რუმენიგე: მარიო ფანტასტიკური ფეხბურთელია!
როგორც ჩანს, მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელებმა დორტმუნდის „ბორუსიას“ ვუნდერკინდ მარიო გიოტცეზე ფიქრი ძალიან სერიოზულად დაიწყეს, რადგან რეკორდმაისტერის პრეზიდენტ ული ჰიონესის შემდეგ, რომელსაც დორტმუნდული კლუბის ბოსებმა ლამის გიოტცეს სახელის ხსენება აუკრძალეს, გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ქებას „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგეც მოჰყვა.

„მარიო გიოტცე ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა, მათ შორის, რა თქმა უნდა, „ბაიერნსაც“. შეუძლებელია, უყურო ამ ბიჭის თამაშს, დააკვირდე მის ასაკს, შეაფასო გიოტცეს სამომავლო პერსპექტივა და არ იფიქრო მის გადმობირებაზე. საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელები გერმანიის საუკეთესო კლუბში უნდა თამაშობდნენ და მე იმედი მაქვს, რომ გიოტცეს ერთხელაც „ბაიერნის“ ფორმაში გამოწყობილს ვიხილავ,“ - აცხადებს რუმენიგე „შპორტ ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ამას წინათ, მარიოს გადაბირების სურვილი ჰიონესმაც არ დამალა და ისიც თქვა, როცა „დორტმუნდთან“ მისი კონტრაქტის ამოწურვის დრო მოახლოვდება, ტრანსფერზე აუცილებლად ვიფიქრებთო, რაზეც „ბორუსიას“ ხელმძღვანელებს მძაფრი რეაქცია ჰქონდათ. თუმცა ჰიონესი აგრძელებდა, არაერთი შემთხვევა მახსოვს, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელს ჩვენთან გუნდი არ უშვებდა, ან თვითონ ამბობდა, „ბაიერნში“ გადასვლა არ მინდაო, მაგრამ ბოლოს თითქმის ყველანი ჩვენთან აღმოჩნდნენო.

19 წლის მარიო გიოტცეს „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, „შავ-ყვითლების“ მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე კი თითქმის ყოველდღე იმეორებს, ჯერ ერთი, მარიოს გაშვებას არ ვაპირებთ და თუ მას ოდესმე მაინც შეველევით, „ბაიერნს“ ნაღდად არ დავუთმობთო.

რუმენიგეს ვატცკეს ამ განცხადებაზე თავისი მოსაზრება აქვს: „ნებისმიერ ტრანსფერში სამი მხარეა ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ორი მხარის თანხმობაც საკმარისია. ვნახოთ, რას იტყვის გიოტცე, როცა ამის დრო მოვა“.

ეს ყველაფერი იმას გავს, რომ „ბაიერნმა“ გიოტცესთვის ბრძოლა უკვე დაიწყო. რაც ყველაზე საინტერესოა, თვითონ მარიო ჯერჯერობით დუმს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად