ფრანგმა ჩოგბურთელმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ მეცში საშინაო ტურნირზე კარიერაში მეექვსე ტიტული მოიპოვა
ჟო-ვილფრიდ ცონგამ მეცში საშინაო ტურნირზე კარიერაში მეექვსე ტიტული მოიპოვა, ამასთან, ფრანგისთვის ეს იყო პირველი ტრიუმფი ბოლო ორი წლის განმავლობაში.

ბუქარესტში კი გერმანელმა ფლორიან მაიერმა ATP-ის ტურში მეხუთე ფინალი ითამაშა და პირველ გამარჯვებას მიაღწია.

რა თქმა უნდა, მეცის ტურნირის ძირითად ბადეში ფრანგი ჩოგბურთელები ჭარბობდნენ, თუმცა ამჯერად განაცხადები არ შეიტანეს ბოლო ორი წლის ჩემპიონებმა - გაელ მონფილსმა და ჟილ სიმონმა.

ბადის ზედა ნაწილში ფავორიტად, რა თქმა უნდა, ცონგა მიიჩნეოდა, თუმცა მას დიდი ბრძოლა მოუხდა მეოთხედფინალში თანამემამულე ნიკოლა მაუსთან.

მატჩის ბედი მესამე სეტის ბოლოს გადაწყდა, როცა ჟომ ბრწყინვალე სტილში ჩაატარა ორი გეიმი და 7:5 მოიგო მესამე პარტია.

ცონგა ნახევარფინალში უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვზე გავიდა, რომელთანაც წელს ორჯერ წააგო - ავსტრალიის ღია პირველობაზე და მაიამის მასტერსზე. მაგრამ, ამჯერად, უფრო სწრაფი საფარი ფრანგისთვის მოხერხებული აღმოჩნდა. პირველ სეტში მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, ბოლოსკენ კი ცონგამ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება. მეორე პარტიაში ფრანგმა თავიდანვე მიიღო მცირე სათამაშო უპირატესობა და ამან საბოლოო ანგარიშში ჰპოვა ასახვა - 6:4, 6:4.

ბადის მეორე ნახევრიდან ფინალში ივან ლუბიჩიჩი გავიდა. გადამწყვეტ მატჩამდე ხორვატმა არა თუ სეტი, ერთი საკუთარი გეიმიც არ დაუთმო ნიკოლა რენავანს, იგორ სისლინგსა და ჟილ მიულერს.

მაგრამ ფინალი ისე დაიწყო, რომ თითქოს ცონგას იოლად უნდა მოეპოვებინა გამარჯვება. ფრანგმა პირველივე გეიმში ბრეიკი გააკეთა, რითაც ლუბიჩიჩის ბრწყინვალე სერია შეწყვიტა.

ცონგამ ეს არ იკმარა და 4:2-ზე კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება. თანაც მასპინძელი ძალიან კარგ ჩოგბურთს აჩვენებდა და მუდმივად უგებდა მეტოქეს უკანა ხაზზე გათამაშებებს. თუმცა ჟომ სეტზე ერთი ჩაწოდება მაინც წააგო, მაგრამ იქვე მესამე ბრეიკი გააკეთა - 6:3.

ცონგა მეორე პარტიაშიც მალე დაწინაურდა, მაგრამ მალე მის თამაშში სერიოზული ჩავარდნა დაიწყო. ლუბიჩიჩმა ეს იგრძნო და ინიციატივის მოპოვება სცადა, რაც, საბოლოოდ, სეტის ტაი-ბრეიკზე მოგებაში გამოიხატა. მაგრამ მესამე პარტიაში ცონგა დროულად მოვიდა გონს და დაიბრუნა სათამაშო უპირატესობა.

ლუბიჩიჩის პირველი მოწოდების პროცენტი მკვეთრად დაეცა, გარდა ამისა, გახშირდა ორმაგი შეცდომები. სწორედ ივანის მეხუთე ორმაგის შემდეგ დასრულდა ფინალი. ფრანგისთვის ეს გახდა მეექვსე ტიტული კარიერაში და პირველი ბოლო ორი წლის განმავლობაში.

წელს ცონგამ ორი ფინალი ითამაშა - როტერდამსა და ლონდონში. პირველ შემთხვევაში რობინ სიოდერლინგთან წააგო, მეორეში - ენდი მიურეისთან. ამ მოგებით ფრანგმა რეიტინგის მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც 2009 წლის შემოდგომის შემდეგ არ მომხდარა.

ბუქარესტში ხუან-იგნასიო ჩელა იცავდა ტიტულს, მაგრამ ამაში ხელი ესპანელმა პაბლო ანდუხარმა შეუშალა, რომელმაც ორ სეტში მოუგო არგენტინელს.

მეორე ფინალისტი მეორე ნომრად განთესილი ფლორიან მაიერი გახდა. გერმანელმა საკმაოდ დამაჯერებლად გაიარა ეს გზა - მხოლოდ ერთი სეტი წააგო, თუმცა "მშრალი" ანგარიშით.

საინტერესოა, რომ აქამდე მაიერი ოთხჯერ იყო გასული ფინალში, მაგრამ ტიტული მოპოვებული არ ჰქონდა. მაგრამ ამჯერად, ფლორიანი მეტოქეზე გაცილებით ძლიერად გამოიყურებოდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა - 6:3, 6:1, რითაც ესპანელს შარშან ბუქარესტში წაგებისთვის რევანში აუღო. რაც შეეხება ანდუხარს, მისთვის ეს მესამე ფინალი იყო სეზონში. მანამდე მან კასაბლანკაში გაიმარჯვა და შტუტგარტში წააგო გადამწყვეტი მატჩი.

ATP

Open de Moselle

მეცი (საფრანგეთი). ჰარდი

ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 1)-ივან ლუბიჩიჩი (ხორ, 4) 6:3. 6:7(4), 6:3.

Open Romania

ბუქარესტი (რუმინეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 422 950 ევრო

ფლორიან მაიერი (გერ, 2)-პაბლო ანდუხარი (ესპ, 4) 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა