ახალი ზელანდიის ნაკრების გარემარბი, "ადამიანი რაკეტა" - ჯო როკოთოკო "ბოკესთან" შაბათს გასამართ მატჩს ოპტიმისტურად უყურებს. "ოლ ბლექსმა" სამი ერის პირველ ორ მატჩში მიჯრით დაამარცხა სამხრეთაფრიკელები ველინგტონსა და ოქლენდში, მერე კი ავსტრალიასაც ორჯერ მოუგო შინ და გარეთ...

ახალი ზელანდიის ნაკრების გარემარბი, "ადამიანი რაკეტა" - ჯო როკოთოკო "ბოკესთან" შაბათს გასამართ მატჩს ოპტიმისტურად უყურებს. "ოლ ბლექსმა" სამი ერის პირველ ორ მატჩში მიჯრით დაამარცხა სამხრეთაფრიკელები ველინგტონსა და ოქლენდში, მერე კი ავსტრალიასაც ორჯერ მოუგო შინ და გარეთ.

"სამხრეთ აფრიკის ნაკრებს საკმაოდ კარგი, მობილური უკანა ხაზი ჰყავს, თუმცა სანამ ისინი ათამაშდებიან, უპირატესობა "ბოკეს" მძიმე, გოლიათური აღნაგობის მორკინალებმა უნდა მოიპოვონ. ეს მათი თამაშის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად გამოხატული ასპექტია. თუ მორკინალებმა დაგჩაგრეს, შენი საქმე წასულია, მაგრამ, საკმარისია, მათ შერკინებას წინააღმდეგობა გაუწიო, მეტიც, იქით დაჩაგრო, რომ მრისხანე "ბოკესგან" აღარაფერი დარჩება.

ახალი ზელანდიის ნაკრებს სრულიად განსხვავებული თამაშის სტილი აქვს. ჩვენ ღია, ხელდახელ თამაშში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. შარშანდლისგან განსხვავებით, წლეულს დაცვაში ყურადღებით ვირჯებით, სამხრეთ აფრიკასთან თამაშში შერკინებასაც ბევრი პრობლემა შევუქმენით, ფაქტობრივად, ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევდით და შედეგმაც არ დაახანა.

რაც მთავარია, მოვახერხეთ მთელი დატვირთვით, მაღალი ტემპით არა ოცი წუთის, არამედ მთელი ოთხმოცი წუთის განმავლობაში თამაში.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამჟამად ჩვენი შესაძლებლობის 70 პროცენტს ვავლენთ. იმედი მაქვს, ნელ-ნელა მოვუმატებთ და მომავალ წელს გასამართი მსოფლიო თასისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნებით." - თქვა ჯო როკოთოკომ.

ამასობაში "ოლ ბლექსი" სამხრეთ აფრიკაში გასამართი შეხვედრისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ ორი ცვლილება განახორციელა. ცხრა ნომრად ისევ ჯიმი ქოუანი ითამაშებს, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა. შესაბამისად, პირი ვიპუმ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.

ორი კვირის წინ ავსტრალიასთან დაშავდა პირველხაზელი ოუენ ფრენქსი, რომელსაც მისა ძმა ბენი შეცვლის. სათადარიგო შერკინების ბურჯი კი ჯონ აფოა იქნება.

"ვიცით, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები კბილებს ილესავს. "ბოკე" არაფერს დაიშურებს, რატა ზედიზედ ორჯერ წაგებისთვის შური იძიოს. ვიცით, რომ სოუტოში, 90 ათასი მაყურებლის თანდასწრებით მძიმე ბრძოლის გადატანა მოგვიწევს და საამისოდ ვემზდებით კიდეც." - თქვა ახალზელანდიელთა თავკაცმა.

სოუტოში გასამართ დაპირისპირებაში, შესაძლოა, ორი რეკორდი დაემხოს. ახლზელანდიელთა მგეზავ დენ კარტერს შანსი აქვს სამხრეთ აფრიკასთან მოპოვებული ქულების მიხედვით რეკორდსმენი გახდეს. მის ანგარიშზე დღემდე 207 ქულაა და ორი ქულით ჩამორჩება ენდრიუ მერთენსს.

ყველაზე მეტი - ათი ლელო "ბოკეს" კრისტიან კალენმა გაუტანა. როკოთოკო მას ერთი ლელოთი ჩამორჩება.

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯო როკოთოკო, 10. დენ კარტერი, 9. ჯიმი ქოუანი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ბენ ფრენქსი, 4. ტომ დენელი, 5. ბრედ თორნი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი.

16. კორი ფლინი, 17. ჯონ აფოა, 18. სამუელ ვაითლოქი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. პირი ვიპუ, 21. აარონ კრადენი, 22. იზრაელ დაგი.

"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს