არგენტინის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ტრიუმფით ჩაატარა, სამივე თამაში ფაქტობრივად უპრობლემოდ მოიგო და მერვედფინალს მსოფლიოს ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტის რანგში ხვდება. პლეი ოფის პირველ ეტაპზე კი, დიეგო მარადონას გუნდის მეტოქე მექსიკის ნაკრებია - "ალბისელესტე" მექსიკას ხვალ საღამოს, იოჰანესბურგში დაუპირისპირდება...

27 ივნისი. იოჰანესბურგი. სოკერ სიტი. 22:30

არგენტინა-მექსიკა

სავარაუდო შემადგენლობები

არგენტინა (4-1-2-1-2): რომერო - გუტიერესი, დემიკელისი, სამუელი, ჰაინცე - მასკერანო - ვერონი, დი მარია - მესი - იგუაინი, ტევესი.

მექსიკა (4-1-2-2-1): პერესი - ოსორიო, როდრიგესი, მორენო, სალსიდო - მარკესი - ხუარესი, ტორადო - დოს სანტოსი - ველა, ფრანკო.

არბიტრი: რობერტო როზეტი (იტალია)

არგენტინის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ტრიუმფით ჩაატარა, სამივე თამაში ფაქტობრივად უპრობლემოდ მოიგო და მერვედფინალს მსოფლიოს ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტის რანგში ხვდება. პლეი ოფის პირველ ეტაპზე კი, დიეგო მარადონას გუნდის მეტოქე მექსიკის ნაკრებია - "ალბისელესტე" მექსიკას ხვალ საღამოს, იოჰანესბურგში დაუპირისპირდება.

მარადონასთვის მთავარი ის არის, რომ მას ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს და მექსიკასთან, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობის გაყვანა შეუძლია. წამყვანი ნახევარმცველი ხუან სებასტიან ვერონი და დაცვის ბურჯი ვალტერ სამუელი საბოლოოდ გამოჯანმრთელდნენ, ჯგუფურ ეტაპზე ბევრჯერ გაკრიტიკებულმა, მარადონას ერთ-ერთმა "უსაყვარლესმა" ფეხბურთელმა ხონას გუტიერესმა კი დისკვალიფიკაცია მოიხადა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ხვალ კვლავ ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.

მარადონა ტაქტიკურ სქემას ალბათ არ შეცვლის და ისევ 4-1-2-1-2-ით ითამაშებს, სადაც რომბისებულ ნახევარდაცვაში, ნახევრად მემარჯვენე ვერონი საყრდენ ხავიერ მასკერანოს აქტიურად მიეხმარება და ამით არგენტინელთა ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე შექმნილ სიცარიელეს ხან გუტიერესი (უკნიდან) შეავსებს, ხანაც რომელიმე თავდამსხმელი (უმეტესად ტევესი).

ჯგუფურ ეტაპზე მთელი არგენტინა ამაოდ ელოდა ლიონელ მესის გოლს. "ალბისელესტეს" ათიანი საკმაოდ კარგ ფორმაშია და მას ცუდად თამაშს ვერავინ დააბრალებს, მაგრამ სამი თამაშის შემდეგ, ლეოს არცერთი გოლი არ აქვს გატანილი, რაც ბევრი ექსპერტის აზრით, პრობლემაა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მარადონამ ხუთშაბათს თქვა, მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ და თუ უნდა, მესი ერთ გოლსაც ნუ გაიტანსო. იგივე აზრისაა თვითონ მესიც. სამაგიეროდ, გონსალო იგუაინი მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძვის - მას სლოვაკ რობერტ ვიტეკთან ერთად, სამი გოლი აქვს გატანილი.

მექსიკის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ვერაფრით გაგვაოცა, გარდა იმისა, რომ საფრანგეთს მოუგო, რაც გახდა კიდეც იმის საწინდარი, რომ მექსიკელები ჯგუფიდან გასულიყვნენ. სხვამხრივ, მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან ფრით (1:1) დაიწყეს, მერე საშინელ საფრანგეთს მოუგეს (2:0), ბოლო ტურში კი ჯგუფის ლიდერ ურუგვაისთან დამარცხდნენ (0:1) და სამხრეთ აფრიკასთან ერთად, 4 ქულას მოუყარეს თავი. ჯგუფიდან კი იმიტომ გავიდნენ, რომ მასპინძლებს ბურთების უკეთესი შეფარდების გამო აჯობეს.

თუმცა ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ არგენტინელებს ხვალ იოლი გასეირნება ელით. მექსიკა კერკეტი კაკალია, რაც ამ გუნდს არაერთხელ დაუმტკიცებია და თანაც, რამდენიმე ძალიან კარგი და საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს. მაგალითად, ჯოვანი დოს სანტოსი, რომელიც მექსიკის ნაკრების გამთამაშებელი და დირიჟორია. აღსანიშნავია ისიც, რომ მექსიკაც 4-4-2-ს თამაშობს, რომბისებული ნახევარდაცვით - ანუ, ზუსტად ისე, როგორც არგენტინა.

მექსიკელებისთვის სასიამოვნო ინფორმაციაა ის, რომ მათი წამყვანი თავდამსხმელი კარლოს ველა გამოჯანმრთელდა და ხვალ მოედანზე გასვლა შეუძლია. ეს უკანასკნელი საფრანგეთთან შეხვედრაში დაშავდა და ურუგვაისთან ვეღარ ითამაშა, ახლა კი მწყობრშია.

მექსიკის ნაკრებს რევანში სწყურია! შეგახსენებთ, რომ არგენტინა და მექსიკა ერთმანეთს 2006 წლის მუნდიალის მერვედფინალშიც შეხვდნენ. ლაიპციგში გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა (გოლები: მარკესი, კრესპო) და არგენტინამ მაქსი როდრიგესის მიერ 98-ე წუთზე, ანუ, პირველ დამატებულ ტაიმში გატანილი გოლით მოიგო.

გოტფრიდ ლენცი

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია