წარსულში ცნობილი ინგლისელი მსაჯი გრემ პოლის თქმით, რაც ტორესმა "სუონსთან" მატჩის მე-40 წუთზე გააკეთა, სახიფათო სისულელეა
წარსულში ცნობილი ინგლისელი მსაჯი გრემ პოლი, რომელიც გაზეთ „დეილი მეილში“ ექსპერტად მუშაობს, წერს, რომ ის, რაც „ჩელსის“ ესპანელმა ფორვარდმა, 27 წლის ფერნანდო ტორესმა „სუონსისთან“ 4:1 მოგებული შეხვედრის მე-40 წუთზე გააკეთა, იყო არა თავდამსხმელის მიერ მეტოქისთვის ბურთის ართმევის მცდელობა, არამედ სახიფათო სისულელე.

მსაჯებს ტორესის ეპიზოდი შეუძლიათ ერთგვარ ნიმუშადაც კი გამოიყენონ და ყველას აჩვენონ: აი, რისთვის უნდა გააძევო ფეხბურთელი მოედნიდან! საბედნიეროდ, ტორესსა და „სუონსის“ ფეხბურთელ მარკ გოვერს შორის კონტაქტი ფაქტობრივად არ ყოფილა, რაც გოვერის დამსახურებაა - მან სწრაფად გაწია ფეხი.

მანჩესტერის „ეტიჰედ სთედიუმზე“ კი ჰოვარდ ვებმა საკმაოდ კარგად იმსაჯა. ის ყველა ღონეს ხმარობდა, რათა „მანჩესტერ სიტისა“ და „ევერტონის“ შეხვედრაში ტექნიკური ფეხბურთელები უხეშობისგან დაეცვა, თუმცა შეხვედრის ყველაზე დიდი უხეშობა ადექვატური რეაქციის გარეშე დარჩა. ლაპარაკია იმ ეპიზოდზე, როდესაც ლივერპულელმა ტიმ კეჰილმა ვენსან კომპანის წინააღმდეგ უხეშობა განიზრახა, რაც „სიტის“ მცველმა დროულად შეამჩნია, კეჰილს გაერიდა და დაშავებას გადარჩა, მაგრამ შემდეგ თავად მოტრიალდა და მეტოქეს ფეხი დააბიჯა.

ასეთი დანაშაულისთვის ვებს ულაპარაკოდ წითელი ბარათის ამოღება მართებდა და, ვფიქრობ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში, ეპიზოდს თუ განიხილავენ, კომპანის სამთამაშიანი დისკვალიფიკაცია არ აცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა