ინტერვიუ თავისუფალი სტილის მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილთან და მის პირად მწვრთნელთან ნუგზარ სხირელთან
ყველასათვის მოულოდნელად, ახლახან დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სტამბულში, საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული წევრი ლადო ხინჩეგაშვილი (55 კგ) უმედლოდ და ოლიმპიადის ლიცენზიის გარეშე დარჩა.

არადა მწვრთნელები მისგან არათუ მედალს, ჩემპიონობასაც ელოდნენ. მიმდინარე სეზონში ხინჩეგაშვილმა ახალგაზრდებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, დიდებს შორის კი კონტინენტის ჩემპიონატის ფინალისტი გახდა. ლადოს, გორში მის პირად მწვრთნელ ნუგზარ სხირელთან ერთად ვესაუბრეთ.

- ლადო, მსოფლიოს ჩემპიონატი ბრწინვალედ დაიწყე, პირველ სამ შეხვედრაში მეტოქეები ქულების საერთო სხვაობით 39 : 0 ჩამოიცილე გზიდან...

- როხასი (ვენესუელა), მუდი ქი (ჩინეთი) და სემ შილიმალა (ნამიბია) უბრალოდ, ძალიან სუსტები იყვნენ.

- მარტში, ევროპის ჩემპიონატზეც (დორტმუნდი) სტარტი ძალიან შთამბეჭდავი გქონდა. იქნებ, სჯობს, ძალები უფრო თანაბრად გადაანაწილო და ბოლომდე შემორჩე ხოლმე შეჯიბრებას?

- დიახ, დორტმუნდშიც პირველი ორი დაპირისპირება ალბანელ ფლორიან რეხასთან და შვეიცრიელ ურს ვილდთან საერთო ანგარიშით 24 : 0 დავასრულე. არ ვფიქრობ, ორივე შეჯიბრებაზე სტარტზევე დავიცალე ენერგიისგან. სუსტი მეტოქეები შემხვდნენ, სულ ეგ იყო.

- სტამბულში ბულგარელ რადოსლავ ველიკოვთანაც კარგად მიდიოდა საქმე, მაგრამ საბოლოდ დრამატულად დასრულდა შეხვედრა - 1:0, 2:3, 0:1 დამარცხდი. იქნებ ველიკოვმა იაშარ დოგუს ტურნირზე შენთან წაგებული შეხვედრის მერე ხარვეზები გამოასწორა და სხვა სტილში გეჭიდავა?

- არ ვიცი რა დასკვნები უნდა გამოეტანა. თითქოს სტილის ცვლილებაც არ შემინიშნავს. ფაქტობრივად, მეორე რაუნდის ბოლო ოთხ წამამდე ბულგარელმა საერთოდ ვერაფერი მომიხერხა. პირველი პერიოდიც მოვუგე და მეორეს მიწურულშიც 2:0 ვამარცხებდი.

ბოლო მომგებიანი ორქულიანი სწორედ ამ დროს გამიკეთა, მაგრამ ტაბლოზე პერიოდი დასრულებული იყო. ფილა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყველას შეუძლია ნახოს ეს ჩანაწერი (ისევე როგორც ყველა სხვა სადაო შეხვედრა) და დარწმუნდეს უსამართლობაში. საგულისხმოა, რომ ხალიჩის მსაჯმა იქამდე ორჯერ ე. წ. "ჯვარზე" ჩემს მიერ დაჭერილი ველიკოვისთვის გდების დასრულების საშუალება არ მომცა, რის მეშვეობითაც იმ რაუნდს დროზე ადრე დავამთავრებდი.

- ნ. სხირელი: პარადოქსია, რომ მსაჯებმა პროტესტი ტაბლოს დროით არ განიხილეს. თუმცა ამას კიდევ რა უშავს, სხვა შეჯიბრებებშიც ქართველთა არაერთხელ გამამწარებელმა, ბულგარელმა მსაჯმა-კოორდინატორმა იანჩო კოსტადინოვმა, ხინჩაგაშვილი - ველიკოვის შეხვედრის დასრულების მერე მასთან პროტესტის გამოთქმისას დაუფარავად მიპასუხა: აბა როგორ გინდა, როცა ბულგარელი ჭიდაობს თქვენსას მოვაგებინო? თუ გინდა ირანელ რაჰიმთან ხინჩაგაშვილის შეხვედრაში მოგეხმარებითო...

ამის მთქმელს რა უნდა არბიტრად, ვინ ამიხნის?! ჩვენ რომ არავისთან ვითხოვთ დახმარებას და არ ვერთვებით ბინძურ გარიგებებში, ალბად ესეც აღიზიანებთ! ლადოს მომდევნო შეხვედრაში ირანელ ჰასან რაჰიმთან კი, საერთოდ საშინელებები ჩაიდინეს მსაჯებმა. ბოლოს არბიტრებს ძალიან მკაცრად და იქნებ ზედმეტად ემოციურადაც ვესაუბრე. ერთ ჩემპიონატზე ორი ასეთი ძვირფასი შეხვედრის "წართმევა" როგორი მოსათმენია?!

- რაჰიმთან შეხვედრაზე რას გვეტყვი, ლადო?

- პირველი პერიოდი მოვუგე. მეორეს 0:1-ს ვაგებდი და ათიოდ წამით ადრე ორქულიანი გდება შევასრულე. ეს თითქმის გამარჯვება იყო, მსაჯმაც ჩათვალა, ტაბლოზეც აღირიცხა, მაგრამ ირანელებმა გააპროტესტეს და ახლა უკვე მაგიდის მსაჯებმა დაგვიკარგეს მონაპოვარი.

მესამე გადამწყვეტ რაუნდში უკვე აბსოლიტურად მოშილილი ვიყავი და წავაგე კიდეც. თავს არ ვიმართლებ, მაინც უნდა მომეპოვებინა ლიცენზია. მეტიც, მაქსიმალისტი ვარ და სტამბოლში ოქროს მოპოვება მქონდა დასახული მიზნად, მაგრამ...

- იყო მოსაზრება, რომ ჯობდა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გამოგეტოვა, რათა სტამბოლში დიდებს შორის მთელი ჩემპიონატი კარგად გეჭიდავა...

- ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა პირველ რიგში ჩემი სურვილი იყო და შემდეგ მწვრთნელების. მინდოდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დამესრულებინა სპორტული კარიერის ახალგაზრდული ეტაპი.

დარწმუნებული ვარ, დიდების მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთთვიანი მონაკვეთი სრულიად საკმარისი იყო ძალების აღსადგენად. მეტიც, ახალგაზრდებში ევროპასა და მსოფლიოს ჩემპიონატებს შორის ათდღიანი შუალედიც კი მყოფნიდა ხოლმე. სხვათა შორის არც დავით მარსაგიშვილს გამოუტოვებია აღნიშნული შეჯიბრება, მაგრამ მესამე ადგილი მაინც დაიკავა.

- საბოლოოდ, წლევანდელი სეზონი შენთვის ალბათ მაინც წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ...

- ცხადია, ძალიან გამახარა ზაფხულში, ერთ თვეში ახალგაზრდებს შორის ზედიზედ მოპოვებულმა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობამ. იქამდე დიდებში კონტინენტის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალიც მოვიგე და არც ეს იყო ურიგო. მაგრამ ნამდვილად არ მეგონა თუ სტამბოლიდან სულაც ოლიმპიადის ლიცენზიის გარეშე დავბრუნდებოდი, ძალიან დამწყდა გული.

- რაც შეეხება დარჩენილ სალიცენზიო ტურნირებს...

- გაისად გაზაფხულზე, სამ ტურნირში მექნება ოლიმპიადის ლიცეზიის მოპოვების შანსი. ჯერ ბულგარეთში პირველ-მეორე ადგილოსნებს ერგებათ ლონდონის საგზურები, მერე ფინეთში მოგვიწევს წასვლა, სადაც I-III ადგილებზე გასულები მიიღებენ ლიცენზიებს, ბოლო ტურნირი კი ფინეთიდან ორ კვირაში უკვე ჩინეთშია...

- ნ. სხირელი: აქვე ისიც უნდა დავძინოთ, რომ თუ პირველივე შეჯიბრებაზე, მაგალითად, ბულგარეთში ლადომ მიიღო ლონდონის საგზური, მომდევნო ტურნირებზე ასპარეზობა აღარ დასჭირდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ხინჩაგაშვილს ეს უთუოდ ხელეწიფება. იგი მზარდი მოჭიდავეა. ხმამაღალ ნათქვამად ნუ ჩამითვლით და მჯერა, რომ ის მომავალში უთუოდ დაიპყრობს ყველა სიმაღლეს, რაც მის სახეობასა და წონაშია!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

malxo
ლადო მაგარი ბიჭია ვუსურვებტ წარმატებას!
malxo
ლადო მაგარი ბიჭია ვუსურვებტ წარმატებას!
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა