სანკტ პეტერბურგში ფრანგთა კარში ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გაიხსნა

სანკტ პეტერბურგში ფრანგთა კარში ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გაიხსნა, როცა მარცხნიდან დანკო ლაზოვიჩმა ჩააწოდა და თავით ალექსანდრ კერჟაკოვმა იყოჩაღა. "ზენიტის" ფანტასტიკურ სტარტს გოლთა წვიმა აღარ მოჰყოლია, "ოსერმა" მეტი აღარ გაუშვა და ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ბერნში 5-გოლიანი თრილერი გათამაშდა, შვეიცარიის ჩემპიონმა "იანგ ბოისმა" თითქმის სენსაცია მოახდინა - პირველ ნახევარ საათში მასპინძლები "ტოტენჰემს" 3:0-ს უგებდნენ, თუმცა პირველ ტაიმში ბასონგმა, მეორეში კი რუსმა პავლიუჩენკომ ლონდონელებს ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი შეუნარჩუნეს. აღსანიშნავია პავლიუჩენკოს ყუმბარისებული, აუღებელი დარტყმა.

ნორვეგიაში დანიის ჩემპიონ "კოპენჰაგენს" საპასუხო მატჩის წინ იმედი იესპერ გრონკიაერმა მისცა, ვეტერანმა დანიელმა მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე გაუტანა მასპინძლებს - 1:2. ათი კაცით მოთამაშე კიევის "დინამო" ვერ გაუმკლავდა "აიაქსს", საპასუხო მატჩის წინ ფავორიტი ჰოლანდიური გუნდია.ჩეხურ-სლოვაკური დერბი კი მოულოდნელად "ჟილინამ" მოიგო 2:0 და ფაქტობრივად ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდა.

ზენიტი (რუსეთი)-ოსერი (საფრანგეთი) 1:0

ზენიტი (4-3-3): მალაფეევი - ანიუკოვი, ბ. ალვეში, ლომბაერტსი, ჰუბოჩანი - სემაკი (90. ზირიანოვი), დენისოვი, შიროკოვი - ლაზოვიჩი (60. ჰუსტი), კერჟაკოვი (78. ბუხაროვი), დანი.

ოსერი (4-2-3-1): სორენი - ენგბარი, კულიბალი, მინიო, გრიხტინგი - პედრეტი, ნდინგა - ოლიეჩი (90. კერსია), ლე ტალეკი, ბირსა (70. კონტუტი) - იელენი.

გოლი: 1:0 კერჟაკოვი (3)

დინამო (უკრაინა)-აიაქსი (ჰოლანდია) 1:1

დინამო (4-2-3-1): კოვალი - ალმეიდა, ბეტაო, მიხალიკი, პოპოვი - ერიომენკო, ვუკოევიჩი - გუსევი (82. დ. სილვა), გარმაში, იარმოლენკო (70. ანდრე) - შევჩენკო (77. ელ კადური).

აიაქსი (4-3-3): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ოლეგერი, ვერტონგენი, ანიტა (61. სულეიმანი) - ენო (69. ერიკსენი), დე იონგი, დე ზეუვი - სუარესი, ელ ჰამდაუი, ემანუელსონი.

გოლები: 0:1 ვერტონგენი (57), 1:1 გუსევი (66)

გაძევება: გარმაში (56. დინამო)

როსენბორგი (ნორვეგია)-კოპენჰაგენი (დანია) 2:1

როსენბორგი (4-4-2): ორლუნდი - ლუსტიგი, სტადსგაარდი, დემიდოვი, დორსინი - სკიელბერდი, ანანი, ივერსენი (85. ვინსნესი), ჰენრიკსენი - ოლსენი (65. ბაკენგა), პრიკა.

კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - პოსპეხი, ზანკა, ანტონსონი, ვენდტი - კვისტი, კლაუდემირი, კრისტენსენი (67. ნორეგაარდი), ვინგაარდი (67. ბერგვოლდი) - ნდოიე, გრონკიაერი.

გოლები: 1:0 ივერსენი (23), 2:0 ჰენრიკსენი (57), 2:1 გრონკიაერი (84)

სპარტა (ჩეხეთი)-ჟილინა (სლოვაკეთი) 0:2

სპარტა (4-1-4-1): ბლაჟეკი - ბონდოა, რჟეპკა, ბრაბეცი, პამიჩი - ჰოჰენედერი - ჟოფჩაკი (77. ზემანი), კუჩკა, ვახუშეკი (90. იესლინეკი), ლაჩნი (68. ტრეშნიაკი) - კვეუკე.

ჟილინა (4-4-2): დუბრავკა - გულდანი, პიაჩეკი, პეჩალკა, მრაზი - რილკე (79. ჟოშაკი), ბელო, იეჟი, მაიტანი (87. პოლიაჩეკი) - სესეი (91. შურეკი), ორავეჩი.

გოლები: 0:1 სესეი (51), 0:2 ორავეჩი (73)

იანგ ბოისი (შვეიცარია)-ტოტენჰემი (ინგლისი) 3:2

იანგ ბოისი (4-2-3-1): ვოლფლი - სუტერი, აფოლტერი, ჯემალი, შპიხერი - ტ. დუბაი, ჰოხშტრასერი - დეგენი (90. რაიმონდი), კოსტანცო (65. შნეუვლი), ლულიჩი - ბიენვენუ.

ტოტენჰემი (4-4-2): გომეში - ჩორლუკა, ბასონგი, დოუსონი, ასუ-ეკოტო (36. ჰადლსტოუნი) - დოს სანტოსი, პალასიოსი, მოდრიჩი (46. კრანჩარი), ბეილი - დეფო (66. კინი), პავლიუჩენკო.

გოლები: 1:0 ლულიჩი (4), 2:0 ბიენვენუ (13), 3:0 ჰოხშტრასერი (28), 3:1 ბასონგი (42), 3:2 პავლიუჩენკო (83)

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა