"ვალენსია"-'ბარსელონას" მატჩის გამოხმაურება

ფეხბურთის ბრწყინვალე ღამე "მესტალიაზე" და საბრძოლო 2:2. ვფიქრობთ, ეს ის შემთხვევაა, როცა ფეხბურთის მოყვარულები, "ვალენსიას" და "ბარსელონას" გულშემატკივრები, ყველანი კმაყოფილნი დარჩნენ.

ჩემპიონი ორჯერ აგებდა და ორჯერვე შეძლო გათანაბრება, ბოლოს შტურმიც მოაწყო მასპინძელთა კართან და ქულას გამორჩა. პრეტენდენტი, მართალია, ორჯერ იგებდა, მაგრამ სეზონის მთავარ ფავორიტთან ქულაც მიღწევაა.

ბოლო ათი დღის განმავლობაში ეს კატალონიელთა მესამე 2:2-ია, მაგრამ წინა ორ შემთხვევას მესტალიური მატჩი იმით გამოარჩევს, რომ ვალენსიაში "ბარსას" სულაც შეიძლება წაეგო. "ბარსამ" "ანოეტაზე", ბასკებთან მატჩში 2:0 გაანიავა, "მილანთან" ჩემპიონთა ლიგაზე კი ბოლო წამებზე გაუშვა გოლი.

პირველ ტაიმში უნაი ემერის გუნდმა ისე ითამაშა, რომ "ბარსა" ერთი ჩვეულებრივი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა და მეტ არაფერს. ამაში მასპინძლებს სტადიონის ხელმძღვანელთა ეშმაკობა დაეხმარა - ბალახი სათანადოდ არ გაკრიჭეს, რითაც ბარსელონურ ტიკი-ტაკას ხელი უსათუოდ შეეშალა.

"ვალენსიას" ორივე გოლი მარცხენა ფლანგიდან შეტევების შემდეგ გავიდა, სადაც ჟერემი მატიო და ხორდი ალბა მოქმედებდნენ. მოკლედ, დანი ალვეშმა ფლანგზე მოისუსტა და ეს ხვრელი მასპინძლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

სხვათა შორის, ამ მატჩში კარიერაში 350-ე მატჩი ითამაშეს ჩემპიონატებში კარლეს პუიოლმა და დავიდ ალბელდამ. პუიოლი ჯერაც ვერაა სათანადო ფორმაში, ვეტერანი ალბელდა კი ემერიმ შესვენებაზე შეცვალა.

უნაი ემერი: "შედეგით კმაყოფილები ვართ, თუმცა არა ბედნიერები, რადგან მოსაგებად გავედით. მათი დატოვებული სივრცეები კარგად გამოვიყენეთ, მაგრამ ამან საბოლოოდ სამი ქულა მაინც ვერ მოგვიტანა".

ხოსეპ გვარდიოლა: "ეს იყო დიდებული სპექტაკლი. ჩვენ ბოლოს მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ, თუ "ვალენსიას" ადრეულ შანსებს გავიხსენებთ, სწორი იქნება, რომ ფრე სამართლიან შედეგად ჩავთვალოთ".

სერხიო კანალესი: "მატჩს რომ ვიხსენებ, ცოტა მწყინს, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ფრეც კარგი შედეგია. ჩვენ დინამიკურ ფეხბურთს ვთამაშობთ და შედეგებიც შესაბამისი გვაქვს. ახლა ცხრილის თვალიერება არა მგონია სერიოზული საქმე იყოს, უნდა ვიფიქროთ, რომ "სევილიასაც" ასევე კარგად ვეთამაშოთ და მოვუგოთ".

ვიქტორ ვალდესი: "ამ სტადიონზე მოგება ძალიან ძნელია, თუმცა თამაშის მიწურულს ასპროცენტიანი შანსები მოგვეცა საამისოდ. პირველ ტაიმში "ვალენსიამ" უბრალოდ გვაჯობა, მეორე ჩვენი იყო".

გოლ.კომ-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად (8 ბალი) "ვალენსიას" ფრანგი მცველი ჟერემი მატიო დაასახელა, უარესად კი - ბრაზილიელი დანი ალვეში (4,5 ბალი). კარგი შეფასებები მიიღეს არგენტინელებმა, ლიონელ მესიმ და ევერ ბანეგამ (7,5 ბალი).

სესკ ფაბრეგასი "ბარსას" ისტორიაში ერთადერთი ნახევარმცველია, რომელმაც ზედიზედ ოთხ ტურში შეძლო გოლის გატანა.

"მესტალიაზე" ყველაზე მეტი ზუსტი პასი ჩავიმ გააკეთა - 103.

დანი ალვეშმა, მიუხედავად იმისა, რომ სუსტად ითამაშა, ყველაზე მეტი, 14 ორთაბრძოლა მოიგო.

პედრომ "ბარსელონას" მაისურით 47-ე გოლი გაიტანა, აქედან 23 მან სტუმრად შეაგდო.

დაახლოებით ასე წარიმართა შეხვედრა უნაი ემერისა და ხოსეპ გვარდიოლას გუნდებს შორის 2008/09 წლების სეზონშიც. მაშინაც პაბლო ერნანდესმა გაიყვანა 2:1 წინ "ვალენსია", ხოლო ტიერი ანრიმ საბოლოო შედეგი, 2:2 დააფიქსირა, თუმცა მაშინ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და არა მასპინძლებმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა