რთული მატჩის შემდეგ არ დაიღალეთ?

- 120 წუთის სათამაშოდ მზად ვიყავით და ასევე პენალტებისთვისაც, მაგრამ იქამდე საქმე არ მივიდა. ჩემი აზრით, ფიზიკური თვალსაზრისით პრობლემები არ გვაქვს. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მხარეს, გუნდში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს, ამიტომ არც ამაზე უნდა ვიდარდოთ.

- მცველებმა ბევრი სამუშაო შეგიქმნეს. გასახდელში შენიშვნები არ მიეცი?

- არა, ვფიქრობ სათანადო დონეზე ითამაშეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "დინამოს" რუსეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმის ხაზი ჰყავს.

- გოლი წესების ჩათვლით გავიდა?

- მომეჩვენა, რომ კოკორინმა ხელით ითამაშა, ხოლო აგალაროვს მაისურზე იჭერდნენ. შეხვედრის შემდეგ მითხრეს, რომ გოლის ეპიზოდში ოფსაიდიც ყოფილა.

მომზადებულია Sportbox.ru -ს მიხედვით

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო