"კალიარის თასის" მატჩებში მეტრეველმა ჯამში 15 ქულა მოაგროვა და მისი კარგი გამოსვლა არც იტალიელ ჟურნალისტებს გამორჩენიათ
ნიკა მეტრეველი ნელ–ნელა უშინაურდება სერია A-ს ბინადარ "დინამო სასარის". ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა მორიგ მატჩებში თავი გამოიჩინა. "კალიარის თასის" მატჩებში მეტრეველმა ჯამში 15 ქულა მოაგროვა და მისი კარგი გამოსვლა არც იტალიელ ჟურნალისტებს გამორჩენიათ.

ამხანაგური ტურნირის ნახევარფინალში "დინამომ" სერბული "პარტიზანი" 81:76 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდ–ცენტრმა ამ შეხვედრაში 8 ქულა მიითვალა, ხოლო ქართული პასპორტის მქონე მისმა თანაგუნდელმა ქუინტონ ჰოსლიმ 14 ქულას მოუყარა თავი.

"დინამო" ფინალში იტალიის მოქმედ ჩემპიონსა და საუკეთესო გუნდ "სიენას" შეხვდა. სხვათა შორის, უკვე 4 წელია მეტრეველი სწორედ "სიენას" საკუთრებაა და განათხოვრების წესით თამაშობს სხვადასხვა გუნდებში. იტალიურ გრანდს დინამოელებმა პირველი ტაიმი 30:28 მოუგეს და საერთოდაც, გვარიანი წინაათმდეგობა გაუწიეს. ნიკა მეტრეველმა სიენელებს 7 ქულა ჩაუგდო, ხოლო ჰოსლის ანგარიშზე 13 გახლდათ. საბოლოოდ "მონტეპასკიმ" ბო მაკალების აქტიურობით მაინც იმარჯვა და შეხვედრასთან ერთად "კალიარის" თასი" დაისაკუთრა. საბოლოო ანგარიშია 64:54.

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!