კიევის "არსენალის" ქართველმა ლეგიონერმა "ჩემპიონატ.ქომ"-თან სანაკრებო და საკლუბო საკითხებზე ისაუბრა
კიევის "არსენალის" ქართველმა ლეგიონერმა ალექსანდრე კობახიძემ "ჩემპიონატ.ქომ"-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სხვასთან ერთად, საქართველოს ეროვნული გუნდის ბოლოდროინდელ წარუმატებლობასა და გიორგი დემეტრაძის საქმესთან თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

- ამასწინათ "არსენალის" პრეზიდენტმა ვადიმ რაბინოვიჩმა თქვა, რომ თქვენ მისთვის ფენომენი ხართ. ასეთ ფორმულირებას ეთანხმებით?

- რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ კლუბის პრეზიდენტმა გამომარჩია. თუმცა ერთიცაა - ფენომენები არ ხდებიან, ასეთებად იბადებიან.

ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ "არსენალში" თამაშის საშუალება მომცეს, მენდნენ და შეიძლება ითქვას, ამ კლუბში გავიხსენი. კიევში თავს ბედნიერად ვგრძნობ.

- რატომ არ წაგივიდათ თამაში "დნიპროსა" და "კრივბასში"? მწვრთნელები არ გენდობოდნენ?

- იმ უკრაინული გუნდების მიმართ, რომლებშიც ვირიცხებოდი, გულში წყენა არ მაქვს. "დნიპროში" თამაშის შანსი თითქმის არ მქონია, რაც შეეხება "კრივბასს", მასზე საუბარი საერთოდ არ მსურს.

- ამბობდნენ, თითქოს გუნდის მთავარ მწვრთნელთან მაქსიმოვთან გქონდათ გაუგებრობა.

- არა, ყველაფერი ნორმალურად იყო. არაა საჭირო წარსულის გახსენება. ყველა მწვრთნელს ხომ თამაშის თავისი ხედვა აქვს და ამის განხილვას აზრი არ აქვს. იური მაქსიმოვთან კონფლიქტი არ მქონია. უბრალოდ, მან მითხრა, რომ თავის გუნდში ვერ წარმოვედგინე და მეც ავდექი და წამოვედი.

- "არსენალის" ვარიანტი როგორ გამოჩნდა?

- დამიკავშირდა იური ბაკალოვი, რომელიც მაშინ კიეველთა თავკაცი იყო და მითხრა, რომ თავის გუნდში ჩემი ხილვა სურდა.

- მიაღწევს "არსენალი" დასახულ მიზანს - გავა ევროპის ლიგაზე?

- გასულ სეზონში საამისოდ სულ ცოტა დაგვაკლდა. ეტყობა რაღაც ისე ვერ გავაკათეთ... ამჯერად საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ და მინდა გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ გუნდს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. დასახული ამოცანის შესასრულებლად თავს არ დავზოგავთ. მთავარია, წინა სეზონში დაშვებული შეცდომები არ გავიმეოროთ.

- რატომ უჭირს "არსენალს" საშინაო მატჩებში?

- გეთანხმებით, საკუთარი ქომაგის თვალწინ გაცილებით დამაჯერებლად თამაში გვმართებს, თუმცა თავადაც არ ვიცი, შინ თამაში რატომ არ გამოგვდის. დარწმუნებული ვარ, ეს მალე გამოსწორდება.

- ბოლო დროს სტაბილურად გიწვევენ საქართველოს ნაკრებში. თქვენ პერსპექტიული გუნდი გყავთ და ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო რატომ ვერ დაძლიეთ?

- მთელი შესარჩევის მანძილზე, როგორც წამყვანი ფეხბურთელების, ისე კანდიდატების ტრავმები გამუდმებით თან გვდევდა. საუკეთესოთა ერთად შეკრება, პრაქტიკულად, ვერც ერთხელ ვერ შევძელით. ყოველთვის რომელიმე ძირითადის მოთამაშეს ვსაკლისობდით.

სხვადასხვა მიზეზთა გამო ფეხბურთელები შეკრებას ყოველთვის ვერ ახერხებდნენ და ამიტომ მოედანზე შეუთამაშობა იჩენდა თავს.

ამას გარდა, ჩვენს მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასაც სჭირდება დრო, რათა გუნდი შეთამაშდეს და მისი ყველა დავალება მოედანზე შესრულდეს. ისე კი, ფეხბურთელები მართლაც კარგი გვყავს.

- ბოლო თამაშში მალტის წინააღმდეგ შეცვლაზე შემოხვედით, თქვენმა გუნდმა კი მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა. ეს შედეგი ქართველებისთვის ხომ წაგების ტოლფასი იყო.

- ამ თამაშში კარგი საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ რეალიზაციამ გვიმტყუნა. ასე იყო ლატვიასთან წინა მატჩშიც. თითქოს დავითარსეთ. იმედია, საბერძნეთის ნაკრებთან შეხვედრაში ჩვენი უიღბლობა დასრულდება.

- როგორ ფიქრობთ, შესარჩეცი ციკლის ბოლო თამაშშისთვისაც მიგიწვევენ ნაკრებში?

- აბა, რა გითხრათ, საკადრო საკითხებს ხომ მხოლოდ ნაკრების მთავარი მწვრთნელი წყვეტს. გეტყვით, რომ მეც, როგორც ნებისმიერ ფეხბურთელს, ძალიან მინდა ეროვნულ გუნდს თამაშით დავეხმარო. ეს ჩემთვის დიდი პატივია.

- მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

- ეს კარგად ვიცი. რა სჯობს, როცა საკუთარი ქვეყნის დროშის ქვეშ, რჩეული ქართველი ფეხბურთელების გვერდით დგახარ. ნაკრებში გამოძახება ხომ შენი სათამაშო დონის შესაფასაბლედ მთავარი კრიტერიუმია.

- ნაკრებში კახა კალაძესთან ერთად თამაშობდით, რომელიც თანამედროვეობის ერთერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია. ის თქვენი კუმირი იყო?

- სიმართლე გითხრათ, ჩემი კუმირი ყოველთვის ანდრეი შევჩენკო იყო. როცა კახა "მილანში" ანდრეისთან ერთად თამაშობდა, ვგულშემატკივრობდი მას და იტალიური გუნდის თამაშებს თვალს ვადევნებდი.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს მოედანზე შევჩენკოს, ან კალაძის გვერდით ყოფნა. მითუმეტეს, როცა ამ ფეხბურთელებს ბავშვობიდან უყურებ.

- კახასთან ხშირი ურთიერთობა გაქვთ?

- ჩვენ ნაცნობობა გვაკავშირებს. საქართველოს ნაკრებში კარგი კოლექტივი შეიკრიბა. არა ერთი ცნობილი მოთამაშეა. ქართველები კომუნიკაბელურები ვართ და შესაბამისად, გუნდში ყოველთვის მეგობრული და თბილი ატმოსფერო გვაქვს. ჩემთვის დიდი პატივია ისეთ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა, როგორიც ხიზანიშვილი, კობიაშვილია...

- ნაკრებში დემეტრაძეზე საუბრობთ ხოლმე?

- ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხია. გიორგი ციხეში არ უნდა იჯდეს და ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ასე ფიქრობს ყველა, ვინც მას იცნობს. ამ თემაზე საუბარი არ მსურს. იმედია, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ჯერჯერობით კი მომხდარს ძალიან განვიცდით. იყო მოლოდინი, რომ დაემხარებოდნენ, მაგრამ რაც არის, ეგაა. არც კი ვიცით, რა ვქნათ.

- როგორ ფიქრობთ, "არსენალის" ძირითადში იშვიათად რატომ თამაშობდით?

- ფეხბურთი - ეს ისეთი თამაშია, სადაც კონკურენცია გუნდს აძლიერებს. "არსენალში" კონკურენციაა და მე ამას მშვიდად ვხვდები. მწვრთნელი წყვეტს, ვინ გავა მოედანზე და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. რამდენსაც იტყვის, იმდენს ვითამაშებ და ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ.

- "ზარისთან" ორი გოლის გატანა ფსიქოლოგიურადაც წაგადგა?

- რა თქმა უნდა, ამ გოლებმა თავდაჯერება შემმატა. თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი მწვრთნელის ნდობის მოპოვება და იმის გააზრებაა, რომ მას ჩემი იმედი აქვს. მთავარი არა გოლების ავტორთა გვარები, არამედ ტაბლოზე გამოსახული ანგარიშია.

- თანამედროვე ფეხბურთში ფეხბურთელის უნივერსალიზმი ძალიან ფასობს. თქვენ ნახევარდაცვასა და თავდასხმაში გითამაშიათ. სად უფრო კარგად გრძნობთ თავს?

- უფრო მეტად ფლანგის შემტევი ჰავის პოზიციაზე თამაში მხიბლავს. "კრივბასში" თავდასხმაში მაყენებდნენ. ვერ ვიტყოდი, რომ ეს ჩემი პოზიცია არაა, თუმცა "სუფთა" ფორვარდად თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. მე უფრო შეტევის სიღრმიდან დაწყება და შემდეგ ბოლო პასის გაკეთება ან გატანა მხიბლავს.

- მთავარ მწვრთნელ ლეონიდ კუჩუკზე რას იტყვით?

- საერთოდ, ბევრ კარგ სპეციალისტთან მიმუშავია. თუმცა, მე შემტევი სტილი მიყვარს, რომლის მიმდევარიცაა ჩვენი მწვრთნელი და დანარჩენებისგან ის ამით განსხვავდება. კუჩუკი ჩვენთვის საფეხბურთო საკითხებში ავტორიტეტია.

- კიევზე რას იტყვით? დარჩებოდით აქ საცხოვრებლად?

- რა თქმა უნდა, თბილისი მენატრება, მაგრამ კიევში დიდი ხანია ვარ და ამ ქალაქს მივეჩვიე. საკმაო დრო გავატარე დნეპროპეტროვსკშიც, მაგრამ დედაქალაქი უფრო საინტერესოა. მაგრამ მთავარი ის ხომ არაა, სად ვცხოვრობ. მთავარი ისაა, რომ "არსენალში" ყველაფერი მაკმაყოფილებს და აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- ახალგაზრდა ხართ. პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- უცოლო ვარ. ამ საკითხში ყველაფერი ღვთის ნებაა.

- კიევში ქართული რესტორნები თუ დაიგულეთ?

- რა თქმა უნდა, თუმცა მათ ხშირად არ ვსტუმრობ. ჩვენი ეროვნული კერძები საკმაოდ კალორიულია და მათი გადამკიდე, წონის მომატება იოლია. ლეონიდ კუჩუკი აწონვას ხშირ-ხშირად მთხოვს, რადგან იცის, რომ ქართული სამზარეულოს გარეშე გამიჭირდება. იშვიათად ვაძლევ ხოლმე თავს ქართულ რესტორანში მოლხენის ნებას.

- კიევში სად ცხოვრობთ?

- ბინას ვქირაობ.

- სათასო მატჩში "ალექსანდრიასთან" მოგება როგორ აღნიშნეთ?

- სად გვეცალა მაგისთვის - ხუთშაბათს დილიდან ვარჯიში გვქონდა. ეგ კი არა, ეგ თამაში უკვე დავივწყეთ. აღნიშვნა მაშინ იქნება, როდესაც სეზონის გლობალურ ამოცანას შევასრულებთ, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობამ დაგვისახა.

ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს