ბრაზილია. სერია ა. XXVI ტური. მიმოხილვა
სანტოსი-ფიგეირენსე 2:3

გოლები: 0:1 ჟულიო სეზარი (8), 1:1 ბორჟესი (24), 1:2 ველინგტონ ნემი (26), 2:2 ლეო (45), 2:3 ჟულიო სეზარი (84-პენ)

ფლამენგო-ამერიკა 2:1

გოლები: 0:1 კემპესი (30-პენ), 1:1 დეივიდი (62), 2:1 ტიაგო ნევესი (88)

ატლეტიკო პ-ფლუმინენსე 1:1

გოლები: 1:0 ბაიერი (62), 1:1 ფრედი (90-პენ)

გაძევება: რაფაელ სანტოსი (69. ატლეტიკო), პაბლო (90. ატლეტიკო)

კორინთიანსი-ბაია 1:0

გოლი: 1:0 ემერსონი (57)

გაძევება: ემერსონი (83. კორინთიანსი)

ბოტაფოგო-სან პაულუ 2:2

გოლები: 1:0 აბრეუ (25), 2:0 აბრეუ (40-პენ), 2:1 ენრიკე (66), 2:2 რივალდო (90)

კრუზეირო-ვასკუ და გამა 0:3

გოლები: 0:1 დიეგო სოუზა (39), 0:2 დიეგო სოუზა (59), 0:3 დიეგო სოუზა (81)

გაძევება: მარკინიოსი (75. კრუზეირო)

ავაი-გრემიო 1:2

გოლები: 0:1 ფერნანდესი (42), 0:2 დუგლასი (46), 1:2 პედრო კენი (70)

ინტერნასიონალი-ატლეტიკო მ. 2:1

გოლები: 1:0 ბოლატი (26), 1:1 რენანი (69), 2:1 ფაბრისიო (75)

გაძევება: რევერი (77. ატლეტიკო), როდრიგო მოლედო (87. ინტერნასიონალი)

ატლეტიკო გ-პალმეირასი 1:1

გოლები: 0:1 ენრიკე (23), 1:1 ტიაგო ფელტრი (80)

გაძევება: ანდერსონი (42. ატლეტიკო), ვიტორ ჟუნიორი (62. ატლეტიკო)

სეარა-კორიტიბა 3:2

გოლები: 1:0 როჟერი (7), 1:1 ბილი (19), 2:1 ედმილსონი (39), 2:2 ბილი (48), 3:2 როჟერი (68)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ვასკუ და გამა 26 14 7 5 41-28 49

2. კორინთიანსი 26 14 5 7 37-26 47

3. სან პაულუ 26 13 7 6 41-30 46

4. ბოტაფოგო 25 13 6 6 40-28 45

5. ფლუმინენსე 26 13 2 11 34-31 41

6. ფლამენგო 26 10 11 5 42-34 41

7. ინტერნასიონალი 26 10 10 6 43-33 40

8. პალმეირასი 26 9 12 5 32-25 39

9. კორიტიბა 26 10 6 10 44-34 36

10. ფიგეირენსე 26 9 9 8 32-33 36

11. სანტოსი 24 10 5 9 36-37 35

12. ატლეტიკო გ. 26 9 8 9 32-29 35

13. გრემიო 25 9 6 10 29-33 33

14. სეარა 26 8 6 12 33-44 30

15. ბაია 26 7 9 10 29-33 30

16. კრუზეირო 26 8 5 13 31-33 29

17. ატლეტიკო მ. 26 7 4 15 32-44 25

18. ატლეტიკო პ. 26 5 9 12 25-38 24

19. ავაი 26 5 7 14 30-54 22

20. ამერიკა 26 3 10 13 32-48 19

ბომბარდირები: 19 - ბორჟესი (სანტოსი); 13 - ლეანდრო დამიაო (ინტერნასიონალი), რონალდინიო (ფლამენგო); 12 - მონტილიო (კრუზეირო); 10 - ბილი (კორიტიბა), დეივიდი (ფლამენგო), ვილიამი (ავაი).

მომდევნო ტური

1 ოქტომბერი: პალმეირასი-ამერიკა, ფლუმინენსე-სანტოსი, ბაია-ავაი.

2 ოქტომბერი: სან პაულუ-ფლამენგო, ვასკუ და გამა-კორინთიანსი, ატლეტიკო მ.-სეარა, ფიგეირენსე-კორიტიბა, ატლეტიკო პ-ინტერნასიონალი, გრემიო-კრუზეირო, ატლეტიკო გ.-ბოტაფოგო.

ტური შაბათის სამი მატჩით დაიწყო, რომელთაგან ერთი სკანდალური გამოდგა - "ატლეტიკო პარანაენსეს" "ფლამენგო" ეწვია. აბელ ბრაგას გუნდი ბოლო დროს ისევ ჩაება საჩემპიონო დოღში. ისეთი დაძაბული მატჩი გამოდგა, რომ რეფერი იძულებული გახდა, 2 წითელი და 8 ყვითელი ბარათი ეჩვენებინა ფეხბურთელებისთვის.

მთვარი სკანდალი მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე მოხდა, სტუმრები 0:1 მარცხდებოდნენ, როცა ჩემპიონს პენალტი ნახევარმცველმა ლანსინიმ მოუპოვა, მაგრამ ეს მან აშკარა სიმულაციის წყალობით შეძლო. მსაჯი მორტყუვდა, პენალტი კი ფრედმა უნაკლოდ შეასრულა - 1:1. პარანელები ამ უსამართლობის გამო, ვერ ამოვიდნენ გავარდნის ზონიდან, ხოლო "ფლუმინენსე" მე-5 ადგილს "ფლამენგოსთან" იყოფს, რომელმაც, როგორც იქნა, მოიგო.

დიახ, "რუბრო-ნეგრო" ზედიზედ 10 ტური ვერ იგებდა, მაგრამ სერია აუტსაიდერ და გავარდნის პირველ კანდიდატ "ამერიკასთან" შეწყვიტა. სხვათა შორის, არცთუ იოლად მოიგო "ფლამენგომ". მართალია, "სანტოსის" გულშემატკივრები კვლავ გაახარა ბორჟHესმა, რომელმაც მე-19 გოლი გაიტანა, მაგრამ კლუბი მოულოდნელად შინ "ფიგეირენსესთან" დამარცხდა - 2:3.

ტურის ცენტრალურ მატჩში ჩემპიონობის კანდიდატები, "ბოტაფოგო" და "სან პაულუ" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ძალზე დაძაბული შეხვედრა საბოლოოდ 2:2 დასრულდა.

მსაჯი სიკვდილს გადაარჩინეს

"ატლეტიკო პარანაენსესა" და ""ფლუმინენსეს" მატჩის ბოლო წუთზე მსაჯმა უსამართლოდ დანიშნა პენალტი, რისთვისაც, კინაღამ პარანელი ფანების მსხვერპლი შეიქნა. ფანები მსაჯთა ბრიგადას გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბთან დაუდარაჯდნენ. პოლიციას ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენება დასჭირდა მათ გასაყრელად.

რომარიო - მეორე პელე

ბრაზილიური ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი რომარიო ამტკიცებს, რომ ის იყო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი პელეს შემდეგ, რომ დიეგო მარადონა ახლოსაც ვერ მივიდოდა მასთან. აი, რა განაცხადა მან "ესპორტეს" ეთერში: "პელე, მე და დიეგო მარადონა ვართ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები. პელე ნომერ პირველია, მაგრამ მის მერე მე ვარ და არა დიეგო. რით მჯობდა მარადონა? კარიერის განმავლობაში მე მეტს მივაღწიე. უფრო მეტი ტიტულიც მოვიგე და მეტი გოლიც გავიტანე".

დამიაო დაიმტვრა

ლეანდრო დამიაო, რომელზეც ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, თვენახევრის განმავლობაში ვერ დაეხმარება "ინტერნასიონალს". 22 წლის ფორვარდმა "ფიგეირენსესთან" მატჩის 27-ე წუთზე კუნთი დაიზიანა და მოედანი დატოვა. სამედიცინო შემოწმების დასკვნა ასეთია - 6 კვირა დამიაო ვერაფრით ითამაშებს, აღდგენით პროცესს ამხელა დასვენება ესაჭიროება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა