კლუბების მფლობელებმა პროფკავშირს ახალი წინადადებით მიმართეს, სადაც ლაპარაკია ლიგის საერთო მოგებიდან მოთამაშეების წილის გაზრდაზე
წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ ლოკაუტის გარშემო მოლაპარაკებების მორიგმა რაუნდმა შედეგი კვლავ ვერ გამოიღო, რასაც ის მოჰყვა, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ გააუქმა საწვრთნელი ბანაკების სტარტი და 43 საგამოფენო შეხვედრა.

ბოლო მოლაპარაკებების შესახებ კომენტარები საკმაოდ მწირი იყო, მაგრამ გუშინ ერთი საინტერესო დეტალის შესახებ გახდა ცნობილი, რამაც, შესაძლოა, ოდნავ წინ წაწიოს მოლაპარაკებათა პროცესი.

ირკვევა, რომ NBA-ის კლუბების მფლობელებმა პროფკავშირს ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართეს. ლაპარაკია ლიგის საერთო მოგებიდან მოთამაშეების წილის გაზრდაზე, თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავინდებურად 50 პროცენტზე ნაკლებია, - წერს CBS Sport.

შეგახსენებთ, რომ წინა კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით, რომლის ვადა 2011 წლის ზაფხულში ამოიწურა, მოთამაშეები ასოციაციის საერთო მოგების 57 პროცენტს ისაკუთრებდნენ. დღევანდელი მოლაპარაკებებისას პროფკავშირი დათმობაზე წავიდა და ამ მაჩვენებლის 54 პროცენტამდე შემცირებას დათანხმდა.

ამასობაში ირკვევა, რომ ქალაქ მაიამში მოლაპარაკებათა პროცესის განახლებამდე დაიგეგმა NBA-ის მოთამაშეთა პროფკავშირის წევრების შეხვედრა. 4 ოქტომბერს კალათბურთელებმა საკუთარი პოზიციები უნდა შეათანხმონ და მომავალი სტრატეგია დასახონ.

მოთამაშეთა ამგვარი შეხვედრა გასულ კვირას ლას ვეგასში უნდა გამართულიყო, მაგრამ იქ მხოლოდ 40 მოთამაშე შეიკრიბა, რაც პროფკავშირის წევრთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტს შეადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად