მინუს ლორია, კვირკველია, სირაძე, პლუს მჭედლიძე და სეფიაშვილი
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრას თბილისში საბერძნეთთან 11 ოქტომბერს გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება, "ჯვაროსნები" კი შეკრებას 3 ოქტომბერს "ბასას" საწვრთნელ ბაზაზე დაიწყებენ.

გუშინ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დაასახელა ის 23-კაციანი შემადგენლობა, რომელიც ბერძნებთან სათამაშოდ მოემზადება:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (`ანჟი", რუსეთი), როინ კვასხვაძე (`ზესტაფონი"), კონსტანტინე სეფიაშვილი (`გაგრა")

მცველები: კახა კალაძე (`ჯენოა", იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი (`ქაისერისპორი", თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (`კრასნოდარი", რუსეთი), გია გრიგალავა (`ვოლგა", რუსეთი), გურამ კაშია (`ვიტესი", ჰოლანდია), აკაკი ხუბუტია (`სამსუნსპორი", თურქეთი), უჩა ლობჟანიძე (`კრივბასი", უკრაინა), ალექსანდრე კვახაძე (`მეტალურგი", რუსთავი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (`ზესტაფონი"), ჯაბა კანკავა (`კრივბასი", უკრაინა), დავით თარგამაძე (`ოლექსანდრია", უკრაინა), ლევან კობიაშვილი (`ჰერტა", გერმანია), ალექსანდრე გურული (`კარპატი", უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი (`ზესტაფონი"), დავით დევდარიანი (`ორჰუსი", დანია)

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი (`კარლსრუე", გერმანია), ვლადიმერ დვალიშვილი (`მაქაბი" ჰაიფა, ისრაელი), ოთარ მარცვალაძე (`კრასნოდარი", რუსეთი), სანდრო კობახიძე (`არსენალი" კიევი, უკრაინა), ლევან მჭედლიძე (`ემპოლი", იტალია)

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში დააბრუნა ალექსანდრე კვახაძე, დავით დევდარიანი და ლევან მჭედლიძე. კვახაძეს და დევდარიანს ნაკრებში 2009 წლის სექტემბრის შემდეგ აღარ უთამაშიათ, მჭედლიძეს კი - 2009 წლის მარტის შემდეგ.

ქეცბაიას რჩეულებში დებიუტანტიც მოხვდა - "გაგრას" მეკარე კოკა სეფიაშვილი. ნაკრებში არ გამოუძახებიათ თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორია, რომელიც მარტვილის "მერანთან" მატჩში დაშავდა. ამავე მიზეზით ვერ დაეხმარება გუნდს მოსკოვის "სპარტაკის" პლეიმეიკერი ჯანო ანანიძე. ამჯერად სიაში არ არიან ბერძნული "პანიონიოსის" მცველი დავით კვირკველია, რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე და ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელი დავით სირაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა