საქართველოს სახელოვანი რუსი ფალავანი, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის 6-6-გზის ჩემპიონი ბუვაისა საიტიევი სტუმრობს
ამ დღეებში საქართველოს სახელოვანი რუსი ფალავანი, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიადის სამგზის, მსოფლიოსა და ევროპის 6-6-გზის ჩემპიონი ბუვაისა საიტიევი სტუმრობს თავის მწვრთნელთან ერთად.

ის სტამბოლში მსოფლიოს ჩემპიონატს ესწრებოდა, სამშობლოში დაბრუნება კი საქართველოს გავლით განიზრახა. ლეგენდარული ფალავანი პირველად ესტუმრა ჩვენს ქვეყანას, ჯერ ბათუმში ჩამოვიდა და იქაურობა თურმე იმდენად მოეწონა, ერთი დღით დარჩა.

ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების გარდა, იქაურ საჭიდაო დარბაზსაც ესტუმრა, გუშინ კი თბილისისკენ გამოეშურა. აქაც სურდა ფალავანთა კლუბში მისვლა, ოღონდ უკვე გვიანი იყო და სტუმრობა მეორე დღისთვის გადადო.

სამაგიეროდ, დრო არ დაკარგა და იმავე დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალგახსნილ ოფისს ესტუმრა, ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერა და შეხვდა სეოკ-ის ხელმძღვანელობას. იმავე ღამეს აპირებდა რუსეთში გამგზავრებას, მაგრამ კიდევ ერთი დღით აქ დარჩენა და ქალაქის დათვალიერება გადაწყვიტა, სამშობლოში კი წუხელ გაემგზავრა, ლარსის გავლით.

საიტიევი ეროვნებით ჩეჩენია, თუმცა კარიერის უმეტესი ნაწილი კრასნოიარსკში გაატარა, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დიმიტრი მინდიაშვილი ავარჯიშებდა.

ის ალექსანდრ მედვედთან და ალექსანდრ კარელინთან ერთად ერთ-ერთია ჭიდაობაში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთაგან. მომავალი ლეგენდა ნაკრებში 1994 წელს 19 წლისა გამოჩნდა და მსოფლიოს თასზე მესამე ადგილზე გავიდა, 1995 წლიდან კი რუსთა გუნდში 76 წონის (რომელიც მოგვიანებით 74-ად გადაკეთდა) ლიდერად იქცა.

სწორედ ამ პერიოდში მოიპოვა მან ფენომენალური შედეგები. 13 წლის განმავლობაში ერთის გარდა, მოიგო უკლებლივ ყველა დიდი ტურნირი, სადაც კი იჭიდავა - ევროპისა და მსოფლიოს პირველობა, ოლიმპიადა, სხვადასხვა რანგის პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრებები.

საინტერესოა, რომ ერთხელ ზედა წონაშიც იჭიდავა - ევროპის პირველობაზე და იქაც გაიმარჯვა. ის ერთადერთი ჩაგდებული შეჯიბრება სიდნეის ოლიმპიადაა, თუმცა მათი ოჯახი არც იქ დარჩენილა უჩემპიონოდ - მაშინდელ 85 კილოგრამში მისმა უმცროსმა ძმამ, ადამ საიტიევმა გაიმარჯვა.

ამჟამად უფროსი საიტიევი დაღესტანში, ხასავიურტში ცხოვრობს, სადაც საკუთარი სახელობის საჭიდაო სკოლა გახსნა და მის დირექტორად მუშაობს. არ გამორიცხავენ სპორტში მის დაბრუნებას, თუმცა პეკინის 2008 წლის შემდეგ, სადაც მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, პრაქტიკულად, არ უჭიდავია.

დაბრუნების შესაძლებლობა მას არც დაუდასტურებია, მაგრამ არც კატეგორიულად უარუყვია. რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ეს საკითხი მართლაც არაა გამორიცხული, თუმცა დღეს მას ნაკრებში მძლავრი კონკურენციის დაძლევა მოუწევს - იქ ხომ მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი დენის ცარგუში ელოდება.

მართალია, მან წლევანდელი მსოფლიო ჩააგდო, თუმცა მაინც ძლიერი კონკურენტია. "თქვენს ქვეყანაში პირველად ვარ და ძალიან მომეწონა აქაურობა. მე ვიცი, რომ საქართველო საჭიდაო ქვეყანაა, მოჭიდავეები კი ერთი ოჯახი ვართ" - ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა საიტიევი.

ფოტო: შუაში ბუვაისა საიტიევი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა