ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"დინამო"-"მერანი" მატჩის წინ

"დინამო"-"მერანი" მატჩის წინ

საქართველოს ჩემპიონატის VII ტურის შეხვედრაში თბილისის "დინამო" მარტვილის "მერანს", ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასაზე დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის VII ტურის შეხვედრაში თბილისის "დინამო" მარტვილის "მერანს", ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასაზე დაუპირისპირდება. "დინამო" უმაღლესი ლიგის დებიუტანტ გუნდთან შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ლევან კაკუბავას და ალბერტ იაგუეს მოისაკლისებს, რომლებმაც თავის მხრივ ყვითელი ბარათების ლიმიტი "ტორპედოსთან" შეხვედრაში ამოწურეს.

უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონის მოთამაშე მარტვილის "მერანი" სულაც არ გახლავთ ხელწამოსაკრავი მეტოქე ახალწვეულის კვალობაზე. ეროვნულ ჩემპიონატში შვიდი ტურის შემდეგ თბილისის "დინამოს" მსგავსად ორი გუნდი არის ისეთი, რომელთაც საკუთარ მოედანზე შეხვედრა ჯერაც არ წაუგია, ერთ-ერთი მათგანი მარტვილის "მერანი" გახლავთ, რომელმაც "დინამოსთან" შეხვედრამდე საქართველოს დავით ყიფიანის გათამაშების პირველი ეტაპის გავლაც მოახერხა და ექვსი ჩატარებული ტურის შემდეგ მოგროვებული რვა ქულით სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს.

პირველი ლიგიდან ელიტარულ თორმეტეულში აღზევებულმა მარტვილის "მერანმა" პირველი შეხვედრა საქართველოს თასის მოქმედ ჩემპიონთან და პირველი ლიგის გათამაშების გამარჯვებულთან, კარგად ნაცნობ მეტოქესთან - "გაგრასთან" ჩაატარა. გასვლით მატჩში "მერანი" მშრალად დამარცხდა ევროპის ლიგაზე ნათამაშებ გაგრასთან 0:3, თუმცა გუნდში ამ მარცხმა ნეგატივის შეტანა ვერ მოახერხა და უკვე მეორე ტურში, ზუსტად ერთ კვირაში მარტვილელმა ფეხბურთელებმა კრიტიკოსები დაადუმეს.

მათ გათამაშებაში პირველი გამარჯვება საშინაო შეხვედრაში, ცხინვალის "სპარტაკთან" დაპირისპირებისას იზეიმეს. მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე მისულმა 1 500 გულშემატკივარმა საკუთარი გუნდის წარმატებული თამაშით გაიხარა, გუნდმა კი პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და მეგრელმა ფეხბურთელებმა პირველი სამი ქულაც მოიპოვეს.

მესამე ტურის შეხვედრაში მერანმა სტუმრად მოახერხა ქულის მოპოვება. "დინამოს" მომავალმა მეტოქემ ვეტერინართა წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში სტუმრად ფრედ - 0:0 ითამაშა და შინ ქულით გაბრუნდა. მცხეთა პარკზე ჩატარებულ შეხვედრაში მარტვილელმა ფეხბურთელებმა ორი ყვითელი ბარათი მიიღეს, თუმცა მათ სტუმრად ქულის მოპოვება ამად ნამდვილად უღირდათ.

გუნდის წარმატებულ თამაშთან ერთად მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე მაყურებელთა რაოდენობამაც იმატა. მეოთხე ტურის შეხვედრაში "მერანი" ქუათისის "ტორპედოს" დაუპირისპირდა. 2 000 გულშემატკივრის თანდასწრებით მასპინძლებმა მორიგი გამარჯვება იზეიმეს. ელგუჯა ბოლქვაძის მიერ 66-ე წუთზე გატანილი გოლით "მერანმა" შინ წარმატებული შეხვედრების სერია განაგრძო და ქუთათურ გუნდს მინიმალური ანგარიშით - 1:0 სძლია.

წარმატებული აგვისტოს შემდეგ მარტვილის "მერანმა", სექტემბრის თვეში გამართული პირველივე შეხვედრა წააგო. მარტვილელი ფეხბურთელები საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან, 2004 წელს დაარსებულ "ზესტაფონთან", გასვლით მატჩში დამარცხდნენ - 1:3.

მეექვსე ტურის შეხვედრაში ჩვენი უახლოეს მეტოქეთა ჯახიც ვიხილეთ. მარტვილში "მერანი" გორის "დილას" დაუპირისპირდა,შეგახსენებთ,რომ ეს უკანასკნელი 22 სექტემბერს გამართულმა სათასო წილისყრამ მეტოქედ გვარგუნა. მარტვილელები გორელებთან შეხვედრას ორჯერ აგებდნენ, თუმცა საკუთარი გუნდი წაგებისგან გიორგი მანწკავამ იხსნა, რომელმა ორჯერ უპასუხა მეტოქის გოლებს.

"დინამოსთან" შეხვედრაში "მერანს" დაცვის ხაზში მოთამაშე ვალერი იობაშვილი დაუბრუნდება, რომელმაც მეექვსე ტურის შეხვედრა გორის "დილასთან" დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

მარტვილის "მერანის" სავარაუდო შემადგენლობა:

შეროზია - იობაშვილი, კაკუშაძე, ჟვანია, მემარნიშვილი - დიდავა, მანწკავა, სუხიაშვილი, გრიგალაშვილი, ტაპე - ამბროლაძე

აღსანიშნავია, რომ "დინამო" მარტვილის "მერანს" არასდროს არ შეხვედრია, არც ჩემპიონატში და არც თასის გათამაშებაზე. თუმცა "დინამოს" და "მერანის" დაირისპირება შეიძლებოდა 2009/2010 წლების სეზონის თასის ფინალში შემდგარიყო. როდესაც ფინალში გასული "დინამო" მეტოქეს "ვიტ ჯორჯია" - "მერანის" წყვილიდან ელოდა. მარტვილელებმა პირველი საშინაო შეხვედრა მოიგეს მწვანეებთან, თუმცა განგებამ "მერანის" ფინალში გასვლა არ ინება და "დინამოს" "ვიტ ჯორჯია" არგუნა ფინალში. ახლა კი - 25 სექტემბერს თბილისის "დინამო" და მარტვილის "მერანის" ურთიერთდაპირისპირების მემატიანენიც გავხდებით.

"მერანი" მიმდინარე სეზონში შინ რომ კარგი თამაშით გამოირჩევა ეს უკვე აღვნიშნეთ, თუმცა გვსურს ყურადღება ერთ, მეტად საინტერესო ფაქტზე გავამახვილოთ. "მერანს" 2010 წლის 14 ნომებრის შემდეგ, შინ ჩატარებულ 14 შეხვედრაში 4-ჯერ აქვს ფრედ ნათამაშები, დანარჩენი 10 მატჩი კი გუნდმა გამარჯვებით დაასრულა.

მიმდინარე ჩემპიონატში მარტვილის "მერანი" ყველაზე ძლიერად 60-70 წუთამდე მონაკვეთს თამაშობს. მათ დროის ამ ინტერვალში მეტოქეთა კარის აღება ორჯერ მოახერხეს.

საუკეთესო მეგოლეები 2011/2012 წლების სეზონში:

დინამო: ჩისკო - 3 გოლი, ალვარო - 2 გოლი

მერანი: მანწკავა - 3 გოლი, გრიგალაშვილი, ტაპე - 1 გოლი

მარტვილის მერანში მოთამაშე გივი დიდავა 2004 წლიდან თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა. ამპლუით მცველმა დიდავამ სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ეროვნულ ნაკრების მაისურით 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დიდავას მსგავსად კიდევ ერთ მარტვილელ ფეხბურთელს, გიორგი მანწკავას აქვს დინამოელთა მაისური მორგებული. "მერანში" მობურთალმა მანწკავამ 2001 წლიდან 2003 წლის ჩათვლით 15 შეხვედრა ჩაატარა "დიანმოს" რიგებში და მეტოქეთა კარში ორი გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" 2009/2010 წლების დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალისტ მარტვილის "მერანს" ეროვნული ნაკრების ბაზაზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 16:00-ზე დაიწყება და მასზე დასწრება შეზღუდული იქნება.

fcdinamo.ge

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"