14-15 აგვისტოს ბათუმში, მესამედ ჩატარდა ღია ტურნირი "ბათუმი 2010", რომელსაც ქვიშის რაგბის ახალმა სტადიონმა უმასპინძლა. შეჯიბრება, რომელშიც ათი პროფესიული, რვა სამოყვარულო და სამი ქალთა გუნდი ასპარეზობდა, მაღალ დონეზე ჩატარდა...

14-15 აგვისტოს ბათუმში, მესამედ ჩატარდა ღია ტურნირი "ბათუმი 2010", რომელსაც ქვიშის რაგბის ახალმა სტადიონმა უმასპინძლა. შეჯიბრება, რომელშიც ათი პროფესიული, რვა სამოყვარულო და სამი ქალთა გუნდი ასპარეზობდა, მაღალ დონეზე ჩატარდა. ბათუმში ყველა პირობაა იმისთვის, რომ სამომავლოდ სერიოზული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდეს.

პროფესიული გუნდების ტურნირში გუნდები ორ ჯგუფად გაანაწილეს. მატჩები საწყის ეტაპზევე საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ქუთაისის "აიამ", რომელმაც ეს შეჯიბრება ზედიზდ მეორედ მოიგო, A ჯგუფში ყველა მეტოქე დაამარცხა და პირველ ადგილზე გავიდა.

B ჯგუფში კი საუკეთესო თბილისის "აკადემია" იყო. პლეი ოფში "აიამ" B ჯგუფის მეორეადგილოსანი, თბილისის "ხულიგანა" უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ფინალში "აიას" მეტოქე ისევ თანაჯგუფელი, "ბათუმი XV" იყო.

მთავარი მატჩი შესანიშნავი ტურნირის საკადრისი გამოდგა. თავსხმა წვიმაში მინიმალური სხვაობით - 3:2 "აიამ" გაიმარჯვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.

მოყვარულთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა ჯარის გუნდმა, რომელმაც ფინალში ვეტერან მორაგბეებს მშრალად მოუგო - 6:0.

ქალთა შეჯიბრებაში თბილისის "ჯვაროსნებმა" ორივე მეტოქის - ქუთაისის სარაგბო სკოლისა და ბაქოს "კასპიელი კატების" დამარცხება შეძლეს და პირველ ადგილზე გავიდნენ.

ქვიშის რაგბის ტურნირი ბათუმში 2011 წელსაც ჩატარდება.

A ჯგუფი: აია - 8 ქულა, ბთუმი XV - 6, თსუ\ლომები - 4, თიბისი - 2, არმაზი - 2.

B ჯგუფი: აკადემია - 6 ქულა, ხულიგანა - 6, რაინდები - 6, ვისოლი\ყოჩები - 2, დევები - 0

საბოლოო მდგომარეობა: 1. აია, 2. ბათუმი XV, 3. აკადემია, 4. ხულიგანა, 5. თსუ\ლომები, 6. რაინდები, 7. ვისოლი\ყოჩები, 8. თიბისი, 9. დევები, 10. არმაზი.

ქუთაისის "აია": ბესიკ ხამაშურიძე, გაგა სინაურიძე, გიორგი როხვაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ლევან შარვაშიძე, თორნიკე ლომიძე, გელა შალამბერიძე, ირაკლი რევიშვილი.

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა