ორშაბათს ვწერდით იმის შესახებ, რომ "ვილანოვას" უნივერსიტეტის მცველმა კორი ფიშერმა ერთ მატჩში 105 ქულა დააგროვა.

ორშაბათს ვწერდით იმის შესახებ, რომ "ვილანოვას" უნივერსიტეტის მცველმა კორი ფიშერმა ერთ მატჩში 105 ქულა დააგროვა. დღეს ჩვენ გავიხსენებთ იმ შემთხვევებს, როცა კალათბურთელები ერთ შეხვედრაში ასეთ უნიკალურ შედეგიანობას აჩვენებდნენ, მით უმეტეს, რომ 1913 წლიდან მოყოლებული ეს ხშირად მომხდარა.

NBA

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში უილტ ჩემბერლენია ერთადერთი მოთამაშე, ვინც ერთ მატჩში 100-ქულიან ზღვარს მიაღწია. 1962 წლის 2 მარტს, მისმა "ფილადელფია უორიორზმა" 169:147 მოუგო "ნიუ იორკ ნიქსს". ლეგენდარული კალათბურთელის ანგარიშზე ზუსტად 100 ქულა იყო.

კოლეჯი

კოლეჯების დონეზე ორ კალათბურთელს დაუგროვებია 100 ან მეტი ქულა. პირველმა ეს რიო გრანდეს კოლეჯის წევრმა - კლარენს ფრენსისმა გააკეთა: 1953 წლის 9 იანვარს ეშლენდის კოლეჯს 116 ქულა ჩაუგდო (პირველ ტაიმში 61 ქულა, მეორეში - 55). ფრენსისმა 47 ორქულიანი და 22 საჯარიმო ისროლა ზუსტად. მატჩი 150:85 დასრულდა.

ამავე კალათბურთელმა მეორედაც გამოიჩინა თავი - 1954 წლის 2 თებერვალს "რიუ გრანდემ" 134:91 მოუგო ჰილსდეილის კოლეჯს. ფრენსისის ანგარიშზე იყო 113 ქულა (თამაშიდან ტყორცნები - 38/70, საჯარიმოები - 37/45). თუმცა ეს შედეგები NCAA-ის დივიზიონის რეკორდებად არ მიიჩნევა, რადგან ეს არ იყო ოთხწლიანი სასწავლებლების მატჩები.

NCAA-ის რეკორდსმენად ფრენკ სელვია აღიარებული. ფურმანის უნივერსიტეტის რიგებში თამაშისას, მან 100 ქულა ჩაუგდო ნიუბერის კოლეჯს (149:95, 1954 წლის 13 თებერვალი).

უმაღლესი სკოლები (High school)

1913 წლიდან მოყოლებული, ამერიკის უმაღლესი სკოლების დონეზე 19 ბიჭსა და 4 გოგონას დაუგროვებია 100 ან მეტი ქულა:

113 - ჰერმან სეიგარი ("კულვერი"). 1913 წელი, 8 მარტი. 154:10. თამაშიდან ზუსტი ტყორცნები - 56, ერთი ზუსტი საჯარიმო;

102 - ედ ვონდრა ("ბრეინარდი"). 1922

120 - დიკ ბოგენფაირი ("სედალია-მიდვეი"). 1953 წელი, 6 თებერვალი. 137:47. თამაშიდან ზუსტი ტყორცნები - 52, ზუსტი საჯარიმო - 16;

114 - უეინ ოუკლი ("ჰენსონი"). 1954 წელი, 21 დეკემბერი. 128:56. თამაშიდან ტყორცნები - 47/55, საჯარიმოები - 20/24;

108 - მორის დეილ მატისი ("სენტ ჯოი"). 1955 წელი, 25 იანვარი;

103 - დიკი პიტსი ("ვიმაუმა"). 1956 წელი, 14 თებერვალი;

114 - პიტ ჩიმინო ("ბრიტოლი"). 1960 წელი, 22 იანვარი. 134:86. თამაშიდან ზუსტი ტყორცნები - 44, ზუსტი საჯარიმო - 26;

135 - დენი ჰიზერი ("ბარნსვილი"). 1960 წელი, 26 იანვარი. 173:43. თამაშიდან ტყორცნები - 53/70, საჯარიმოები - 29/41, 32 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი;

127 - ჯონ მორისი ("პორტსმუთი"). 1961 წელი. 173:47;

104 - დენი ბოიდი ("კემდენი"). 1961 წელი, 6 იანვარი. 130:43;

108 - კენ რობინსონი ("კესეტ მიდვეი"). 1961 წელი, 10 იანვარი. 130:30. 62 ქულა მეორე ტაიმში;

100 - უეინ ქოვარდი ("ჯეი სი ლინჩი"). 1961 წელი, 24 იანვარი. 139:31. 80 ქულა მეორე ტაიმში;

100 - გრეგ პროსელი ("ნოუბლ-ებერბი"). 1970 წელი, 29 იანვარი. 139:79;

102 - ბენი ფულერი ("ლიტლ როკი"). 1971 წელი. 133:58;

105 - კენეტ ჯონსონი ("გრენდფილდი"). 1979 წელი, 10 იანვარი. 120:65. 71 ქულა პირველ ტაიმში, თამაშიდან ტყორცნები - 45/85.

100 - ლინდა პეიჯი ("დობინს ტეჩი"). 1981 წელი, 15 თებერვალი. 131:38. თამაშიდან ტყორცნები - 41/57, საჯარიმოები - 18/21;

105 - შერილ მილერი ("რივერსაიდ პოლი"). 1982 წელი, 26 იანვარი. 179:15.

103 - ბრაიან პეინი ("ნიუ პორტ რიჩი"). 1988 წელი. 111:60;

101 - ლიზა ლესლი ("მორნინგსაიდი"). 1990 წელი, 7 თებერვალი. 102:24. თამაშიდან ტყორცნები - 37/56, საჯარიმოები - 27/35 (ყველა ჯარიმა პირველ ტაიმში ისროლა);

100 - დეჟუან ვაგნერი ("კემდენი"). 2001 წელი, 16 იანვარი. 157:67. თამაშიდან ტყორცნები - 42/60, ზუსტი სამქულიანი - 10;

101 - სედრიკ ჰენსლი ("ჰერიტეიჯი"). 2001 წელი, 16 იანვარი. 178:28. თამაშიდან ტყორცნები - 46/59, სამქულიანი - 2/5;

100 - ტიგრან გრიგორიანი ("რიკო რივერა"). 2003 წელი, 11 თებერვალი. 114:47. ზუსტი სამქულიანი - 11;

113 - ეპიფანი პრინსი ("მერი ბერგტრაუმი"). 2006 წელი, 2 თებერვალი. 137:32. თამაშიდან ტყორცნები - 54/60, ზუსტი სამქულიანი - 4;

სხვა ფაქტები

- 1923 წელს, აღმოსავლეთის თამაშებზე ფილიპინების ნაკრების წევრმა ლუ სალვადორმა 116 ქულა ჩაუგდო ჩინეთის ნაკრებს. ეს არის სანაკრებო დონის მატჩების აბსოლუტური რეკორდი.

- 1985 წლის 10 ოქტომბერს, იუგოსლავიის ლიგის მატჩში ზაგრების "ციბონას" მცველმა დრაჟენ პეტროვიჩმა 112 ქულა (60-დან 40 ზუსტი ტყორცნა) დააგროვა "სმელტ ოლიმპიას" წინააღმდეგ.

- ორ კალათბურთელს აქვს ასზე მეტი ქულა მოპოვებული ფილიპინების საკალათბურთო ასოციაციაში. 1985 წლის 21 ნოემბერს "ჯინებრას" მოთამაშემ მაიკლ ჰეკეტმა 103 ქულა მიითვალა "გრეიტ ტესტის" წინააღმდეგ. შვიდი წლის შემდეგ, 1992 წლის 10 ოქტომბერს ეს რეკორდი გააუმჯობესა "სვიფტის" კალათბურთელმა ტონი ჰარისმა - "ჯინებრას" წინააღმდეგ მისი მონაგარი 105 ქულა იყო. ჰეკეტიც და ჰარისიც ამერიკელი ლეგიონერები იყვნენ.

- 1985 წელს, კორაჩის თასზე ზდენკო ბაბიჩმა ("ზადარი") 144 ქულა დააგროვა კვიპროსის აპოელ-თან მატჩში.

- 2002 წლის 7 თებერვალს კანადის კოლეჯების ჩემპიონატში "ვესტ ჰილის" კალათბურთელმა დენჰემ ბრაუნმა 111 ქულა მოიხვეჭა. მეტოქე ტორონტოს გუნდი იყო.

- გინესის რეკორდების წიგნშია შესული 13 წლის მატს ვერმელინის მიღწევა. 1974 წლის 5 თებერვალს სტოკჰოლმში გამართული მატჩი 272:0 დასრულდა. ვერმელინმა 272 ქულა (!) მოიპოვა.

- 13 წლის ხორვატმა მარინ ფერენჩევიჩმა 178 ქულა ჩააგდო 14-წლამდელი გუნდების ერთ-ერთი მატჩის დროს. კლუბ "ვიროვიტიცას" წევრს მანამდე ერთ მატჩში 101 ქულა ჰქონდა მოპოვებული.

- 1994 წლის 9 ოქტომბერს, ისრაელის უმაღლეს დივიზიონში რამატ განის "მაკაბიმ" ამავე ქალაქის "ბეითარს" მოუგო. "მაკაბის" რიგებში 101 ქულით ჯეი ჯეი ეუბენქსმა გამოიჩინა თავი.

- 1998 წელს "ფენერბაჰჩეს" კალათბურთელმა ერმან ქუნთერმა 153 ქულა (გუნდური 175 ქულიდან) მიითვალა "ჰილალსფორის" წინააღმდეგ. პირველ ტაიმში ქუნთერის მონაგარი 81 ქულა იყო.

- ბრაზილიის ქალთა კალათბურთის ვარსკვლავმა ჰორტენსია მარკარიმ 1990 წელს პროფესიულ დონეზე 121 ქულა დააგროვა.

- ქალთა კალათბურთიდან გინესის რეკორდების წიგნში შეყვანილია ანატ დრაიგორი. 2006 წლის 6 აპრილს 46 წლის კალათბურთელმა 136 ქულა მიითვალა ისრაელის მესამე ლიგის მატჩში. მისმა გუნდმა "მატე იეჰუდამ" 158:41 დაამარცხა "გივატ შმუელი".

- 1995 წლის 4 თებერვალს ლატვიის საკალათბურთო ლიგაში აიგარს ზეიდაკსმა გამოიჩინა თავი. "ვალმეირას" წინააღმდეგ მის ანგარიშზე ზუსტად 100 ქულა (თამაშიდან ტყორცნები - 45/56, საჯარიმოები - 9/14) იყო.

- ზელანდიელმა ფილ ჯონსმა 1998 წელს საკლუბო დონეზე 105 ქულა დააგროვა.

- 2005 წელს ავსტრალიელმა იუნიორმა ბენ უითერბიმ 17-სამქულიანი ჩააგდო და 114 ქულა მოიხვეჭა.

- SEABL-ის ლიგაში "კანბერა განერსის" ამერიკელმა ლეგიონერმა ფრედ ჰერცოგმა 105 ქულით გამოიჩინა თავი.

- ამერიკული კოლეჯის ყოფილმა ვარსკვლავმა არჩი ტელიმ გერმანიის ლიგაში, "ტვ კლაუსენს" 116 ქულა შესძინა.

ლელო

[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] სუპერსერია მეშვიდე მატჩით დასრულდება - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა და
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა