მართალია, ფოთელები ზესტაფონურ მატჩში საბოლოოდ დამარცხდნენ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანს ისევ ინარჩუნებენ
ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 1400 მაყურებელი

ზესტაფონი კოლხეთი 2:1

1:0 დვალი (18. აფციაურის პასით), 2:0 დვალი (41. წინამძღვრიშვილის პასით), 2:1 წიქარიშვილი (51. ლემონჯავას პასით)

ზესტაფონი კოლხეთი

4- 4- 2 4 -4- 1-1

მამალაძე ბობღიაშვილი

ბენაშვილი გ. კილასონია

კობახიძე ცხვიტარია

საჯაია ლომაშვილი

ელიავა ლემონჯავა

აფციაური გულუა

გორგიაშვილი გოგონაია

ძარია ცხადაია

სარდალიშვილი მდივნიშვილი

დვალი წიქარიშვილი

წინამძღვრიშვილი ციცხვაია

მწვრთნელი: მწვრთნელი:

გ. ჭიაბრიშვილი ს. ფილია

ზესტაფონი

63. აფციაური - ფიფია

70. წინამძღვრიშვილი - ს. ლომია

76. სარდალიშვილი - ბაბუნაშვილი

სათადარიგოები: კვასხვაძე, გაგოშიძე, ღონღაძე, ჭანკოტაძე

კოლხეთი

46. ცხადაია - გვალია

46. ციცხვაია - ჯანაშია

73. გოგონაია - ინწკირველი

სათადარიგოები: ნადირაშვილი, კაკულია, , შავგულიძე, ქებაძე

გაფრთხილება: ციცხვაია (23), დვალი (58), ლომაშვილი (69), გოგონაია (71) ლემონჯავა (85), ფიფია (89)

არბიტრი: ა.კრიჭაშვილი

ჩემპიონატის მეორე ტურში ამ გუნდების დაპირისპირება ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით - 1:1 დასრულდა. ფოთელებმა ფეროელებს გუშინაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როცა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს.

მართალია, სტუმრები საბოლოოდ დამარცხდნენ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანს ისევ ინარჩუნებენ. ,,კოლხეთს" კვირას მარტვილის ,,მერანთან" პრინციპული საჩემპიონატო შეხვედრა აქვს და, ალბათ, ამის გამო იყო, ზღვისპირელთა გამოცდილმა მწვრთნელმა სოსო ფილიამ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი რომ დაასვენა.

ბოლომდე ოპტიმალური არც ,,ზეტაფონის" შემადგენლობას ეთქმოდა, ფეროელებს სხვადასხვა მიზეზით ონიანი, გრიგალაშვილი და გელაშვილი არ ჰყავდათ.

შეხვედრის დასაწყისი თანაბარი იყო. გიორგი ცხადაიამ ზედიზედ ორი სახიფათო საჯარიმო შეასრულა. პირველი მამალაძემ მოიგერია, მეორე კი მიზანს მცირედით ასცდა. ამის შემდეგ მასპინძელებმა იმარჯვეს და ბობღიაშვილის კართან სახიფათო მომენტებმაც იმატა. მე-11 წუთზე დვალს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თანაგუნდელებმა ის მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, მაგრამ ზესტაფონელ ფორვარდს ბობღიაშვილმა აჯობა.

დვალის მეორე სახიფათო დარტყმის დროს ფოთელთა მეკარემ იმარჯვა, მაგრამ ჯაბას აქტიურობა მალევე დაუფასდა: ზესტაფონელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, აქტიურმა ალექსი ბენაშვილმა ფლანგიდან დვალს ზუსტად ჩააწოდა და მანაც მოხდენილი თავურით ანგარიში გახსნა - 1:0.

მასპინძლები კვლავაც უპირატესობას ფლობდნენ და დროდადრო მწვავედაც უტევდნენ, ფოთელები კი კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. მდივნიშვილმა ზესტაფონელ მცველებს აართვა ბურთი და საჯარიმოს გარედან დაარტყა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. მალევე დვალმა სარდალაშვილი ბრწინვალე პასით გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ზესტაფონელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბურთი კარგად ვერ მიიღო და ფოთელები აშკარა გოლს გადაურჩნენ, თუმცა დროებით. ტაიმის ბოლოს რატი წინამძღვრიშვილმა ფინტების კასკადს დვალის მისამართით საგოლე გადაცემა მიაყოლა და ჯაბამაც შანსი ხელიდან არ გაუშვა - 2:0.

შესვენების შემდეგ ფილიამ ორმაგი ცვლილება განახორციელა, მოედანზე ლაშა გვალია და ზამირ ჯანაშია გამოჩნდნენ, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ თამაშში და მატჩის სცენარიც შეიცვალა. ფოთელებმა სახიფათოდ შეუტიეს, მდივნიშვილმა გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯებმა თამაშგარე დააფიქსირეს, თუმცა სტუმართა მორიგი იერიშისას ლემონჯავამ წიქარიშვილს გაატანინა და შეხვედრაც უფრო დაიძაბა - 2:1.

ზღვისპირლები კვლავ აქტიურად განაგრძობდნენ შეტევებს, ზამირ ჯანაშიამ მდივნიშვილი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მამალაძის კარს მცირედით ასცდა. ზესტაფონელები ბევრს ეცადნენ ანგარიში გაეზარდათ. ყველაზე ახლოს მიზანთან კვლავ ჯაბა დვალი იყო. პირველად მისი დარტყმა ძელს მოხვდა, მეორე ჯერზე კი ბურთი ბობღიაშვილმა მოიგერია. ბოლოს ფოთელთაგან ორჯერ მდივნიშვილს მიეცა შანსი, მაგრამ ჯერ მამალაძემ აჯობა მას, მეორე ეპიზოდში კი მეკარე მოატყუა, მაგრამ ცარიელ კარში ვეღარ გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე