უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ამ უქმეებზე საფეხბურთო პერიფერიებში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს ცალკე სტატიები მიუძღვნა
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ამ უქმეებზე საფეხბურთო პერიფერიებში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს ცალკე სტატიები მიუძღვნა.

ჯერ ისლანდიის ჩემპიონ "რეიკიავიკზე" ვილაპარაკებთ, ამავე რუბრიკით კი ცალკე შვედეთის ჩემპიონ "ჰელსინგბორგის" შესახებ მოგითხრობთ.

"რეიკიავიკი" ისლანდიის ჩემპიონი 25-ედ გახდა. მან ეს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოახერხა. ამრიგად, გუნდმა წელს დუბლი შეასრულა.

ისლანდიის თასი "რეიკიავიკმა" აგვისტოს შუა რიცხვებში მოიპოვა. "ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩემს კარიერაში, - განაცხადა გუნდის ყოფილმა კაპიტანმა რუნარ კრისტინსონმა, ამჟამად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვისაც წელს სადებიუტო სეზონი ჰქონდა ამ ამპლუაში.

- მიხარია, რომ მოვახერხე და გუნდს კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვებაში დავეხმარე. უბედნიერესი ადამიანი ვარ. განსაკუთრებით ვამაყობ ფეხბურთელებით, ხელმძღვანელობით და ასევე კლუბის მთელი პერსონალით. ეს ადამიანები ერთმანეთთან შეთანხმებით საერთო საქმეს აკეთებდნენ. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, რომელმაც ბრძოლას მთელი ძალები შეალია. მოწოდების სიმაღლეზე იყო ხელმძღვანელობაც".

"რეიკიავიკმა" ისლანდიის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. გუნდმა 21 მატჩიდან 13 მოგება მოიპოვა, 7 ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. "გუნდი ბოლო წლებში კარგ ფეხბურთს აჩვენებდა. მჯეროდა, რომ შეგვეძლო ტიტულების მოგება. იმედი მქონდა, რომ თასს შევწვდებოდით ან ჩემპიონატში გავიმარჯვებდით. ვიცოდი, ისიც რომ ორივე ტიტულისთვის ბრძოლის შანსიც გვქონდა," - განაცხადა იმავე კრისტინსონმა.

აღფრთოვანებულია მიღწეულით გუნდის კაპიტანი ბარნი გუდიონსიონიც: "ჩემი გრძნობების აღწერა ამ წუთას შეუძლებელია. ჩემპიონის ტიტულისკენ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიწევდით და როგორც იქნა მიზანს მივაღწიეთ".

ჰელსინგბორგი მეშვიდედ

"მალმიოს" გოლი ასე არასოდეს გაგვხარებია," - განაცხადა გულწრფელად "ჰელსინგბორგის" მეკარე პერ ჰანსონმა მას მერე, რაც აღნიშნულმა კლუბმა აიკ-ს 90-ე წუთზე გაუთანაბრა და შვედეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მის გუნდს ისტორიაში მე-7 საჩემპიონო ოქრო გაუნაღდა. "ჰელსინგბორგი" უკანასკნელად აღნიშნულ ტიტულს 1999 წელს ფლობდა და მაშინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედებმა "ინტერი" გამოაგდეს (1:0, 0:0).

იმისთვის, რომ "ჰელსინგბორგს" ჩემპიონობა გაენაღდებინა, საჭირო იყო, მას თავისი თამაში მოეგო, ხოლო "მალმიოს" ქულები დაეკარგა. ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა, როგორც საჭირო იყო. "მალმიოსთან" აიკ წინ 84-ე წუთზე გავიდა, თუმცა მატიას რანეგის ნაგვიანებმა გოლმა ყველაფერი თავის კალაპოტში დააბრუნა.

ამ გუნდის წარმატება მით უფრო აღსანიშნავია, რომ შუა სეზონში ის სამმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. შვედეთის ნაკრების ფეხბურთელებმა, მცველმა მარკუს ნილსონმა და ალექსანდრ გერნდტმა "უტრეხტს" მიაშურეს, თავდამსხმელმა რასმუს იუნსონმა კი თავი "ვოლფსბურგს" შეაფარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე