ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სოხუმის" მეტოქე ბელარუსის "მინსკი" ჯერაც დაკომპლექტების პროცესშია
"სოხუმი" ევროჩელენჯისთვის ბალტიისპირეთში ნაყოფიერად რომ მოემზადა უკვე გაცნობეთ. გუნდის შემადგენლობა ჩამოყალიბებულია და მწვრთნელი, აინარს ბაგაცკისი შეთამაშებაზე მუშაობს. წესითა და რიგით, ამ მხრივ სოხუმელები მეტოქეზე უკეთ უნდა გამოიყურებოდნენ, რადგან ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო ეტაპზე მათი მეტოქე ბელარუსის "მინსკი" ჯერაც დაკომპლექტების პროცესშია.

შეგახსენებთ, რომ "სოხუმისა" და "მინსკის" პირველი მატჩი თბილისში 4 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო განმეორებითი - ბელარუსის დედაქალაქში 11 ოქტომბერს. ორივე შეხვედრა ადგილობრივი დროით 19 საათზე დაიწყება.

სოხუმელთა ახალწვეულებსა და საკონტროლო მატჩებზე ბოლო დროს ხშირად მოგითხრობთ. ახლა "მინსკის" შესახებ. უახლესი ინფორმაციით ბელარუსის ჩემპიონს ორი ამერიკელი დაემატა: ჯასტინ ჰოკინსი და დევონ ჰარდინი. ჯასტინი 201 სმ სიმაღლის ფორვარდია, გასულ სეზონში ფრანგული "სტრასბურის" ღირსებას იცავდა, საშუალოდ 9.3 ქულასა და 4 მოხსნას აგროვებდა.

დევონი 25 წლის 211 სმ სიმაღლის ცენტრია. შარშანდელ სეზონში ისრაელის მეორე ლიგის "იავნეში" ირიცხებოდა. მანამდე კი ამერიკაში გამოდიოდა. 2008 წელს ჰარდინი "სიეტლ სუპერსონიკსმა" დრაფტზე 50-ე ნომრად აირჩია.

წინასასეზონოდ "მინსკში" ვარჯიშობდა ასევე ამერიკელი მეფარე დარელ უოტკინსი (25 წლის, 211 სმ), რომელიც ბელარუსებს პირობებზე ვერ შეუთანხმდა და ბერძნულ "არისში" წავიდა.

ერთი შეხედვით, "მინსკის" ყველაზე ღირებული შენაძენი ჯულიუს ჰოჯია. 27 წლის 201 სმ სიმაღლის ფორვარდი 2005 წელს "დენვერ ნაგეტსმა" დრაფტზე მე-20 ნომრად აირჩია, თუმცა NBA-ში ფეხი ვერ მოიკიდა და 2007 წელს "მილუოკიდან" იტალიურ "ვარეზეში" გადავიდა. მას მერე მოიარა ავსტრალია, ჩინეთი და ირანი. 2010-11 წლებში ჰოჯი ირანულ კლუბ "პეტრომაჩიში" ასპარეზობდა.

თუ დააკვირდით, "მინსკში" ჩამოსული ამერიკელები ან ფორვარდები არიან, ან წინახაზელები. გამთამაშებლის პოზიციაზე ბელარუსის ჩემპიონს საიმედო ძალა ჰყავს - ალექსანდრ კუდრიავცევი, რომელმაც კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი ახლახან გააფორმა. კუდრიავცევი ბელარუსის ნაკრების უკანახაზელია, რომელმაც 2009 წელს თბილისში საქართველოს ნაკრებს დიდი წინააღმდგობა გაუწია - 28 ქულა ჩააგდო.

აქვე დავძენთ, ლატვიური შეკრებიდან "სოხუმი" თბილისში დღეს დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს