საერთაშორისო ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებულ შეჯიბრებაში ქართველმა მოციგურავემ ახალი პროგრამები შესანიშნავად შეასრულა
ობერსდორფში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 22 წარმომადგენელი ჩაება მოციგურავეთა საერთაშორისო ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებულ შეჯიბრებაში, რომელიც 43-ედ გაიმართა. ფაქტობრივად, ეს იყო სეზონის გახსნა.

მოასპარეზეთა შორის გახლდათ ელენე გედევანიშვილი, რომელმაც ტურნირზე ახალი პროგრამები შესანიშნავად შეასრულა. მოკლე პროგრამით მან 50,56 ქულა მოაგროვა და ამერიკელი მირაი ნაგასუს (58,38) შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა. მესამე შედეგი მასპინძელ სარა ჰეკენს ჰქონდა.

ქართველმა მოციგურავემ პოზიციები არც თავისუფალ პროგრამაში დათმო - 96,36 ქულით აქაც მეორე იყო. 109,08 ქულით პირველობა ნაგასუს ხვდა. შვედი ჯოში ჰელდესონი (90,82) მესამე ადგილით დაკმაყოფილდა. საბოლოოდ, კვარცხლბეკზე ადგილები ასე განაწილდა 1. მირაი ნაგასუ (167,46), 2. ელენე გედევანიშვილი (146,92), 3. ჯოში ჰელდესონი (138,73).

გერმანიაში გამართულ შეჯიბრებას ესწრებოდა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი, რომელმაც შთაბეჭდილებები გაგვიზიარა:

- ობერსდორფის ტურნირმა საკმაოდ ძლიერ მოციგურავეებს მოუყარა თავი, ამიტომ ელენეს წარმატება ორმაგად სასიხარულოა. იმის მიუხედავად, რომ სეზონი ახლა იწყება, იგი ფიზიკურად კარგად გამოიყურება, ძალიან მსუბუქად ასრულებდა ნახტომებს. ნამდვილად დაეტყო ახალი მწვრთნელის - კანადელი ბრაიან ორსერის ხელი.

- მწვრთნელის შეცვლა რამ გამოიწვია?

- ჩვენ რობინ ვაგნერის კმაყოფილი ვართ, გედევანიშვილი გარკვეულ კონდიციებამდე მიიყვანა. ბოლო დროს კი წინსვლას ვერ ვგრძნობდით. ამიტომ შევარჩიეთ უფრო კვალიფიციური მწვრთნელი, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის - იუნაი კიმის აღმზრდელი, თავადაც მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ორგზის ვერცხლის მედალოსანი ორსერი. ელენეს რომ წინსვლის პოტენციალი გააჩნია, ეს ობერსდორფშიც გამოჩნდა. თანაც კანადელებს სპორტსმენებთან გუნდური მუშაობის სტილი კარგად აქვთ დამუშავებული, ეს სისტემა ჩვენც მოგვწონს და, როგორც აღვნიშნე, კანადაში ვარჯიშმა გედევანიშვილსაც არგო.

- ჩვენს მოცეკვავე წყვილზე რას იტყვით?

- სამწუხაროდ, ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის დუეტი დაიშალა. როგორც შევიტყვე, ახალგაზრდებმა მწვრთნელთან სამუშაოდ ერთიანი ენა ვერ გამონახეს. ოთარმა აქტიურ სპორტს საერთოდ დაანება თავი და მწვრთნელის მძიმე ტვირთი აირჩია.

ერთიც მინდა დავძინო: გერმანიაში შეჯიბრების პარალელურად მსაჯთა სემინარები და გამოცდებიც გაიმართა. ჩვენმა სალომე ჩიგოგიძემ, რომელსაც უწინ მხოლოდ ცეკვებში შეეძლო ემსაჯა, ობერსდორფში წარმატებით ჩააბარა გამოცდები და საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის წოდება დაიმსახურა, რაც უფლებას აძლევს, იმსაჯოს როგორც ქალ-ვაჟთა ინდივიდუალური, ასევე წყვილთა შეჯიბრებებიც, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან, სერიოზულ ტურნირებზე როცა შენი მსაჯი გყავს, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები სხვა თვალით გიყურებენ და შენი სპორტსმენის გამოსვლასაც უფრო ობიექტურად აფასებენ.

ასე რომ წინსვლა ორ ფრონტზე იგრძნობა და, იმედია, წლევანდელი სეზონიც ბევრად წარმატებული იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად