მარსელის “ოლიმპკის” თავდამსხმელი ლოიკ რემი რამდენიმე საინტერესო თემის ირგვლივ ჟურნალისტებს გაესაუბრა
მარსელის “ოლიმპკის” კრიზისზე ფრანგული და არამარტო ფრანგული პრესა ბევრს წერს. თუმცა ძნელია გუნდის ცუდი თამაში ლოიკ რემის დააბრალო. “მარსელის” მიერ გატანილი 9 გოლიდან 4 ხომ სწორედ ამ თავდამსხმელის ანგარიშზეა.

ის რამდენიმე საინტერესო თემის ირგვლივ ჟურნალისტებს გაესაუბრა. ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

- ლოიკ, როგორი შეგრძნებაა ყოველ შეხვედრაში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად ყოფნა?

- ყოველ მატჩში ვცდილობ, რომ 100%-ით დავიხარჯო, გუნდისთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო. სეზონის დაწყებიდანვე შეტევის წინა ხაზზე ვარ, სადაც აუცილებლად პროდუქტიული უნდა ვიყო. თუმცა მაინც ვერ ვიტყოდი, რომ ამ წუთას გუნდში საუკეთესო ვარ. მე ჯერ კიდევ შემიძლია, რომ თამაშს მოვუმატო. თანაც ამ ეტაპზე, გუნდში, რომელიც ნამდვილად არ არის საუკეთესო ფორმაში, ძნელია ვინმეს გამოყოფა.

- დიდიე დეშამმა თქვა, რომ თქვენ “ევიანთან” 3 და 4 გოლის გატანაც კი შეგეძლოთ.

- დიახ, დეშამი მართალია. “ევიანთან” რამდენიმე კარგი მომენტი მქონდა. ისე მოხდა, რომ უფრო უკეთესად უნდა მეთამაშა, ვიდრე საბოლოოდ გამომივიდა. მიუხედავად უმნიშვნელოვანესი გამარჯვებისა, გაბრაზების მიზეზი ნამდვილად მქონდა. მართალია, საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ მთავარი იყო, რომ მოვიგეთ. იმედია, შემდეგ თამაშებში მომენტების რეალიზაციას უკეთესად მოვახერხებ. ეს რაღაცნაირი მატჩი იყო, მინდორზე რომ გამოვდიოდით, სერიოზულ წნეხს ვგრძობდით საკუთარ თავზე. მეც და სხვე ფეხბურთელებიც ყურადღებას ვაქცევდით გულშემატკივართა მიერ გადმოფენილ ბანერებს, გვესმოდა მათი შეძახილები. მოგების წყალობით მათ ძალიან გაიხარეს.

- წელს გოლები მხოლოდ თავით გაგაქვთ. გახსოვთ, როგორ უნდა ამის გაკეთება ფეხით?

- რა თქმა უნდა მახსოვს. თუმცა მართალია, რომ მხოლოდ თავით გამაქვს. სანამ ასეთ დარტყმებს შედეგი მოაქვს, საწუწუნო არაფერი მაქვს. თუმცა ფეხითაც რომ შეიძლება გატანა, ამას არ უარვყოფ.

- თქვენ განაცხადეთ, რომ აპირებთ, მოედანზე უფრო ხისტი გახდეთ. რამდენად მოახერხებთ ამას?

- ვცდილობ, განსხვავებულ საფეხბურთო ჩვევებს დავეუფლო, მათ შორის არის სიხისტე. მაგალითად “ლიონთან” ვცდილობდი უფრო აგრესიულად მეთამაშა, ვიდრე წინა შეხვედრებში. ამ მატჩში გოლკიპერთან ერთი-ერთზე ერთადერთხელ გავედი და ისიც მან მაჯობა, რაც შემდეგ ძალიან ვინანე, რადგან ვალდებული ვიყავი, უკეთესად მეთამაშა. უპირველეს ყოვლისა, ჩემი მიზანია, მეტოქის კართან თამაშში მოვუმატო.

- რატომ არ გამოგდით გოლების მანქანად გადაქცევა?

- ვფიქრობ, რაღაც პერიოდის შემდეგ გამომივა სტაბილურ ფორვარდად ქცევა. არ არის აუცილებელი ყოველ შეხვედრაში ერთი და იმავე შეცდომის დაშვება. საჭიროა, რომ ცივსისხლიან თავდამსხმელად ვიქცე და მეტოქის საჯარიმოში მოძრაობას მოვუმატო. რა თქმა უნდა, მე “მარსელის” მსხნელ-გადამრჩენელი არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, რაც კი შემიძლია საუკეთესო მივცე გუნდს, ვიყო უფრო სტაბილური. სიხისტესაც იმიტომ უნდა მოვუმატო, რომ შარშანდელი სეზონის დასრულების შემდეგ მითხრეს, ზედმეტად რბილი და მორიდებული იყავიო. ვარჯიშებზე ხშირად მითითებენ, რომ ბურთის ჩაჭრაზე მეტი უნდა ვიმუშაო. ვფიქრობ, თუკი ასეთ დეტალებს დავხვეწ, ჩემგან კარგი თავდამსხმელი დადგება.

- როგორ აფასებთ თქვენი და მატიე ვალბუენას პროგრესს?

- არ მიკვირს მასთან შეთამაშება რომ მოვახერხე. ადრე, როცა მე უფრო მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობდი ხოლმე, მასზე შეკითხვებს ხშირად მისვამდნენ. ახლაც იმავეს გავიმეორებ: მატიე მაღალი კლასის ფეხბურთელია. ამას გარდა ჩვენ მეგობრები ვართ მოედანს მიღმაც, ასე რომ, მოედანზეც მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს.

- ვარჯიშებზე თუ მუშაობთ ერთმანეთთან მეტად შეთამაშებაზე.

- სპეციალურად ამისთვის არ ვვარჯიშობთ. უბრალოდ მას კარგი ჩაწოდებები აქვს, მე კი მომენტის გათვლა მეხერხება კარგად და საგოლე სიტუაციის დაგვირგვინება. საქმეც ის არის, რომ არანაირი დამუშავებული კომბინაციები არ გვაქვს. ყოველ ჯერზე შეიძლება განსხვავებულად მოვიქცეთ.

- ბოლო კვირები გუნდის ცხოვრებაში განსაკუთრებით რთული იყო.

- პირველად ხდება, რომ “მარსელში” ასეთ სიტუაციაში მოვხვდი, თუმცა ამის მსგავსი რამ “ნიცაშიც” გამომიცდია და “ლანსშიც”. გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა, რისი წყალობითაც სულიერად არ ვეცემით, არც ბრძოლის შეწყვეტას ვაპირებთ. ცხრილში ბოლო ადგილზე არ ვართ, მაგრამ ის, რაც ჩვენს თავს ხდება, წარმოუდგენელია. ამ შემადგენლობით, რაც გვყავს, დაუშვებელია ასე ვთამაშობდეთ.

- ფიზიკური მომზადების კუთხით მზად ხართ ლამის ყოველ მესამე დღეს სათამაშოდ?

- დიახ. მე ფორმაში ვარ და ამისთვის მზად გახლავართ. თუკი მწვრთნელი ყოველ შეხვედრაში გადაწყვეტს ძირითადში ჩემს დაყენებას, წინააღმდეგი არ ვიქნები. იმედი მაქვს, რომ დედეც (ჟინიაკი) მალე შევა ფორმაში. კარგია, რომ მოიძებნებიან ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან საჭირო მომენტში შეგცვალონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...