ხვალ შეჯიბრება პნევმატური პისტოლეტით სროლაში გაიმართება, რომელშიც ნინო სალუქვაძე იასპარეზებს
ვროცლავში გრძელდება მსოფლიოს სუპერთასის ფინალური ტურნირი ტყვიის სროლაში. ხვალ შეჯიბრება პნევმატური პისტოლეტით სროლაში გაიმართება, რომელშიც ჩვენი სახელოვანი მსროლელი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძეც იასპარეზებს.

ამ დისციპლინაში სულ ცხრა მანდილოსანია დაშვებული: სალუქვაძე, ფრანგი ევროპის ჩემპიონი სელინ გობერვილი და მისი თანამემამულე, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი სტეფანიე ტიროდე, ფინელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი მირა სუჰონენი, რუსი მსოფლიოს ჩემპიონი კირა კლიმოვა, ავსტრალიელი მსოფლიოს ბრინჯაოსა და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ლოლიტა იევლევსკაია, უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი, სერბი მსოფლიოს ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩი და ჩინელი სუნ ქი.

როგორც ვხედავთ, აქ უფრო სუსტი შემადგენლობაა შეკრებილი, ვიდრე - სპორტული პისტოლეტიდან სროლაში იყო, სადაც სალუქვაძემ ორი დღის წინ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თუმცა ჩვენთვის ყველაზე უფრო საინტერესო ამ სიაში სერბი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ იასნა სეკარიჩის არყოფნაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სალუქვაძე მსოფლიოს სუპერთასის რაოდენობით მასთან არსებულ სამთასიან უპირატესობას მინიმუმ ერთი წლით შეინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურს ეს პრესტიჟული პრიზი 9-ჯერ მოუპოვებია, 6-6 სუპერთასით სეკარიჩს და სპორტიდან წასულ ჩინელ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაო ლუნაა აქვთ. სალუქვაძის მთავარი ამოცანა სუპერთასის მეათედ მოგებაა, რითაც თავის რეკორდს კიდევ უფრო გაზრდის. მას ამის შანსი სპორტულში ორი დღის წინაც მიეცა, თუმცა ჩეხ ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ლენკა მარუსკოვას ჩამორჩა და ვერცხლს დასჯერდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ სეკარიჩი სალუქვაძის მეორე რეკორდის პოტენციური კონკურენტიცაა - თუ გაისად სერბი მოიპოვებს ოლიმპიადის ლიცენზიას, მაშინ ისიც მეშვიდე თამაშებზე გამოვა. ჯერჯერობით საგზური არც მას აქვს და კიდევ ერთ 6-გზის ოლიმპიელს, ბერძენ აგატა კასუომის, რომელიც ცალი ფეხით უკვე წასულია სპორტიდან და მხოლოდ თამაშებზე მეშვიდედ მოხვედრის სურვილით აგრძელებს ასპარეზობას, მაგრამ - ინერციით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"