„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა „სტოკ სიტის“ 30 წლის თავდამსხმელს სერიული მემუჯლუგუნე შეარქვა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა პიტერ კრაუჩს სერიული მემუჯლუგუნე შეარქვა. ფერგიუსონი „სტოკ სიტის“ 30 წლის თავდამსხმელზე იმიტომ არის „გაბრაზებული“, რომ მან, შაბათს, „იუნაიტედს“ გოლი გაუტანა და პირველი ქულები დააკარგინა.

ინგლისის ჩამპიონთა თავკაცი ამბობს, რომ დროა მსაჯებმა 201 სანტიმეტრი ფორვარდის დაუსრულებელ წვრილმან დარღვევებს ყურადღება მიაქციონ. ფერგიმ თქვა:

„ის გამუდმებით არღვევს წესებს და სიმაღლის გამო წყლიდან სულ მშრალი გამოდის. ყველას ჰგონია, რომ კრაუჩი მცველებზე მაღალია და ბურთს იმიტომ წვდება, არადა მაღლა ახტომაში სწორედ წესების დარღვევა ეხმარება. მსაჯებმა ეს ამბავი ძალიან კარგად იციან. მან ჩვენს კარშიც ასე შეაგდო - ფილ ჯონსის წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესი. მეორე მხრივ, თქმა არ უნდა, რომ ის თავით შესანიშნავად თამაშობს“.

დღეს კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩემპიონთა ლიგაში „ბაზელთან“ აქვს თამაში. ფერგიუსონს დაცვაში პრობლემა აქვს - „სტოკთან“ შეხვედრის წინ, მოთელვისას, ჯონი ევანსმა კუნთი გაიჭიმა. შესუსტებულია მანჩესტერელთა თავდასხმაც - უეინ რუნიმ ორთავა კუნთი დაიშავა და შაბათს, „ბრიტანია სთედიუმზე“ ვერ ითამაშა.

„იუნაიტედის“ ვარსკვლავმა „ტვიტერში“ დაწერა:

„ხვალ, „ბაზელთან“ ჩემპიონთა ლიგაში ნამდვილად ვერ ვითამაშებ, მაგრამ შემდეგ შაბათს, „ნორვიჩთან“ შესახვედრად მზად ვიქნები“.

რუნისთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირად თქვა ფერგიუსონმა: „ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ მან უეინს შეიძლება ორი-სამი ტური გამოატოვებინოს. საერთოდ, ორთავა კუნთმა გაწვალება იცის. ვიმეორებ, რუნის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ „ნორვიჩთან“ შეიძლება ვერ ითამაშოს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...