შანელ სხეპერსმა გუანგჯოუში გაიმარჯვა და სამხრეთ აფრიკას 2003 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოუტანა
კაცების მსგავსად, ორ ტურნირში გაარკვიეს ურთიერთობა ქალებმა. შანელ სხეპერსმა გუანგჯოუში გაიმარჯვა და სამხრეთ აფრიკას 2003 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოუტანა. სეულის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა ესპანელი მარია-ხოსე მარტინეს-სანჩესი.

"პრემიერ" კატეგორიის ტურნირების წინ WTA-ის წამყვანმა ჩოგბურთელებმა დასვენება გადაწყვიტეს, ამიტომაც გუანგჯოუსა და სეულის ტურნირთა ბადეები მოკრძალებული შემადგენლობისა იყო, ხოლო საუკეთესო ოცდაათეულის იმ წევრებმა, რომლებმაც ამ ტურნირზე გამოსვლა მაინც გადაწყვიტეს, განსაკუთრებულ წარმატებებს ვერ მიაწიეს.

ასე მაგალითად, იტალიელმა ფრანჩესკა სკიავონემ სეულის ტურნირის ორგანიზატორებს უაილდ-ქარდი სთხოვა და მიიღო კიდეც, მაგრამ როლან გაროსის შარშანდელმა ჩემპიონმა პირველივე წრეში შეირცხვინა თავი - ორ სეტში წააგო ვერა დუშევინასთან - 6:7, 2:6. ამის შემდეგ იტალიელმა გამოაცხადა, რომ ავადმყოფობის გამო ტოკიოში არ წავიდოდა სათამაშოდ.

მარიონ ბარტოლიც უაილდ-ქარდის მეშვეობით მოხვდა სეულში, მაგრამ ისიც დიდი ხნით ვერ შერჩა ტურნირს. პირველ წრეში ესპანელი ნურია ლაგოსტერა-ვივესის დამარცხების შემდეგ, მეორეში ფრანგმა ამერიკელ ვანია კინგთან წააგო. სხვათა შორის ამ უკანასკნელმა კარიერაში პირველად დაამარცხა რეიტინგის პირველი ათეულის წარმომადგენელი.

შორს გასვლა ვერ მოახერხეს მესამე და მეოთხე ნომრებმა - იულია გორჯესმა და დომინიკა ციბულკოვამ. მეოთხედფინალში სლოვაკმა პოლონა ჰერცოგთან წააგო, გერმანელმა - მარტინეს-სანჩესთან, რომელიც, საბოლოოდ, ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალში ესპანელმა ორი ტაი-ბრეიკი მოუგო გალინა ვოსკობოევას, რომელიც რეიტინგში საკუთარ პოზიციებს თანდათან აუმჯობესებს.

გუანგჯოუში პარალელურად მიმდინარე ტურნირზე არ გაუმართლა პირველ ნომრად განთესილ ფავორიტს მარია კირილენკოს. მან დამაჯერებლად მიაღწია ნახევარფინალურ ეტაპს, მაგრამ უფრო შორს ვეღარ წავიდა. თითქოს რუსს არ უნდა გასჭირვებოდა სხეპერსის დამარცხება, რომელმაც წინა ეტაპებზე ყველა მატჩი სამ სეტში მოიგო, მათ შორის, სამსაათიანი მარათონი მეოთხედფინალში ურსულა რადვანსკასთან.

გადამწყვეტ სეტში კირილენკო 4:1-ს იგებდა, მაგრამ მოულოდნელად ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო. საბოლოოდ, შანელმა სამ საათსა და 24 წუთში გაიმარჯვა და კარიერაში პირველად ფინალში გავიდა, სადაც მოულოდნელად ძალიან იოლად გაუსწორდა მაგდალენა რიბარიკოვას - 6:2, 6:2. სხეპერსი 2003 წლის შემდეგ პირველი სამხრეთარიკელი ქალია, ვინც WTA-ის ტურნირი მოიგო.

სხვათა შორის სხეპერსი ამ სეზონში მერვე ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც ტურნირის მსვლელობისას მატჩბოლი მოიგერია და შემდეგ ტიტული მოიგო.

სამხრეთაფრიკელი ახლოს იყო წაგებასთან სუ-ვეი ჰსიესთან მეორე წრის შეხვედრაში.

WTA

Korea Open

სეული (ს. კორეა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მარია-ხოსე მარტინეს-სანჩესი (ესპ, 6)-გალინა ვოსკობოევა (ყაზ) 7:6(0), 7:6(2).

Women's Open

გუანგჯოუ (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

შანელ სხეპერსი (ს. აფრ, 7)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ, 8) 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?