45 შესაძლებელიდან 28 მოგება, დადებითი ბალანსი ყველას და "მებრძოლი სულის" პრიზი თეიმურაზ ჯუღელისთვის - ასეთია ქართული ტრიოს მიღწევა
დიდებული ბაშო გამოდგა ქართველთათვის სექტემბრის სუპერტურნირი: 45 შესაძლებელიდან 28 მოგება, დადებითი ბალანსი ყველას და "მებრძოლი სულის" პრიზი (კანტო-შო) გაგამარუსთვის (თეიმურაზ ჯუღელი) - ასეთია ჩვენი ტრიოს მიღწევა.

ყველაზე მეტად სწორედ გაგამარუმ იყოჩაღა, ელიტის უმძიმესმა რიკიშიმ 11-4 ბალანსით დაასრულა ბაშო და მნიშვნელოვანი წინსვლა გაინაღდა. ელიტაში დაბრუნებულმა კოკაიმ (ლევან ცაგურია) 9-6 ბალანსი აჩვენა, ხოლო მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ასპარეზობის ბოლო დღეს ოსი არანის დამარცხებით დადებითი ბალანსი მოიპოვა - 8-7.

იმპერატორის თასი მეოცედ მოიპოვა დიდმა მონღოლმა ჰაკუჰომ, რომელიც ტიტულს ესტონელ ბარუტოს უნდა უმადლოდეს - ბოლო დღეს ბალტიელმა ჰაკუჰოს ერთადერთი კონკურენტი კოტოშოგიკუ დაამარცხა. მიუხედავად ამისა, კოტოშოგიკუ მაინც მიიღებს ოძეკის ტიტულს, თუმცა ეს სუმოს ასოციაციამ 28 სექტემბერს უნდა დაამტკიცოს.

XIV დღე: ჰაკუჰო-ბარუტო (უვატედაშინაგე), კოტოშოგიკუ-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), კისენოსატო-ტოჩიოძანი (ოშიდაში), კაკურიუ-ტოჩინოშინი (იორიტაოში), არანი-მიაბიამა (ჰატაკიკომი), ტოიონოშიმა-ვაკაკოიუ (ოშიდაში), ოკინოუმი-ტაკეკაძე (ოშიდაში), ჰომაშო-გაგამარუ (იორიტაოში), იოშიკაძე-კოკაი (ვატაშიკომი), ვაკანოსატო-კაისეი (იორიკირი), ტოიოჰიბიკი-ტოკიტენკუ (ოშიდაში), გოეიდო-კიტატაიკი (ჰატაკიკომი), ტაკაიასუ-ჰოჩიამა (შიტატედაშინაგე), შოტენრო-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), ფუჯიაზუმა-ტაკანოიამა (ოშიდაში), საგაცუკასა-დაიდო (ტოტარი), კიოკუტენჰო-იოშიაზუმა (იორიკირი), კიმურაიამა-ტამავაში (ოკურიდაში), ამინიშიკი-ასასეკირიუ (ჰატაკიკომი), ტამაასუკა-ცურუგიდაკე (ცუკიოტოში), სადანოფუჯი-ტოსაიუტაკა (ოშიდაში).

ბოლო დღე: ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი (უვატენაგე), ბარუტო-კოტოშოგიკუ (უვატენაგე), კისენოსატო-გოეიდო (ოშიტაოში), კაკურიუ-მიაბიამა (ოშიდაში), ტოიონოშიმა-კიტატაიკი (იორიტაოში), ტოჩინოშინი-არანი (ცურიდაში), ჰომაშო-ტოჩინოვაკა (იორიკირი), ოკინოუმი-ასასეკირიუ (ჰიკიოტოში), ვაკანოსატო-შოტენრო (იორიკირი), კაისეი-იოშიკაძე (იორიკირი), ტაკეკაძე-საგაცუკასა (ოშიდაში), გაგამარუ-ტოჩიოძანი (ოშიდაში), ტოკიტენკუ-ტამაასუკა (სუსოჰარაი), ტაკაიასუ-ტოსაიუტაკა (ცუკიდაში), კიოკუტენჰო-ვაკაკოიუ (უვატენაგე), ფუჯიაზუმა-ჰოჩიამა (ოშიდაში), ტოიოჰიბიკი-იოშიაზუმა (იორიკირი), დაიდო-ტამავაში (ჰატაკიკომი), ამინიშიკი-კოკაი (ოშიდაში), ცურუგიდაკე-ტაკანოიამა (ოშიტაოში), ტენკაიჰო-კიმურაიამა (ოშიდაში).

საბოლოო მდგომარეობა

13-2: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

12-3: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), კისენოსატო (სეკივაკე).

11-4: კიოკუტენჰო (მაეგაშირა 10), გაგამარუ (მ 11).

10-5: ბარუტო (ოძეკი), ჰომაშო (მ 1), გოეიდო (მ 5), კიტატაიკი (მ 11), ამინიშიკი (მ 12).

9-6: კაკურიუ (სეკივაკე), ტოჩინოვაკა (მ 7), შოტენრო (მ 14), კოკაი (მ 16).

8-7: ჰარუმაფუჯი (ოძეკი), ტოიონოშიმა (კომუსუბი), ოკინოუმი (მ 1), ტოჩინოშინი (მ 4), დაიდო (მ 15).

7-8: ტოჩიოძანი (მ 3), მიაბიამა (მ 5), ასასეკირიუ (მ 12), კიმურაიამა (მ 16).

6-9: იოშიკაძე (მ 2), ტოკიტენკუ (მ 4), ტაკაიასუ (მ 6), ვაკაკოიუ (მ 6), ფუჯიაზუმა (მ 7), ტოიოჰიბიკი (მ 8), საგაცუკასა (მ 9), ტამავაში (მ 10).

5-10: არანი (კომუსუბი), ტაკეკაძე (მ 3), იოშიაზუმა (მ 13), ტაკანოიამა (მ 15), ჰოჩიამა (მ 17).

4-11: ვაკანოსატო (მ 2), კაისეი (მ 8), ტამაასუკა (მ 13), ტოსაიუტაკა (მ 14).

2-13: მასუნოიამა (მ 9).

1-14: კოტოოშუ (ოძეკი).

ტიტულები და პრიზები

იმპერატორის თასი: ჰაკუჰო (მე-20)

ბრწყინვალე ასპარეზობა: კოტოშოგიკუ (მე-3) და კისენოსატო (მე-5)

მებრძოლი სული: გაგამარუ (პირველი)

ტექნიკური რიკიში: კოტოშოგიკუ (მე-2)

ძურიოს ჩემპიონი: მიოგირიუ (მე-2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა