ჩვენთვის მატჩების თანმიმდევრობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც - კალენდარი ჩვენთვის ხელსაყრელია
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჩვენი ჯგუფის კალენდარი ისევე ოპერატიულად ჩატარდა, როგორც საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა.

გუშინ პარიზში ჯგუფის ხუთივე ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეიკრიბა, რომლებმაც კონსენსუსს მშვიდად და სწრაფად, დაახლოებით ორ საათში მიაღწიეს.

ჯერ კალენდარს გავეცნოთ:

2012 წელი

7 სექტემბერი

საქართველო-ბელარუსი, ფინეთი-საფრანგეთი

11 სექტემბერი

საქართველო-ესპანეთი, საფრანგეთი-ბელარუსი

12 ოქტომბერი

ფინეთი-საქართველო, ბელარუსი-ესპანეთი

16 ოქტომბერი

ბელარუსი-საქართველო, ესპანეთი-საფრანგეთი

2013 წელი

22 მარტი

საფრანგეთი-საქართველო, ესპანეთი-ფინეთი

26 მარტი

საფრანგეთი-ესპანეთი

7 ივნისი

ფინეთი-ბელარუსი

11 ივნისი

ბელარუსი-ფინეთი

6 სექტემბერი

საქართველო-საფრანგეთი, ფინეთი-ესპანეთი

10 სექტემბერი

საქართველო-ფინეთი, ბელარუსი-საფრანგეთი

11 ოქტომბერი

ესპანეთი-ბელარუსი

15 ოქტომბერი

ესპანეთი-საქართველო, საფრანგეთი-ფინეთი

როცა ასეთ ძლიერ ჯგუფში ხარ, მატჩების თანმიმდევრობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ კალენდარი ჩვენთვის ხელსაყრელია.

შესარჩევი ტურნირის შინ დაწყება ყოველთვის სასურველია და კარგია, რომ პირველ ტურში საკმაოდ ძლიერ, მაგრამ გრანდებთან შედარებით მაინც ნაკლებად საშიშ ბელარუსს ვმასპინძლობთ. ამ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ოთხი დღის შემდეგ ესპანეთს კარგი განწყობით დავხვდებით, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან კი დასაკარგი ნებისმიერ შემთხვევაში არაფერი გვექნება...

ესპანეთთან მარცხის შემთხვევაშიც კი გვექნება იმის გარკვეული შანსი, რომ 2013 წელს ოპტიმისტური განწყობით შევხვდეთ, საამისოდ კი საჭირო იქნება, ოქტომბრის გასვლებზე თავი არ შევირცხვინოთ.

თუ მომავალი შემოდგომა მეტ-ნაკლები წარმატებით გავიარეთ, შემდგომ მატჩებზე სჯობს, სწორედ ამის შემდეგ ვიმსჯელოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio73
ესპანელებთან არაფერი გვაქვს დასაკარგიო,ვისთან გვაქვს რომ?ამჯერად მართლა არ გაგვიმართლა-მალტა,ლუქსემბურგი,ანდორა და მათნაირი "გრანდები" არ მოხვდნენ ჩვენ ჯგუფში,რომ ფრედ მაინც გვეთამაშა.დასაკარგი ბავშვთა ფეხბურთში ეძებეთ!!!მიეცით ქართველ ბავშვებს ფეხბურთის თამაშის საშუალება!!!გეყოთ ყველგან ფულის კეთება!!!
ramo
ბატონო ლევან, კარგია რომ ოპტიმისტური ვარიანტი დაწერეთ, მაგრამ პირველივე თუ წავაგეთ ბელორუსიასთან მერე რას ვშვრებით? ესეც ხომ უნდა განსვსაზღვროთ? არადა მაგალითი სახეზეა როცა ყველა თვლიდა ლატვიასთან უეჭველ მოგებას. კარგი იქნება თუ გააკეთებთ ანალიზს სადაც გვექნება ოპტიმისტური, პესიმისტური და საშუალო ვარიანტები. და მოვლენების ამგვარ განვითარების დროს რას გავაკეთებთ. მესმის რომ ეს ფედერაციის ან ტრენერების საქმეა, მაგრამ იქნებ გვეცადა, მაგალითი მიგვეცა.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე