გუშინ სატრანფერო სეზონის რეკორდსმენმა დავიდ ვილიამ, რომელიც 40 მილიონ ევროდ გადავიდა "ვალენსიადან" "ბარსელონაში", პირველი პრესკონფერენცია მოაწყო მას შემდეგ, რაც კატალონიური კლუბის წევრია.

გუშინ სატრანფერო სეზონის რეკორდსმენმა დავიდ ვილიამ, რომელიც 40 მილიონ ევროდ გადავიდა "ვალენსიადან" "ბარსელონაში", პირველი პრესკონფერენცია მოაწყო მას შემდეგ, რაც კატალონიური კლუბის წევრია. შაბათს, როცა "კაპმ ნოუზე" "ბარსელონა" ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩში დაუპირისპირდება "სევილიას", ზუსტად სამი თვე გახდება, რაც ვილიამ ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ მას ჯერ ერთი წუთითაც კი არ უთამაშია "ბარსელონას" მაისურით, თუნდაც ამხანაგურ მატჩში...

- თქვენი დებიუტი გაჯანჯლდა "ბარსელონაში"...

- მსოფლიოს ჩემპიონატის გამო გვიან მოგვიხდა სამშობლოში დაბრუნება. სულ რაღაც რამდენიმე დღეა, რაც გუნდთან ერთად ვარჯიში დავიწყე და ჯერ, ბუნებრივია, მზად არ ვარ, მაგრამ შაბათამდე დიდი დროა და შევეცდები ფორმაში შევხვდე სუპერთასის საპასუხო მატჩს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, იმ დროისთვის 100%-ით მზად ვიყო. ამით ხომ ჩემი კარიერის ახალი ეტაპი იწყება.

- პირველ შეხვედრაში "ბარსელონა" დამარცხდა, შეძლებს გუნდი თასის მოპოვებას?

- პირველი მატჩის შედეგი არ არის დამაიმედებელი, მაგრამ ისტორიაში ასობით ისეთი შემთხვევა ყოფილა, როცა "ბარსა" ამაზე რთული სიტუაციიდან გამოსულა გამარჯვებული. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ორი მატჩის ჯამში დავჯაბნოთ "სევილია". ჯერ ხომ მხოლოდ ბრძოლის ნახევარია გასული, თანაც მეორე ნახევარი "კამპ ნოუზე", "ბარსას" ქომაგების თვალწინ გაიმართება, რომელთაც შურისძიება წყურიათ. "ბარსელონა" ის გუნდია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დაჩოქება.

- ახალ სეზონში რამდენი გოლის გატანას აპირებთ?

- მეიმედება, რომ ჩემი ახალი თანაგუნდელების წყალობით და ჩემი შრომით, შევძლებ რაც შეიძლება მეტი გოლის გატანას სეზონში. კონკრეტულ რაოდენობას ვერ დავაკონკრეტებ, კარგად დაცდილი არ მაქვს...

- "ბარსელონაში" მხოლოდ შეტევის ცენტრში ითამაშებთ?

- თავისუფლად შემიძლია თამაში შეტევის მარცხენა ფლანგზე არა მარტო ცენტრში. იმის და მიხედვით თუ სად უფრო დავჭირდები კლუბს და მის ინტერესებს. გარწმუნებთ, მოედანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ურთიერთგაგება არ გამიჭირდება.

ლელო

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე