თბილისმა "კავკასიის ჩემპიონატს ტრადიციულ კარატეში" უმასპინძლა, რომელსაც მსოფლიოში აღიარებულმა კარატისტმა ილია იორგამ უხელმძღვანელა
24-25 სექტემბერს, თბილისმა "კავკასიის ჩემპიონატს ტრადიციულ კარატეში" და სემინარს უმასპინძლა, რომელსაც მსოფლიოში აღიარებულმა კარატისტმა - პროფესორმა ილია იორგამ უხელმძღვანელა. ილია იორგა, სერბი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორია.

26 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილე გიორგ გალდავა, კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია და ილია იორგა ესაუბრნენ. აღსანიშნავია, რომ ილია იორგა ერთადერთი ევროპელი "შავი ქამრის" და მე-"10 დან"-ის მფლობელია მსოფლიოში.

წლების განმავლობაში იუგოსლავიის ნაკრების კაპიტანი იყო, ევროპის მსოფლიო პრიზიორ-ჩემპიონი. საერთაშორისო ტრადიციული კარატე ფედერაციის დირექტორატის წევრი 1989 წ.

მან და მისმა ძმამ ვლადიმერ იორგამ, ევროპის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა (EთKF) - საქართველოს ეროვნულ კარატეს ფედერაციას გაუწიეს მხარდაჭერა და რეკომენდაცია მსოფლიო ფედერაციაში გასაწევრიანებლად და 1990 წელს.ლიმაში, პერუ - საქართველოს კარატე ფედერაცია დამოუკიდებელი და სრულუფლებიანი წევრი გახდა.

ეს იყო პირველი დამოუკიდებელი და სრულუფლებიანი სპორტული ორგანიზაცია იმ პერიოდის მთელ სსრკ-ს მაშტაბით. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ილია იორგას საქართველოში კარატის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.

გიორგი გალდავა:" ასეთი დიდი პიროვნების სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია. ილია იორგა 10-დანის მფლობელი და საოცრად გამოცდილი ადამიანია, ამიტომ მის მიერ ჩატარებული სემინარი, რომელსაც 650 კაცი დაესწრო საჭირო და საინტერესოა. მანვე განსაჯა კავკასიის თასის შეხვედრები და საერთოდაც საქართველოს კარატეს ფედერაციას თავის დროზე დიდი დახმარება გაუწია - საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანების დროს მნიშვნელოვნად დაეხმარა".

კახა ბასილია:" ილია იორგა ძლიერი სპეციალისტია. მისი სემინარი 650 ადამიანმა მოისმინა. ეს კაცი ძალიან გამოცდილია და მისი ცოდნის გაზიარება ყველას წაადგება. ილია იორგა იყო მთავარი მსაჯი კავკასიის თასზეც, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ეს ადამიანი თავის დროზე საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანებაშიც დაგვეხმარა და მუდამ ჩვენს გვერდით დგას, მისი სახით საქართველოს კარატეს ფედერაციას ნამდვილად კარგი მეგობარი ჰყავს".

msy.gov.ge

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა