„არსენალისა“ და არსენ ვენგერის აწეწილი საქმეები კიდევ უფრო აიწეწა - 19 წლის ჯეკ უილშირს ოპერაციის შემდეგ ხუთთვიანი დასვენება მოუწევს
„არსენალისა“ და მისი თავკაცის, არსენ ვენგერის აწეწილი საქმეები კიდევ უფრო აიწეწა - 19 წლის ინგლისელ ნახევარმცველ ჯეკ უილშირს ოპერაციის შემდეგ ხუთთვიანი დასვენება მოუწევს. უილშირმა მარჯვენა მუხლი სეზონის წინ, მოსამზადებელ პერიოდში იტკინა. ახლა მას თებერვლამდე დრო გამოჯანმრთელებისთვის სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა პრემიერლიგისა, ვერც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

უილშირის ოპერაცია სერიოზული დარტყმა იყო ინგლისის ნაკრების თავკაც ფაბიო კაპელოსთვისაც. ახლოვდება ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი, სადაც, იტალიელ მწვრთნელს, ნახევარდაცვის უილშირის გარშემო აწყობა ჰქონდა ჩაფიქრებული. რასაკვირველია, კაპელოს კიდევ შეუძლია ხორცი შეასხას თავის ჩანაფიქრს, მაგრამ ამისათვის გაზაფხულს უნდა დაელოდოს, როდესაც არსენალელი არა მხოლოდ გამოჯანმრთელდება, არამედ კარგ ფორმაშიც შევა. როგორც ხედავთ, საქმე მოსწრებაზეა და ინგლისის ნაკრების თავკაცს ვერავინ ვერაფრის გარანტიას ვერ მისცემს.

ზემოთ ვახსენეთ, რომ უილშირმა ფეხი ზაფხულზე, მოსამზადებელ პერიოდში იტკინა, თუმცა პრობლემამ თავი პირველად ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებთა 2:2 დამთავრებული შეხვედრის დროს იჩინა. ამასთან, ბედის ირონიაა, რომ „არსენალმა“ ყველა ღონე იხმარა, რათა უილშირი სტიუარტ პირსის გუნდის ანუ 21 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონატზე არ გამგზავრებულიყო. კლუბი ვარაუდობდა, რომ დასვენება ნახევარმცველს ტრავმებისგან დაიცავდა, მაგრამ მოხდა საპირისპირო რამ - ფეხბურთელმა ივნისის ბოლოს სწორედ კლუბის შემადგენლობაში, ამხანაგური თამაშის დროს მიიღო ტრავმა. ოპერაციის შემდეგ „არსენალის“ სამედიცინო პერსონალი იმედოვნებდა, რომ ყმაწვილი ვარსკვლავი დამცავი ფეხსაცმლის დახმარებით შობამდე დაუბრუნდებოდა მოედანს, მაგრამ საფუძვლიანმა შემოწმებამ აჩვენა, რომ უილშირს ხანგრძლივი დასვენება და რეაბილიტაცია სჭირდება.

„მეთოფეთა“ ოფიციალურ განცხადებაში წერია: „მსოფლიოში სახელგანთქმული ორი ქირურგის ძალისხმევით, ჯეკ უილშირმა მარჯვენა მუხლის ოპერაცია წარმატებით გაიკეთა. ოპერაციის შემდგომი შემოწმებები ადასტურებს, რომ ყველაფერი რიგზეა და ახლა უილშირს ოთხ-ხუთთვიანი დასვენება სჭირდება“.

ისე როგორ იქნებოდა, თავად უილშირსაც არ გაეზიარებინა ფანებისთვის თავისი გრძნობა და აზრი სოციალური ქსელის, „ტვიტერის“ დახმარებით ვარსკვლავმა დაწერა:

„გავიკეთე ოპერაცია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თავს კარგად ვგრძნობ. ექიმები ერთი ღამით საავადმყოფოში მტოვებენ, რათა მათი ზედამხედველობის ქვეშ ვიყო. სხვა მხრივ ყველაფერი ჩინებულად არის“.

უილშირის ამ სიტყვებზე ინგლისურ გაზეთებს, რასაკვირველია, ერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ. მათ დაწერეს, რომ ფეხბურთელისთვის შესაძლოა ყველაფერი შესანიშნავადაც არის, მაგრამ „არსენალის“ თავკაცს ცუდად აქვს საქმე. ზაფხულზე „მეთოფეებმა“ სესკ ფაბრეგასი და სამირ ნასრი გაყიდეს, ბოლო ტურში, „მეთოფეთა“ მაისურით, მე-100 გოლის გატანის შემდეგ კი რობინ ვან პერსიმაც შემაშფოთებელი რამ განაცხადა - „არსენალთან“ ახალი ხელსეკრულება შეიძლება არც გავაფორმოო. აი, ასეთ მდგომარეობას დაემატა ცნობა უილშირის ხუთთვიანი რეაბილიტაციის შესახებ. ერთადერთი დადებითი ინფორმაცია ის გახლავთ, რომ თეო უოლკოტი ითამაშებს, როგორც საფრანგეთის ჩემპიონ „ოლიმპიაკოსთან“, ასევე „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ ჩრდილოლონდონურ დერბიში. უოლკოტს „ბოლტონთან“ 3:0 მოგებული მატჩის მიწურულს მოედნის კიდესთან სამედიცინო დახმარება დასჭირდა და ექიმები შიშობდნენ, რომ მას უახლოესი შეხვედრების გამოტოვება დასჭირვებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის