უეინ ბარნსი სკანდალურად ცნობილი არბიტრია, მის "ნამუსზე" ბევრი გამწარებული გუნდია, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც
მსოფლიოს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ფავორიტებმა მოსაგები მოიგეს, თუმცა ეს ყველას მხოლოდ პატიოსანი გარჯის ხარჯზე არ მიუღწევია. რამდენიმე მატჩის საბოლოო ანგარიშზე მსაჯებმა, უფრო სწორად კი მათმა შეცდომებმა, უშუალოდ იქონიეს გავლენა.

ყველაზე ახალი, თუ შეიძლება ითქვას, სკანდალი, B ჯგუფის ცენტრალურ მატჩში, არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებისას მოხდა. თამაშის დასრულებას აღარაფერი აკლდა, "პუმები" მინიმალური სხვაობით იგებდნენ. "სკოტები" მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში მიძალებით ცდილობდნენ ჩათვლის მოედანში შეღწევას.

არგენტინელთა დაცვას რომ ვერაფერი დააკლეს, ბურთი უკან დენ პარქსს გაუტანეს არეკნის დასარტყმელად, თუმცა მას ლამის ფეხზე "დააჯდა" ფელიპე კონტეპომი, რომელმაც, როგორც განმეორებისას გამოჩნდა, თამაშგარე მდგომარეობიდან ითამაშა.

მატჩის არბიტრმა, ინგლისელმა უენ ბარნსმა, იმის მაგივრად, რომ "სკოტების" სასრგებლოდ ჯარიმა დაენიშნა, არგენტინელებს 22-მეტრიანი ზონიდან თავისუფალი დარტყმის საშუალება მისცა. რომ არა ბარნსის ეს შეცდომა, ცხადია, მოედანზე მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა.

თავად კონტეპომიმ ამ ეპიზოდზე თქვა:

"მისთვის (უეინ ბარნსისთვის) ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება. ის ზურგით იდგა და ვერ მხედავდა".

ვფიქრობთ, ეს კონტეპომის "აღიარებითი ჩვენებაა".

უეინ ბარნსი სკანდალურად ცნობილი არბიტრია, მის "ნამუსზე" ბევრი გამწარებული გუნდია, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც. ინგლისელმა, რომელსაც, რატომღაც IRB-ში კარგი რეპუტაცია აქვს, "ბორჯღალოსნებს" 2006 წლის ოქტომბერში, ბუქარსეტში მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მატჩში უმსაჯა. იმ მატჩზე თავად გახლდით და დღემდე ძალიან მწარედ მახსენდება.

ასევე ცუდად ახსოვთ ბარნსი ახლზელანდიელებსაც 2007 წლის მსოფლიოს თასზე საფრანგეთის ნაკრებთან მეოთხედფინალში წაგების გამო.

მოდით, ახლა ახალზელანდიელებზეც ვთქვათ, უფრო ზუსტად კი შაბათს იმავე ფრანგებთან გამართულ შეხვედრაზე. თამაშის საწყისი ათი წუთი აშკარად "ლე ბლოსი" იყო. ერთ-ერთ ეპიზოდში, ფრანგთა ქართული წარმოშობის ცხრა ნოიმერმა დიმიტრი იაშვილმა ბურთი ფეხით მარცხენა ფრთაზე გარემარბ მაქსიმ მედარს გადაუკიდა.

ამან, ლელოდან ორიოდ მეტრში შეძლო მაღალ ნახტომში ბურთის დაჭერა, მაგრამ მეტოქემ ჰაერშივე მოცელა. ცხადია, მსაჯს, ირლანდიელ ალან როლანს, რომელსაც ასევე ხშირად განუსჯია "ბორჯღალოსანთა" შეხვედრები, ჯარიმა უნდა დაეფიქსირებინა და რადგან ეს ბოლო იმედის იყო, საჯარიმო ლელოც ფრანგებისთვის უნდა მიეკუთვნებინა. მაგრამ არბიტს მსგავსი რამ აზრადაც არ მოსვლია. რადგან ძირს დანარცხებულ მედარს ბურთი ხელიდან გაუვარდა "ოლ ბელქსის" სასარგებლოდ შერკინება დანიშნა.

მანმადე კი, რამდენიმე წუთით ადრე, მარჯვენა ფრთაზე შეტევა მგეზავმა მორგან პარამ 22-მეტრიან ზონაში ფეხის შეცურებით განავითარა, თუმცა სანამ ბურთს მიჰყვებოდა, მეტოქემ უმოწყალოდ დასცა. უბურთოზე თამაშის გამო არბიტრსაქაც საჯარიმო უნდა დაენიშნა, მაგრამ...

ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა ანგარიში ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი. მერე რა მოხდა და როგორ მოიგეს მასპინძლებმა, ამის მოყოლას არ შევუდეგბი. იმედია, ზემოთ ნაამბობთან ერთად "ოლ ბლექსის" მორაგბეთა შესანიშნავი ლელოებიც ნახეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...