გუშინ საქართველოს სუპერლიგის ძალოვანთა კლუბ "არმიას" შემადგენლობაში უკვე მეხუთე ლეგიონერი პუერტორიკელი კალათბურთელი ჩაირიცხა
სუპერლიგის კლუბ "არმიას" მეხუთე ლეგიონერი ჰყავს. გუშინ ძალოვანთა შემადგენლობაში გილერმო დიასი ჩაირიცხა. იგი გუნდს საქართველოს ჩემპიონატსა და ევროჩელენჯის გათამაშებაში დაეხმარება.

პუერტო რიკოელი დიასი 26 წლის, 188 სმ სიმაღლის უკანახაზელია, საინტერესო კარიერა აქვს: 2008 წელს NBA-ს დრაფტის მეორე წრეში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" აირჩია. თუმცა ამერიკაში დიდი ხნით არ დარჩენილა, ევროპისკენ გამოემგზავრა და არა ერთი ქვეყანა მოიარა. ბოლო სეზონში გილერმო იტალიის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "პესაროსა" და პუერტო რიკოს "არეჩიბოში" გამოდიოდა.

უფრო დაწვრილებით გილერმო დიასის კარიერის შესახებ დოსიედან შეიტყობთ. აქ კი შეგახსენებთ, რომ არმიელები თბილისში ემზადებიან და მალე უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრებიან. ისინი ევროჩელენჯზე ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვებიან, გერმანულ "გოტინგენთან", ჰოლანდიურ "ლეიდენთან" და "ბეშიქთაში"-"მონსს" შორის გამარჯვებულთან მოუწევთ ბრძოლა. მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა.

დოსიე

გილერმო დიასი

(პუერტო რიკო)

დაიბადა: 04.03.1985

სიმაღლე: 188 სმ

წონა: 84 კგ

ამპლუა: უკანახაზელი

კარიერა

2006 ნიმბურკი (ჩეხეთი)

2007 ოლიმპიადა პეტრა (საბერძნეთი)

2007-08 ანაჰაიმი (აშშ)

2008 კლიპერსი (აშშ)

2008-09 კასერტა (იტალია)

2009-10 ბიელა (იტალია)

2010 არეჩიბო (პუერტო რიკო)

2011 პესარო (იტალია)

მიღწევები

2011 პუერტო რიკოს ჩემპიონატის ფინელების საუკეთესო კალათბურთელი.

2009 ამერიკის ვიცე ჩემპიონი (პუერტო რიკოს ნაკრებთან ერთად)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად