სერია A. ტურის შეჯამება: მილანურმა გრანდებმა პირველი გამარჯვებები მოიპოვეს და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესეს
მილანის, ინტერის და რომას პირველი გამარჯვებები

V ტურის მთავარი სათქმელი ის გახლავთ, რომ როგორც იქნა, მილანურმა გრანდებმა პირველი გამარჯვებები მოიპოვეს და ოდნავ გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა.

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში "ინტერი" რჩება, რომელიც ახალი მწვრთნელით დაუპირისპირდა "ბოლონიას" და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

კლაუდიო რანიერი მალევე გაერკვა ვითარებაში, ჯანპიერო გასპერინის ტაქტიკაზე უარი თქვა, გადააწყო გუნდი და შედეგიც მოიმკა. ზედიზედ მეორე შეხვედრაში ვერ მოიგო "ნაპოლიმ" და გულშემატკივრები მეტად გაანაწყენა - არადა, მილიონერთა ქალაქში მხურვალე ქომაგობა იციან და ტიფოზების განაწყენება არც თუ კარგი ამბავია.

"იუვენტუსი" უკეთესია, ვიდრე გასულ წელს, მაგრამ ხარვეზი და გამოსასწორებელი ჯერ კიდევ ბევრია. თუ გუნდს უმაღლესი მიზნებისთვის სურს ბრძოლა, "კატანიას" დარ გუნდებს გასვლაზე უნდა უგებდეს. როგორც იქნა, მოიგო "რომამ" და თანაც გასვლაზე, ემილიაში.

ტურის სიმბოლური ნაკრები

ცორვასი (პალერმო) - ვიტიელო (სიენა), ლუსიო (ინტერი), დანილო (უდინეზე), აგოსტინი (კალიარი) - ზეედორფი (მილანი), კრასიჩი (იუვენტუსი), ჩიგარინი (ატალანტა), კამბიასო (ინტერი) - კალაიო (სიენა), ოსვალდო (რომა).

როგორც წესი, ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი გამოკვეთილი თავდამსხმელია, თუმცა ამჯერად, 4-4-2 ტაქტიკა მივიღეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ ტურში ფორვარდებმა არც თუ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და უკეთესად შუა და უკანახაზელები წარმოჩინდნენ.

დაცვის ცენტრში ლუსიოს და დანილოს ვხედავთ, პირველმა შესანიშნავად შეასრულა უშუალო მოვალეობები და ყველა სიკეთესთან ერთად, გოლიც გაიტანა; მეორემ კი დაცვაში კარგი თამაშით დაგვამახსოვრა თავი და ესეც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ოთხი ნახევარმცველიდან სამმა გოლის გატანა მოახერხა - კრასიჩმა "კატანიას" გაუთანაბრა, ზეედორფმა "ჩეზენას" მიართვა გამარჯვების გოლი, ჩიგარინიმ კი "ნოვარასთან" გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა, რითაც გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. გოლი არ გაუტანია ესტებან კამბიასოს, მაგრამ ტრადიციულად თავი არ დაუზოგავს და პრესისგან უმაღლესი შეფასებები მიიღო.

თავდასხმას ვარსკვლავურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან ალონსოს და კალაიოს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი საიმისოდ, რომ მსოფლიო მასშტაბით გაითქვან სახელი. გასულ ტურში, ორივე მათგანი ბრწყინვალედ გაისარჯა და თავთავიანთი გუნდების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდეს.

თავად განსაჯეთ, "სიენამ" "ლეჩე" 3:0 დაამარცხა, ორი გოლით კი ტოსკანელებს სწორედ კალაიო შეეწია. რაც შეეხება ალონსოს, მან გამარჯვების გოლი გაუტანა "პარმას", რითაც "რომას" პირველი გამარჯვება განაპიროა მიმდინარე სეზონში.

ტურის გმირი

მართალია, "მილანმა" კინკილა გოლის წყალობით მოუგო "ჩეზენას" და მთლიანობაში, ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ იყო ერთი ფეხბურთელი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ უმაღლესი კლასის მოთამაშეა - ლაპარაკია კლარენს ზეედორფზე, რომელიც შეუდარებელი გახლდათ, მოედნის ცენტრს სრულად აკონტროლებდა, "მილანის" თითქმის ყველა შეტევას ის იწყდებდა და რაც მთავარია, გამარჯვების გოლი გაუტანა მეტოქეს..

ნამატჩევს, მასიმილიანო ალეგრის ტყუილად არ უთქვამს, რომ თუმცა, უმჯობესია "როსონერის" თავკაცის კომენტარს კვირის ფრაზაში გაეცნოთ, აქ კი თავად ჰოლანდიელ შუახაზელს მოვუსმინოთ:

"რთული თამაში იყო, რომელშიც უფრო ძლიერმა გაიმარჯვა. სეზონი გრძელია და თითოეულ შეხვედრაში თანაბრად კარგად ვერ ითამაშებ - მთავარია, რომ ქულები იმ მატჩებშიც სტაბილურად აგროვო, რომლებშიც არც თუ კარგად ირჯები. სწორედ ასე ყალიბდება საჩემპიონო მენტალიტეტი და ასე მოდის დიდი გამარჯვებები".

ტურის ფრაზა

მასიმილიანო ალეგრი (მილანის მთავარი მწვრთნელი): "ზეედორფი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ უკვე 35 წლის არის და ყველა შეხვედრას ერთნაირად მაღალ დონეზე ვერ ატარებს. თუ ეს შესაძლებელია, კარგი იქნება თუ მის რამდენიმე კლონს გავაკეთებთ".

ციფრები და ფაქტები

- კლაუდიო რანიერიმ სამწვრთნელო კარიერაში მეორედ მოიგო სადებიუტო შეხვედრა, პირველად ეს 2009 წელს მოხდა, როდესაც მისმა "რომამ" "სიენა" დაამარცხა 2:1;

- "ბოლონიას" "ინტერისთვის" 2002 წლის შემდეგ არ მოუგია, 2-ჯერ ფრედ ითამაშა, 13-ჯერ კი დამარცხდა;

- ლუსიომ დაახლოებით ერთწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა გოლი სერია A-ში, მისი ბოლო შედეგიანი დარტყმა 2010 წლის 16 სექტემბერზე მოდიოდა;

- "მილანმა" ზუსტად ისე დაიწყო ჩემპიონატი, როგორც წინა სეზონში: 4 თამაშში 5 ქულა; ამასთან, გუნდის წაუგებელი შეხვედრების რიცხვმა "სან სიროზე" 13-ს მიაღწია;

- "ნაპოლიმ" და "ფიორენტინამ" ზედიზედ მესამე შეხვედრა დაასრულეს ფრედ;

- პაოლო კანავარომ მე-200 შეხვედრა ჩაატარა "ნაპოლის" მაისურით;

- ალესანდრო გამბერინიმ მე-200 შეხვედრა ჩაატარა "ფიორენტინას" მაისურით;

- დანიელე კონტიმ მარიო ბრუნერის რეკორდი გაიმეორა "კალიარიში" ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით, მათ ანგარიშზე 328 შეხვედრაა;

- "კატანიას" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსი" 1964 წლის შემდეგ არ ჰყავს დამარცხებული;

- "იუვენტუსი" ლიდერობს იმ გუნდებს შორის, რომელთა რიგებშიც ყველაზე მეტმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი; ასეთი ტურინულ გრანდში შვიდია; შემდეგ მოდის "ნოვარა" (6 მოთამაშე) და "ინტერი" (5 მოთამაშე);

- "პალერმომ" პირველად დაასრულა შეხვედრა ნულოვანი ფრით ა.წ. იანვრის შემდეგ;

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beqa
ეჰ ბატონო ლაშა,ალონსო არ ქვია მაგას,რომას თავდამსხმელს...პაბლო დანიელ ოსვალდოა სრული სახელი,ლათინოამერიკული სერიალებიდან :D
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად