ქუთაისში "ტორპედოსთან" უგოლო ფრის შემდეგ "ლელოს" აცნობეს, ზუგდიდის "ბაიას" მთავარი მწვრთნელის მოხსნას აპირებენო
ქუთაისში "ტორპედოსთან" უგოლო ფრის შემდეგ "ლელოს" აცნობეს, ზუგდიდის "ბაიას" მთავარი მწვრთნელის, ელგუჯა ქომეთიანის მოხსნას აპირებენო. ეს თავად ფეხბურთელებმა გაგვანდეს, რომლებიც მწვრთნელს გვერდში დაუდგნენ.

მათთვის, ისევე, როგორც ჩვენთვის, უცნობი იყო, ვის ნიშნავდნენ ქომეთიანის ნაცვლად. თანაც, მათ უკმაყოფილებას იწვევდა არა თავისთავად ახალი კანდიდატი, არამედ იმ კაცის გაშვების სურვილი, რომელსაც გუნდის წლევანდელი წარმატება უკავშირდება.

"ლელო" უკვე წერდა, რომ ამ ინფორმაციის დაჯერება ჭირდა - მიუხედავად იმისა, რომ "ბაიას", ფაქტობრივად, შეკრება არ გაუვლია, ქომეთიანის გაწვრთნილები წლეულს ბევრად მდიდარ და ნაპატრონებ გუნდებს უსწრებენ და პირობების გათვალისწინებით, "ბაიასთვის" მესამე ადგილი ნამდვილად წარმატებაა.

გუშინ კი შევიტყვეთ, რომ "ბაიას" მოთამაშეებმა საგანგებო თათბირი გამართეს და მთავარ მწვრთნელს თანადგომა გამოუცხადეს, მათ აზრს კი კლუბის ხელმძღვანელობა დაეთანხმა. ამასთან, ფეხბურთელებს არც ის დაუმალავთ, რომ მწვრთნელის მიმართ არსებული პრეტენზიები მათი ბრალიც არის. საქმე ისაა, რომ ქომეთიანს არა სპორტულ შედეგებს, არამედ გუნდში დისციპლინის შესუსტებას საყვედურობდნენ.

ბაიელთა უმეტესობა ქომეთიანის ხელში გაიზარდა და მათ შვილებივით ექცეოდა, რითაც ზოგიერთმა არც თუ სინდისიერად ისარგებლა. მწვრთნელი კი მათ დასჯას მამაშვილურად დალაპარაკებას ამჯობინებდა. სხვათა შორის, თავადაც უთქვამს, ამ ბიჭებს ჩემზე მკაცრი მწვრთნელი სჭირდებათო, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ ლმობიერმა კაცმა მოუნახა "ბაიას" გასაღები.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თავად ფეხბურთელებმა მოილაპარაკეს დისციპლინის დამრღვევთა დასჯისა და მწვრთნელის თანადგომის თაობაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის