გუშინ, ორი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატის მე-14 ეტაპი - სინგაპურის გრანპრი
გუშინ, ორი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატის მე-14 ეტაპი - სინგაპურის გრანპრი.

მაკლარენი დიდ ბრძოლას გვპირდება

ცნობილია, რომ გასულ სეზონებში რბოლები "მარინა-ბეის" ტრასაზე განსაკუთრებული სანახაობრიობით გამორჩეული არ ყოფილა - მიზეზი ის არის, რომ სინგაპურში რთულია გასწრება. წელს კი მაყურებლისთვის სასურველი მანვერები მეტი იქნება, რადგან DRS-სა და KERS-ის სისტემები ამოქმედდება, რითაც პილოტებს მიეცემათ აგრესიულად მოქმედების საშუალება.ყოველ შემთხვევაში, "მაკლარენში" სწორედ ასე არიან განწყობილი.

"გაგვიმართლა, რომ გვყავს ორი ისეთი პილოტი, რომლებიც არ კმაყოფილდებიან კონკურენტების ზურგსუკან უბრალოდ ფინიშამდე მისვლით, - ამბობს სინგაპურის გრანპრის წინ "მაკლარენის" შეფი მარტინ უიტმარში. - დაუმატეთ ამას DRS-ის გამოყენების შესაძლებლობა და მიხვდებით - ყველა საშუალება არსებობს მაქსიმალურად სანახაობრივი რბოლის მოსაწყობად. ტრასა საკმაოდ ფართოა და პილოტებს ბრძოლის საშუალება ექნებათ.

პირადად მე ამის იმედი მაქვს. ჩვენი პილოტები აქ სერიოზული განწყობით ჩამოვიდნენ, რათა სებასტიან ფეტელსა და "რედ ბულს" იოლი გასეირნების საშუალება არ მისცენ".საკუთარ ბოსს სრულად ეთანხმება ორივე ბრიტანელი მსოფლიოს ჩემპიონი.

"ეს ერთ-ერთი ისეთი რბოლაა, რომლის მოგებაზე უარს არ ვიტყოდი, - განაცხადა მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა. - და იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებ, რადგან ჩვენი მანქანა მსგავს ტრასებზე კარგად გამოიყურება. ეს დავამტკიცეთ მონაკოსა და უნგრეთში, სადაც ორი საუკეთესო რბოლა ჩავატარე".

"დღემდე ვფიქრობ, რომ ბელგიასა და იტალიაში გარემოებათა ცუდი დამთხვევის გამო ვერ მოვიგეთ, - მხარი დაუჭირა პარტნიორს 2008 წლის ტრიუმფატორმა ლუის ჰემილტონმა. - ასე რომ, იმედი მაქვს სინგაპურში ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, შევძლებთ პოტენციალის რეალიზებას და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავალთ".

ორივემ ერთხად განაცხადეს, რომ საჩემპიონო ბრძოლა უკვე დიდი ხანია დასრულებულია, მაგრამ ფარხმალის დაყრას არ აპირებენ და სეზონს მაქსიმალურად ეფექტურად და შედეგიანად დაასრულებენ.

ალონსოს სერიის გაგრძელების იმედი აქვს

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისთვის, "ფერარის" წევრ ფერნანდო ალონსოსთვის "მარინა-ბეისთან" შედეგიანი დამოკიდებულება აქვს - აქ მას ორჯერ გაუმარჯვია - 2008 და 2010 წლებში, 2009-ში კი მესამე ადგილზე გავიდა. ამიტომაც საერთო ჩათვლის მეორე პილოტი სინგაპურში წარმატებული სერიის გაგრძელებას აპირებს, გარდა ამისა, ჩემპიონატის ლიდერისთვის მაქსიმალურად სურს ხასიათის გაფუჭება.

"მარინა-ბეიზე" ორი გამარჯვებით ყველა შანსი მაქვს იმისთვის, რომ გავაგრძელო ეს სერია, რადგან ასეთი ტიპის ტრასები ზედგამოჭრილია "ფერარისთვის, - ამბობს ესპანელი. - კარგად მესმის, რომ ფეტელის დამარცხება ურთულესი საქმეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სინგაპურში ამის გაკეთება შესაძლებელია. იმედი მაქვს, გავიმეორებ 2010 წლის უქმეებს".

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ალონსო რბოლის დიდი ნაწილი აკავებდა ფეტელის უფრო სწრაფ "რედ ბულს" და ახლა იმედი აქვს, რომ გერმანელს რევანშს აუღებს მაისში მონაკოში წაგებისთვის, სადაც მხოლოდ რბოლის წითელი დროშებით შეჩერებამ და შემდეგ ფეტელის მიერ თითქმის მწყობრიდან გამოსული საბურავების შეცვლამ არ მისცა ალონსოს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის დამარცხების საშუალება.

ფეტელი ჩრდილში ყოფნას არ აპირებს

ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ეტაპით ადრე ზედიზედ მეორე ტიტულის გასანაღდებლად სებასტიან ფეტელს, შესაძლოა, პოდიუმზე ასვლაც ეყოს. მაგრამ "რედ ბულის" ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ განაცხადა, რომ ახალგაზრდა გერმანელს ლამაზად სურს მეორე ტიტულის მოპოვება, ამიტომაც სინგაპურში, როგორც ყოველთვის, გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

"სებასტიანს უბრალოდ ფინიშზე მისვლა არ დააკმაყოფილებს, მას გამარჯვება უნდა, - ამბობს ნიუი. - ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ უტევდა ის მონცაში ალონსოს, არადა, სულ თავისუფლად შეეძლო არ გაერისკა და მის უკან მშვიდად დალოდებოდა პიტ-სტოპს. მაგრამ ის უტევდა და ასეთი შეტევისთვის შესაბამისი ხასიათია საჭირო. ამ მანევრით მან იმ კრიტოკოსებსაც უპასუხა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სება მხოლოდ მანქანის ხარჯზე იგებს და შედეგიანად შეტევა არ ეხერხება. იმედია, სინგაპურში კვლავ დაანახებს ყველას, რომ ღირსია უმაღლესი ტიტულის".

ფორმულა 1

სინგაპურის გრანპრი

ჩატარების ადგილი - მარინა-ბეი, სინგაპური

წრის სიგრძე - 5 073 მ

საუკეთესო წრე - 1:45,599 (რაიკონენი, 2008)

საერთო ჩათვლა

1. ფეტელი (რედ ბული) - 284 ქულა

2. ალონსო (ფერარი) - 172

3. ბატონი (მაკლარენი) - 167

4. უებერი (რედ ბული) - 167

5. ჰემილტონი (მაკლარენი) - 158

6. მასა (ფერარი) - 82

7. როსბერგი (მერსედესი) - 56

8. შუმახერი (მერსედესი) - 52

განრიგი

24 სექტემბერი, 15:00 - III პრაქტიკა

24 სექტემბერი, 18:00 - კვალიფიკაცია

25 სექტემბერი, 16:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს