ეროვნულ გუნდს ლევან მჭედლიძე, დავით დევდარიანი და ალექსანდრე კვახაძე უბრუნდებიან, დებიუტანტი კონსტანტინე სეფიაშვილია
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - თემურ ქეცბაიამ "ჯვაროსნების" ის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც საბერძნეთთან, ევროშესარჩევის მატჩისთვის მოემზადება.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"), კონსტანტინე სეფიაშვილი ("გაგრა")

მცველები: კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისპორი", თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), აკაკი ხუბუტია ("სამსუნსპორი", თურქეთი), უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), ალექსანდრე კვახაძე ("მეტალურგი", რუსთავი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ჯაბა კანკავა ("კრივბასი", უკრაინა), დავით თარგამაძე ("ოლექსანდრია", უკრაინა), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), ალექსანდრე გურული ("კარპატი", უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), დავით დევდარიანი ("ორჰუსი", დანია)

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), ვლადიმერ დვალიშვილი ("მაქაბი" ჰაიფა, ისრაელი), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი), სანდრო კობახიძე ("არსენალი" კიევი, უკრაინა), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია)

ნაკრებში ერთი დებიუტანტია - საფეხბურთო კლუბ "გაგრას" გოლკიპერი კოკა სეფიაშვილი. ხანგრძლივი პაუზების შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი კვლავ მიეცათ ალექსანდრე კვახაძეს, დავით დევდარიანსა და ლევან მჭედლიძეს. კვახაძეს და დევდარიანს ეროვნულ გუნდში 2009 წლის სექტემბრის შემდეგ აღარ უთამაშიათ. ლევან მჭედლიძე კი, 2009 წლის მარტის შემდეგ აღარ გამოჩენილა ეროვნულში.

"ჯვარისნები" შეკრებას 3 სექტემბერს, დიღომში, საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე დაიწყებენ.

სფფ-ის პრესსამსახური

eddy
ვის წაიყვანს და ვის ათამაშებს ქეცბაიას გადასაწყვეტია. ერტადერთი მთავარი რაც მოეთხოვება მთავარ მწვრთნელს არის ის რომ აიგოს თავის თავზე პასუხისმგებლობა ტავის არჩევანზე. სიტყვები: "მე ვარსკვლავები არ მყავსო" და "ფეხბურთელები გვჭირდეაო" თამაშის მერე რომ თქვა - სერიოზულიმა მწვრთნელმა არ უნდა თქვას.
Burton
ხალხო, ლორიას ტრავმა აქვს და იმიტომაც არ გამოიძახა. მაგრამ რა დააშავეს შიდა ჩემპიონატის ბიჭებმა?! ზესტაფონის შემტევ წყვილს რატომ არ იძახებს?!
daviti
ანუ ქეცბაიამ ნაკრების გადახალისება ლორიას არ გამოძახებით დაიწყო,"მაგარია".ერთი შეცდომა არ ეპატიება თურმე ფეხბურთელს და მწვრთნელს რამდენი ეპატიება ნეტა?ისე ალბათ გაგრა ანართოსისის პირველი თამაში ნახა და იქ "მოიხიბლა"სეფიაშვილის თამაშით.სასაცილოა ამათი საქმე...
Giorgipirweli
ძალიან მაინტერესებს, რატო არ გამოიძახა ლორია?
levani kaxeti
ბერძნებს გაუგიათ ქეცბაიას ნაკრების შემადგენლობა და შიშისაგან დეპრესიაში ჩავარდნილან, რაც კი მთელ ქვეყანაში ფსიქოლოგები ყოფილან, ყველანი ნაკრების წევრებთან მუშაობენ თურმე; განსაკუთრებით შემტევი ხაზი აშინებთ თურმე, დვალიშვილის მეთაურობით. ერთი თხოვნა ჰქონიათ იმ საცოდავებს, ხუთ ბურთზე მეტს ნუ გაგვიტანთო, სამშობლოში აღარ მიგვიღებენო.
aleqsa
დვალიშვილი არ დაგავიწყდეთ... სასტარტოში დააყენეთ და 90 წუთი ათამაშეთ რა.... გთხოოოვთ ძააან!!!! მე თამაშზე არ მოვდივარ!!!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...