ტრავმების გამო ვარჯიშში მონაწილეობა ქუბრიაშვილს, ზირაქაშვილსა და მაჩხანელს არ მიუღიათ
საქართველოს ნაკრების სტუმრობით გამოწვეული ოთხდღიანი ზარზეიმის შემდეგ, მასტერტონში სიმშვიდემ დაისადგურა. "ბორჯღალოსნები", რომლებიც ქალაქგარეთ "სოლვეი პარკ ოტელში" არიან დაბინავებულნი, მომავალი ორი მატჩისთვის მზადებას შეუდგენენ [იხილეთ ვიდეო].

ჩვენმა გუნდმა გუშინ ორჯერ ივარჯიშა. დილით მორაგბეები სამ ჯგუფად, ცალ-ცალკე ეწვივნენ ძალოსნობის დარბაზს. სადილის შემდეგ კი, ახალი ზელანდიის დროით 15 საათზე საქართველოს ნაკრებმა "ქუინ პარკის სარაგბო სტადიონზე" ივარჯიშა. ჩვენი გუნდის წვრთნას თვალს რამდენიმე ათეული მასტერტონელი ადევნებდა, რადგან ვარჯიში ღია იყო და ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრება.

ვარჯიშში მონაწილეობას არ იღებდნენ დავით ქუბრიაშვილი, დავით ზირაქაშვილი და ირაკლი მაჩხანელი. "დუდუ" ინგლისთან მატჩში დაშავდა და ექიმებმა დასვენება ურჩიეს. ზირაქაშვილი მუხლმა შეაწუხა, თუმცა საშიში არაფერია და, სავარაუდოდ, რუმინეთის ნაკრებთანაც ითამაშებს. მაჩხანელის საქმე კი უფრო რთულადაა. მისთვის ჯერ სირბილიც არ შეიძლება და მხოლოდ სიმძიმეებით ვარჯიშობს. გუნდთან ერთად არ იყო ალექსანდრე თოდუა. მან ინდივიდუალურად ივარჯიშა.

მოთელვის შემდეგ გუნდი ორად გაიყო. მორკინალები რიჩი დიქსონმა და ილია მაისურაძემ დაიმარტოხელეს. ჯერ პოზიციის სწორად შერჩევასა და მეტოქისთვის სათამაში არეალის შეზღუდვაში ივარჯიშეს. მერე, რაკიდან ბურთის გამოტანის შემდეგ, მოკლე დარტყმისას, ისევ რაკის შექმნასა და მის სწრაფად გაწმენდას ცდილობდნენ. ბოლოს ბურთი დერეფანშიც ააგდეს, სადიანაც ამჯერად მხოლოდ მოლის დაყენებაზე ივარჯიშეს.

ამასობაში უკანახაზელებს დონ კასკი და ჯონ მაგლტონი წვრთნიდნენ. მათი მიზანი სტატიკური მდგომარეობიდან შეტევის ხელდახელ ბურთაობით განვითარება იყო. ამის შემდეგ შერკინება და უკანა ხაზი ისევ გააერთინეს. "ბორჯღალოსნები" ნახევარ მოედანზე შეტევასა და დაცვაში დროულად გადაწყობის დახვეწას შეეცადნენ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსნები" მასტერტონელ ბავშვებს "ჩაუვარდნენ" ტყვედ და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ავტოგრაფებს არიგებდნენ. ჩვენი გუნდის პატარა ქომაგებმა ბიჭებს საჩუქრები მოუმზადეს და იქვე გადასცეს.

საქართველოს ნაკრები დღეს კიდევ ერთ ღია ვარჯიშს გამართავს. საღმოს კი ადგილობრივები "ქუინ ელიზაბეტ პარკში" ჩვენს მორაგბეებს "ბიგ ველკომ ბარბექიუზე" დაპატიჟებენ.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" მასტერტონს 26 სექტემბერს დატოვებენ და პალმერსტონში გადაბარგდებიან, სადაც 28 სექტემბერს, ჯგუფური ტურნირის მორიგ მატჩში, რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მსოფლიოს თასი

28 სექტემბერი

საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი

საქართველო-არგენტინა

C ჯგუფი

ავსტრალია-აშშ 67:5

სატურნირო მდგომარეობა

1. ავსტრალია – 10 ქულა, 2. ირლანდია – 5, 3. იტალია – 5, 4. აშშ – 4, 5. რუსეთი – 1.

დღეს

ინგლისი-რუმინეთი 67:3

ახალი ზელანდია-საფრანგეთი 12:30

ხვალ

ირლანდია-რუსეთი 10:00

არგენტინა-შოტლანდია 12:30

ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან

karlsoni
shalva კი, ძმა 28ში გაირკვევა ყველაერი. ღმერთმა ქნას მოვიგოთ:)) კომენტარებს, არა ისეც ძირითადი შემადგენლობა რომ დაასვენეს ჩვენთან სათამაშოდ ფაქტია, მაგრამ ზუსტად ეგ ჟესტი მეტყველებს მაგათ სისუსტეზე;)
shalva
karlsoni თუ რუმინეთის მოთამაშეების კომენტარებს გულისხმობ თამაშის შემდეგ ყველას ეგ ეკერა პირზე საქართველოსთან თამაშისთვის ვემზადებოდითო, საქართველო არის ჩვენი დონის გუნდიო, 2 ლელო დაუდეს შოტლანდიის მე-2 გუნდს და ჰგონიათ რაღაცას წარმოადგენენ, არც მთლად მე-2 შემადგენლობით უთამაშიათ რუმინელებს რასაც ვერ ვიტყვით ინგლისზე პირველ ტაიმშივე მოუმთავრეს საქმე რუმინელების დიდი მცდელობის მიუხედავად, იხილეთ http://www.rugbyworldcup.com/index.html საიტზე, დაველოდოთ 28 -ს და გაეცემა ყველა კითვას პასუხი :)
karlsoni
shalva შალვა ჩვენმა ბიჭებმა უმაგრესად ითამასე ინგლისთან და მართლა გავსახელეს:) რაც შეეხბა რუმინეთი - ინგლისს, რუმინეთმა მეორე შემადგენლობა ათამაშა;)
shalva
სკეპტიკოსების საყურადღებოდ, ინგლისის ნაკრებმა ნახევარი ძალის გამოყენებით და ძირითადის მოთამაშეების დასვენებით გადაუარა რუმინეთის ნაკრებს 67 - 3 და მთელი თამაში რუმინეთის ნახევარზე იყო, საქართველოს და ინგლისის თამაში კი ყველამ ვნახეთ, იყო მოსაზრება რომ რუმინელები ჩვენთან სათამაშოდ თავს ინახავდნენ, რასაც არ ვეთანხმები, თუ თამაშის ჩანაწერს უყურებთ თვითონაც დარწმუნდებით.
giorgi
თამაში როდისაა და რომელ საათზე?
karlsoni
ბატონო, ბესო ეგებ გვითხრათ სუთიაშვილი როგორაა?:) მადლობა წინასწარ:)
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"