"ბორჯღალოსნებმა" ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე პირველი გამარჯვება რუმინეთთან იზეიმეს
მსოფლიოს თასი. ახალი ზელანდია. B ჯგუფი. პალმერსტონი. "არენა მანავატუ"

საქართველო-რუმინეთი 25:9 (12:6)

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. რევაზ გიგაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.

სათადარიგოები: 16. გოდერძი შველიძე, 17. ვასილ კაკოვონი, 18. ლევან დათუნაშვილი, 19. გივი ბერიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი ჩხიკვაძე, 22. მალხაზ ურჯუკაშვილი.

მწვრთნელი: რიჩი დიქსონი

რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. სტეფან ჩინტუ, 13. ჩობა გალი, 12. იონუც დიმოფტე, 11. მედელინ ლემნარუ, 10. დენუც დუმბრავა, 9. ფლორინ სურუჯიუ; 1. მიხაიცა ლაზარი, 2. მარიუს ტინკუ, 3. პაულიკა იონი, 4. ვალენტინ ურსაჩე, 5. კრისტიან პეტრე, 6. მიხაი მაკოვეი, 7. ოვიდიუ ტონიცა, 8. დანიელ კარპო.

სათადარიგოები: 16. ბოგდან ზებეგა, 17. სილვიუ ფლორეა, 18. ვალენტინ პოპირლანი, 19. დანიელ იანუსი, 20. ვალენტინ კალაფეტეანუ, 21. კონსტანტინ გეარა, 22. ფლორინ ვლაიკი.

მწვრთნელი: რომეო გონტინეაკი

მსაჯი: დეივ პირსონი (ინგლისი)

საქართველოს ნაკრებმა ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე B ჯგუფში მესამე მატჩი რუმინეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 25:9 გაიმარჯვა. 2011 წლის მსოფლიოს თასზე ეს "ბორჯღალოსნების" პირველი გამარჯვებაა.

ქალაქ პალმერსტონში გამართულ მატჩში, ანგარიშის გახსნის შანსი მეხუთე წუთზე ჩვენს მეტოქეებს ჰქონდათ, თუმცა დუმბრავამ დარტყმა არაზუსტად შეასრულა. სამაგიეროდ, სამიოდე წუთში თავისი საჯარიმო ზუსტად დაარტყა მერაბ კვირიკაშვილმა და "ბორჯღალოსნები" დააწინაურა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში წარიმართა, თუმცა "მეკომ" ოთხი საჯარიმოდან ყველა ზუსტად დაარტყა, პასუხად კი რუმინელებმა მხოლოდ ორჯერ იხეირეს და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 12:6 გავიდნენ.

მეორე ნახევარში "ბორჯღალოსნების" სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა. თითო საჯარიმო კვირიკაშვილმა და დუმბრავამ გააცუდეს, ამის შემდეგ კი ქართველთა კარგი შეტევა, 57-ე წუთზე, მამუკა გორგოძის გატანილი ლელოთი დაგვირგვინდა. რეალიზაცია კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა.

"სტეჟარის" მცდელობას, დარჩენილ დროში თამაშში გარდატეხა შეეტანა, შედეგი არ მოჰყოლია - შეხვედრის მიწურულს რუმინელებმა მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანა შეძლეს, მანამდე კი თავ-თავიანთი საჯარიმოები ჯერ კვირიკაშვილმა, შემდეგ კი მალხაზ ურჯუკაშვილმა ზუსტად დაარტყეს და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 25:9 დააფიქსირეს.

ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე თავის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 ოქტომბერს არგენტინის ეროვნულ გუნდთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება.

მატჩის შემდეგ

ილია ზედგენიძე: "ძალიან გვინდოდა ამ თამაშის მოგება და გავიმარჯვეთ კიდეც. რუმინეთს ძალიან კარგი ნაკრების ჰყავს, მაგრამ ცოტა დაღლილები ჩანდნენ და ვაჯობეთ. მადლობა ყველას - ჩვენ ბიჭებს და გულშემატკივრებს, რომლებიც მხარში გვედგნენ და გვამხნევებდნენ".

მსოფლიოს თასი 2011. B ჯგუფი, სატურნირო ცხრილი

1 ინგლისი 3 3 0 0 121-22 14

2 არგენტინა 3 2 0 1 65-33 10

3 შოტლანდია 3 2 0 1 61-43 10

4 საქართველო 3 1 0 2 41-65 4

5 რუმინეთი 4 0 0 4 44-180 0

lady gaga
იმედია არგენტინასაც გაუალიანდებიან ჩვენები, მაშინ პროგრამა მაქსიმუმი იქნებ ა შესრულებული. ისე იმედია შედეგ თასზე შოტლანდია, იტალია და არგენტინის დონის გუნდებს თანაბრად ვეთამაშებით.
dito
გილოცავთ ყველას. სამწუხაროდ რაგბის წესები ბოლომდე არ მესმის ბონუს ქულა 2-ია? მოლდოვასთან ბონუსით რო მოგვეგო 6 ქულა გვექნებოდა? იქნებ მიპასუხოს ვინმემ თუ შეიძლება
irakli
ჯარიმები მეკომ უნდა დაარტყას რათქმაუნდა... მეკოს ნაერი დამრტყმელი არ ყავს საქართველოს და არც ყოლია
zag
მოგება კარგია:) გაგვახარეს ჩვენებმა:)
tenvari
მადლობა ჯიგრებს თავდადებისთვის!!!
lasha
მაინტერესებს არგენტინას 10 ქულა რატომ აქვს? შოტლანდიასთან ბონუსი აიღო? ბიჭებს და ყველა ქართველს ვულოცავ გამარჯვებას!!!
Rezo
Jamel რაც შეეხება ევროპელს მე მგონი მოცდა მოგიწევს,სხვებია რიგში....:):):) ბიჭებს მადლობები.....
Giorgipirweli
evropel-ს მოხვდეს გაბრაზებული მამუკა გორგოძის მუშტი :-) ყველას გილოცავთ გამარჯვებას!
Jamel
evropeli სადაა საქართველოს დამარცხებას რო წინასწარმეტყველებდა და ხარობდა, თან ყველას რო აგინებდა ვინც შეეკამათებოდა? :D გავიცნობდი დედამისს დიდი სიამოვნებით, ეგეთი ვაჟკაცის გაზრდისთვის მადლობას ვეტყოდი :D
GIA
ვულოცავ ბიჭებს და მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას, მომავალში ველით წარმატებებს. კიდევ ბევრჯერ გაახარებულიყოს ჩვენი გულები
mamura
ბიჭებო ქარტული გენის გამოდზახილი ხარტ, გენაცვალეთ...............
zviadi
არგენტინასთან საოცრება უნდა მოვახდინოთ და ასეც იქნება თუ ათ ნომერს შევცვლით. ჩვენს ბიჭებს შეუძლიათ არგენტინელებს ტოლ-სწორად ეთამაშონ. ჯარიმები მახო ურჯუკაშვილმა უნდა დაარტყას.
ommo
bihebo rysethi/ droebit/mcxovrebi kartvelebis saxelit gilocavt. asevesakartvelohi mcxovreb kvela mokalakes vylocavt.bihebo kvela mjgabnels cydis ceris mada daykarget vegar daceren gvhyrs somxebis ragbistebiso
ommo
ბიჰებო გმირები ხარტ ცრემლებს ვერ ვიკავებ
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია