ანა ტატიშვილმა ალბუკერკის საერთაშორისო ტურნირის ფინალში რუს რეგინა კულიკოვასთან 6:7, 3:6 წააგო
წუხელ ანა ტატიშვილმა (96) ალბუკერკის საერთაშორისო ტურნირის (75 ათასი დოლარი) ფინალში რუს რეგინა კულიკოვასთან (179) 6:7, 3:6 წააგო.

ჩვენებური ალბუკერკში შარშანაც ასპარეზობდა და მაშინ ნახევარფინალში გავიდა. ასე რომ, მას, სულ მცირე, ნახევარფინალში გასვლა ესაჭიროებოდა, რათა მოწინავე ასეულიდან არ გავარდნილიყო. პროგრამა მინიმუმი ანამ მეოთხედფინალში ამერიკელი ლორენ დევისის (320) ძლევით შეძლო - 2:6, 6:4, 6:1.

თუმცა ქართველი მიღწეულზე არ გაჩერებულა და შემდეგ ეტაპზეც იმარჯვა - მე-4 ნომრად განთესილი კანადელი ალექსანდრა ვოზნიაკი (120), რომელიც 2 წლის წინათ მსოფლიოს 21-ე ჩოგანი იყო, მას მესამე სეტში დანებდა - 6:3, 1:6, 5:1. მატჩის ბოლოს ანას დარტყმული ბურთი კანადელს თვალში მოხვდა და თამაში ვეღარ გააგრძელა.

ასე გავიდა ჩვენებური ფინალში, სადაც რუს რეგინა კულიკოვას შეხვდა. ტატიშვილი ლას ვეგასის ტურნირშიც (50 ათასი დოლარი) პირველ ნომრად იქნება განთესილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"