სანაკრებო ბატალიები მოახლოვდა და ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულთა მდგომარეობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა
სანაკრებო ბატალიები მოახლოვდა და, ცხადია, ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოძახებულ მოთამაშეთა მდგომარეობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

დონეცკის "შახტარში" ჩარიცხულ და შემდეგ მარიუპოლის "ილიჩივეცში" იჯარით გადასულ თორნიკე ოქრიაშვილს წლეულს ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვს. უკრაინის პრემიერლიგაში უკვე 10 ტური გაიმართა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველმა კი მხოლოდ ოთხში მიიღო მონაწილეობა, თანაც მოედანზე ბოლო შეხვედრებში გამოჩნდა.

ამის მიზეზი თავიდან ტრავმა იყო: საქმე ისაა, რომ თორნიკე შეკრებაზე დაშავდა და გარკვეული დრო გაუცდა, მანამდე კი, სანამ ვარჯიში განაახლა და ფორმა აღიდგინა, "ილიჩივეცში" მის პოზიციაზე დონეცკის "შახტარში" ნათამაშები გამოცდილი ნახევარმცველი ადრიან პუკანიჩი დაიმატეს, თანაც, გუნდის კაპიტნობაც მიანდეს. მარიუპოლელთა მთავარი მწვრთნელი ვალერი იარემჩენკო ახალგაზრდა ქართველს გამოცდილ უკრაინელს ამჯობინებდა, რაც ბუნებრივიც იყო.

ცხადია, თორნიკე უთამაშებლობით უკმაყოფილო იყო და, როგორც გვითხრა, ამის თაობაზე "ილიჩივეცის" მთავარ მწვრთნელს ელაპარაკა.

"შახტარიდან" გადმოსული პუკანიჩისგან ყველა მეტს ელოდა, მაგრამ მწვრთნელს იმედები ვერ გაუმართლა. უკრაინაში გამოცდილებს კი ენდობიან, მაგრამ ჩვენი კაპიტანი ფორმაში არ არის, ეტყობა, კარიერაში დაღმასვლაც დაეწყო და იარემჩენკომ მისი შეცვლა გადაწყვიტა. მწვრთნელმა მითხრა, რომ შემადგენლობაში დამაყენებდა და ასეც მოხდა - "ვოლინთან" პუკანიჩი სათადარიგოებში იჯდა, მე კი ძირითადში მათამაშა და გოლიც გავიტანე. მართალია, ის შეხვედრა 1:7 წავაგეთ, მაგრამ იარემჩენკომ თქვა, რომ შემდეგ მატჩებშიც მე დამაყენებდა", - გვითხრა ოქრიაშვილმა.

თუმცა მომდევნო ტურის მატჩში სიმფეროპოლის "ტავრიასთან" თორნიკე განაცხადშიც არ იყო.

"სამწუხაროდ, ლუცკელებთან თამაში ტრავმით დავასრულე და შემდეგ ტურში ექიმმა დასვენება მირჩია. დაახლოებით ერთი კვირა არ მივარჯიშია, სამი დღეა კი, უკვე ვიტვირთები, ასე რომ, საშიში არაფერია. ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებამ ძალიან გამახარა, შეკრების დაწყებამდე ტრავმა სრულად მომირჩება და ნაკრებში აუცილებლად გამოვცხადდები", - იმედიანად არის "ილიჩივეცის" ქართველი პლეიმეიკერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა