კვირას ეროვნულ სტადიონზე თბილისის "დინამომ" "ზესტაფონს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, მატჩის დაწყებამდე ცუდი ამბავი მოხდა...

კვირას ეროვნულ სტადიონზე თბილისის "დინამომ" "ზესტაფონს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, მატჩის დაწყებამდე ცუდი ამბავი მოხდა...

უცხოეთში აქვთ ასეთი ტრადიცია - მეტოქე გუნდების ხელმძღვანელები VIP (საპატიო) ლოჟაში გვერდიგვერდ სხედან, თან ისეთი გუნდების (მაგალითად, "რეალი" და "ბარსელონა"), ერთმანეთს დასანახად რომ ვერ იტანენ. ეს ერთგვარი ეტიკეტია, რომელსაც ევროპაში პატივს სცემენ...

კვირა საღამოს "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ და კლუბის სხვა ხელმძღვანელებმა "დინამოსთან" მატჩის დაწყებამდე ეროვნული სტადიონის VIP ლოჟას მიაშურეს, მაგრამ... თავაზიანი უარი სტკიცეს - თქვენთვის აქ ადგილები არ არისო. სხვათა შორის, არიან ამ ფაქტის თვითმხილველებიც. ფაქტი კი, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია. "ლელომ" სიტუაციაში გარკვევა სცადა და ორივე მხარეს დაუკავშირდა. "ზესტაფონის" პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ გვითხრა:

"დიახ, მართლაც მოხდა ასეთი სამწუხარო ფაქტი. არადა, ეს ელემენტარული დაფასება და პატივისცემაა მეტოქე კლუბის მიმართ. ჩვენ ამ საკითხს ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ზესტაფონის სტადიონის VIP ლოჟაში ყოველთვის არის გამოყოფილი 10-15 ადგილი სტუმართა კლუბის ხელმძღვანელობისთვის. ეს ადგილები დაჯავშნილია და სტუმრებს ყოველთვის ვეპატიჟებით. იმ ხალხს, ვინც ქართულ ფეხბურთზე ზრუნავს და ფულს ხარჯავს, დაფასება სჭირდებათ და იმედს გამოვთქვამთ, ამ ელემენტარული პატივისცემის ნორმას ყველა უერთგულებს და მსგავსი პრობლემა არცერთ კლუბს აღარ ექნება".

ფუტკარაძის კოლეგამ კი, "დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძემ მომხდარი ასე განმარტა: "წესის მიხედვით, მატჩამდე სტუმარმა გუნდმა VIP ლოჟაში განსათავსებელ პირთა სია უნდა წარმოადგინოს. მიუხედავად იმისა, რომ "ზესტაფონს" მსგავსი სია არ წარმოუდგენია, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ისინი მაინც ისხდნენ ლოჟაში, სადაც მოწვეული სტუმრები იმყოფებიან და ბილეთები არ იყიდება. დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა ზესტაფონის სტადიონზე, სადაც "დინამოს" დირექტორატის წევრებს ადგილს მიუჩენენ ხოლმე ლოჟაში. იქ ისინი სხვა სტუმრებსა და ჟურნალისტებთან ერთად სხედან".

ისე, ვერ ვიხსენებთ, "დინამოს" მიმართ მსგავსი პრეტენზია ადრე რომელიმე კლუბს გამოეთქვას. ბუნებრივად ისმის კითხვა - რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც "ზესტაფონთან" მიმართებაში? აქ უთუოდ უნდა გავიხსენოთ ის დაპირისპირება, რაც "დინამოდან" "ზესტაფონში" ფიზმომზადების ხორვატი მწვრთნელის ივო კატუშიჩის გადაბარგებას მოჰყვა. მას მერე თითქოს ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ... ეტყობა, წყენა დავიწყებას არ მისცემია...

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა