სასაცილოა: შაბათს, „ჩელსიმ“ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფისგან „ფეარ პლეის“ ჯილდო მიიღო, ერთი საათის შემდეგ კი ტორესი მოედნიდან გაუძევეს
სასაცილოა: შაბათს, „ჩელსიმ“ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფისგან „ფეარ პლეის“ ჯილდო მიიღო და ამ ამბიდან დაახლოებით ერთ საათში ფერნანდო ტორესი მოედნიდან გაუძევეს.

ტორესმა „სუონსის“ მცველ მარკ გოვერისთვის ბურთის ართმევა ვარდნაში, შეტყუპებული ფეხებით სცადა, რისთვისაც დაისაჯა. არადა, როგორც მოგახსენეთ, თამაშის დაწყებამდე ფეხბურთის ასოციაციის თავკაცმა, დეივ რიჩარდსმა „ლურჯები“ დააჯილდოვა.

საქმე ის გახლდათ, რომ გასულ სეზონში „ფეარ პლეის“ რეიტინგში პრემიერლიგის სხვა გუნდებს „ჩელსიმ“ აჯობა. დასავლეთ ლონდონელებს სანაქებო დისციპლინარული მაჩვენებელი ჰქონდათ: მათ ერთადერთხელ მიიღეს წითელი ბარათი, როდესაც „ფულჰემთან“ შეხვედრაში მსაჯმა მიკაელ ესიენი გააძევა. დეივ რიჩარდსმა თქვა:

„პრემიერლიგა „ფეარ პლეის“ პრინციპებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ჩვენ გვინდა „ჩელსის“ ეს წარმატება მივულოცოთ“.

აღსანიშნავია, რომ „სუონსისთან“ მატჩის პირველ 40 წუთის განმავლობაში „ლურჯები“ ფრიად კორექტულად თამაშობდნენ, მაგრამ ტაიმის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე მსაჯ მაიკ დინს მაინც მოუხდა ჯიბიდან წითელი ბარათის ამოღება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად