"კანტუს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 2 ქულა წერია, "ვარეზენიუსში" კი - 13
ვინც გუშინდელ ნომერში საკალათბურთო გვერდი წაიკითხა, ემახსოვრება, რომ მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" ლომბარდიის თასის ნახევარფინალში "მონფერატო" დაამარცხა.

როგორც წესი, ნახევარფინალს ფინალი მოსდევს. დღეს ფინალურ შეხვედრაზე მოგითხრობთ. წინასწარ გეტყვით, რომ "კანტუმ" "ვარეზეს" დამაჯერებლად მოუგო - 78:66. მარკოიშვილმა კი...

რამდენი ქულა ჩააგდო მანუმ? ყველაზე მეტად ქართველებს ეს გვაინტერესებს, თუმცა ორ სხვადასხვა საიტზე დამაბნეველი პასუხია: "კანტუს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე მანუჩარის ანგარიშზე 2 ქულა წერია, "ვარეზენიუსში" კი - 13. სიტუაციაში გასარკვევად საჭირიოა მატჩის მიმოხილვის თავიდან ბოლოდე გადაკითხვა. "ვარეზენიუსში" გამოქვეყნებულ ფინალის განხილვაში ქართული გვარი არ გვხვდება. სამაგიეროდ, "კანტუს" საიტზე დაბეჭდილ მიმოხილვაში სამგანაა მარკოიშვილი ნახსენები. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით:

"კანტუელებმა ფინალური მატჩი ეფექტურად დაიწყეს, 14:4 დაწინაურდნენ. ვარეზელთა ლიდერმა ჰარტმა სხვაობის შემცირება სცადა, თუმცა მარკოიშვილმა ამის უფლება არ მისცა და პირველი მეოთხედი "კანტუმ" 10 ქულით მოიგო - 21:11.

სტაბილური თამაშით ანდრეა ტრინჩიერის შეგირდები 30 წუთის განმავლობაში მცირე უპირატესობას ინარჩუნებდნენ, მეოთხე პერიოდის დასაწყისს 6-ქულიანი ფორით შეხვდნენ (56:50).

ასეთი სხვაობა "კანტუს" კალათბურთელებს დამშვიდების საშუალებას არ აძლევდა. ამიტომაც, მანუჩარ მარკოიშვილმა მეოთხედის საწყის 3 წუთში 7 ქულა ჩააგდო და თანაგუნდელები 69:58 დააწინაურა. ამას მოჰყვა მაზარინოსა და იმავე მანუს სამქულიანები და ანგარიშში სხვაობამ 16 ქულა შეადგინა (74:58)..."

აქ ყველაფერი დასრულდა. როგორც ვთქვით, "კანტუმ" 78:66 იმარჯვა. მიმოხილვის წაკითხვის შემდეგ იოლი მისახვედრია, რომ მანუჩარი მატჩს 2 ქულით ვერ დაასრულებდა. მის ანგარიშზე 13 ქულა იყო. მაზარინომ 15 ქულა მიითვალა, ხოლო მიკოვმა - 17.

კანტუელები შაბათამდე მხოლოდ ვარჯიშით იქნებიან დაკავებულები, რადგან 1 ოქტომბერს საპასუხისმგებლო მატჩი ელით: იტალიის ჩემპიონ "მონტეპასკის" სუპერთასისთვის უნდა შეებნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა