რობერტო კუბიცას ექიმი რიკარდო ჩეკარელი დარწმუნებულია პოლონელი პილოტის სრულ გამოჯანმრთელებასა და ფორმულა 1-ში დაბრუნებაში
რობერტო კუბიცას მკურნალი ექიმი რიკარდო ჩეკარელი დარწმუნებულია პოლონელი პილოტის სრულ გამოჯანმრთელებასა და ფორმულა 1-ში დაბრუნებაში.

"დარწმუნებული ვარ, რომ რობერტი 2012 წლის სეზონში ფორმულა 1-ში გამოვა. ზუსტი თარიღის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ იანვარში ის უკვე მწყობრში იქნება, თუმცა, არ არის გამორიცხული, ეს ნოემბერშიც მოხდეს.

მარჯვენა ხელის მდგომარეობის გამო აღარ ვღელავ. მიღებული ტრავმების სერიოზულობის, გაწყვეტილი ნერვებისა და მყესების გათვალისწინებით, რეაბილიტაციისთვის დრო არის საჭირო, მაგრამ ახლა მგრძნობელობა სრულად აღდგენილია.

ფეხზე ჯერჯერობით ფიქსატორი ადევს და არ ვჩქარობთ მის მოცილებას. საჭიროა კუნთებს ძალა დაუბრუნდეს, რადგან რამდენიმე თვის განმავლობაში უმოქმედობა თავის კვალს დატოვებდა, მაგრამ მთავარი საკითხია - ფორმულა 1-ში დაბრუნების შესაძლებლობა. ამ მხრივ მშვიდად ვარ - ეს აუცილებლად მოხდება", - ამბობს ჩეკარელი.

"ლოტუს-რენომ" პოლონელს ბოლო ვადად ოქტომბრის შუა რიცხვები დაუწესა - სწორედ ამ პერიოდში უნდა იქნას მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. კუბიცას აღდგენითი პროცესი დაახლოებით ერთ თვეს კიდევ გაგრძელდება, ასე რომ, მას ფრანგულ საჯინიბოში ადგილი გარანტირებული არ აქვს, თუმცა პილოტის მენეჯერი დანიელე მორელიც ოპტიმისტურად არის განწყობილი.

"რა თქმა უნდა, რთული იქნება "ლოტუს-რენოს" მიერ დათქმულ ვადაში გამოჯანმრთელება, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენი ხანი გაგრძელდება რობერტის აღდგენითი კურსი. თუმცა ჩვენ გვაქვს სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველი. არ მგონია, რომ ბოლოს ვადის რამდენიმე კვირით გადაცილებამ ჩვენს გეგმებს ხელი შეუშალოს. მთავარია, რომ კუბიცა რბოლებს დაუბრუნდება. დღეს ერთადერთი პრობლემა მხოლოდ კუნთის ძალის აღდგენაშია", - ამბობს დანიელე მორელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად