„ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრაში, 27 წლის არგენტინელმა მეორე ტაიმში მოედანზე შესვლა გააპროტესტა, რის გამოც კლუბმა მოკვეთა
სამშაბათს, მიუნხენში, „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრაში, 27 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა, კარლოს ტევესმა მეორე ტაიმის შუაში მოედანზე შესვლა გააპროტესტა, ერთგვარი გაფიცვა გამოაცხადა, რის გამოც კლუბმა მოკვეთა - ჯერჯერობით ტევესს ორი კვირით მოუწევს „ეტიჰედ სთედიუმიდან“ გარიდება, შემდეგ კი შეიძლება გამოუცხადონ, რომ სულაც გარიცხულია კლუბიდან. ეს გადაწყვეტილება ისტლენდელთა უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მიიღო.

თათბირში მონაწილეობდნენ კლუბის თავმჯდომარე ხალდუნ ალ მუბარაქი, აღმასრულებელი შეფი ჯონ მაკბითი, ადვოკატთა ჯგუფი და, რასაკვირველია, მწვრთნელი რობერტო მანჩინი, რომელსაც ტევესის საქციელი ყველაზე მტკივნეულად შეეხო - როდესაც გუნდის თავკაცი ფეხბურთელს გახურებასა და შეცვლაზე შესვლას სთხოვს, ის კი პროტესტს აცხადებს და ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ანუ საქვეყნოდ ხდება, სხვას თავი რომ დავანებოთ, შეურაცხმყოფელია.

თათბირი სწორედ მანჩინის მოთხოვნით გაიმართა. „სიტის“ შეფებს არც ორკვირიანი დისკვლაიფიკაცია მოუტანიათ ჰაერიდან - ეს გახლავთ მაქსიმალური პერიოდი, რომლის ნებასაც ფეხბურთელთა პროფკავშირი იძლევა. ერთი სიტყვით, ტევესს გამოუცხადეს, რომ ხუთშაბათს ვარჯიშზე არ უნდა მივიდეს და, როგორც ბრიტანული მას-მედია წერს, დიდი შანსია ეს არგენტინელისა და „მანჩესტერ სიტის“ სამარადჟამო გამოთხოვებასაც ნიშნავდეს. ისტლენდელთა კლუბის იურისტები „ალიანს არენაზე“ მომხდარი ამბის ყველა მოწმისგან იწერენ ჩვენებებს.

ისინი დაჰკითხავენ თითოეულ ფეხბურთელს თუ სხვა პროფესიის ადამიანს, რომელიც მანჩინისა და ტევესის კონფლიქტის ეპიზოდში სათადარიგოთა სკამზე ან სკამთან იყო. შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს კითხვა თუ რა საჭიროა ასეთი ძიება და მოკვლევა. საქმე ის გახლავთ, რომ ლაპარაკი დიდ ფულზეა. არგენტინელის გასამრჯელო კვირაში 200 ათას ფუნტს აღემატობდა და ახლა, როდესაც ვექილები დააგროვებენ საკმარის სამხილს იმის დასამტკიცებლად, რომ ფეხბურთელმა კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი დაარღვია, საქმეს სასამართლოს გადასცემენ და კომპენსაციასაც მოითხოვენ.

ფეხბურთელის თავნებობამ ფიფაც აღაშფოთა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტმა, ჯიმ ბოისმა განაცხადა:

„თუ „მანჩესტერ სიტი“ საკმარის მტკიცებულებებს დააგროვებს და ფიფას დაარწმუნებს, რომ ფეხბურთელმა მართლა ის გაკეთა, რასაც კლუბი ამბობს, ჩვენ ტევესს შესაძლოა ფეხბურთში მოღვაწეობაც კი ავუკრძალოთ. ვფიქრობ, ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ის საქციელი, რაც თავდამსხმელმა მიუნხენში ჩაიდინა, საშინლად შეურაცხმყოფელია“.

ვერ გეტყვით სადამდე მივა ეს საქმე, მაგრამ მანჩინი რომ შეუვალია, ფაქტია. „სიტის“ იტალიელი“ მწვრთნელი ტევესს თავის გუნდს აღარასოდეს მიაკარებს. ამბობენ, რომ ისტლენდელთა მწვრთნელთა საერთო აზრიც იგივეა. დისკვალიფიკაცია, როგორც მოგახსენეთ, სწორედ იტალიელმა მოითხოვა და განაცხადა, რომ თუ ტევესი ოდესმე (რასაკვირველია, ორკვირიანი დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ) „მანჩესტერ სიტის“ ბაზაზე დაბრუნდება, მთავარ გუნდს ახლოსაც ვერ მიეკარება. ერთადერთი, შეუძლია რეზერვისტებთან ერთად ივარჯიშოს.

როგორც ინგლისური გაზეთები წერენ, ტევესი ჯერ კიდევ გასულ შაბათს, პრემიერლიგაში, „ევერტონთან“ 2:0 მოგებული თამაშის დროს სათადარიგოთა სკამზე დარჩენით გახლდათ უკმაყოფილო - მანჩინიმ ის შეცვლაზეც არ შეუშვა. მწვრთნელი კი თავის მხრივ აცხადება, რომ ფეხბურთელი ბოლო დროს ცუდად ვარჯიშობდა და ფიზიკურად არ იყო ჯეროვნად მომზადებული.

როგორია თავად არგენტინელი თავდამსხმელის რეაქცია? სანამ ამას ვიტყვით აღვნიშნოთ, რომ მისმა საქციელმა მანჩესტერში ფანები აღაშფოთა და თავის დასზღვევად კლუბმა მიუნხენიდან დაბრუნებულ ფორვარდს საგანგებო დაცვის ესკორტიც კი გამოუყო, რათა აეროპორტიდან შინ მშვიდობით მისულიყო. საინტერესოა, რომ ტევესმა მეორე დილით ოფიციალურად განაცხადა, რომ მას მოედანზე შესვლაზე უარი არ უთქვამს! ტევესმა დაწერა:

„მინდა ბოდიში მოვუხადო მანჩესტერელ ფანებს, რომლებთანაც ყოველთვის საუკეთესო ურთიერთობა მაკავშირებდა. ამ ხალხმა კარგად იცის, რომ მე მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. მიუნხენში გაუგებრობა მოხდა. მე გახურებულიც ვიყავი და თამაშისთვისაც მზად გახლდით. უფრო დაწვრილებით ლაპარაკისთვის ახლა შესაფერისი დრო არ არის, კერძოდ ვინ ვის, რა უთხრა ამაზე სხვა დროს მოგახსენებთ, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ მე თამაშზე უარი არ მითქვამს. მზად ვარ, დისკვალიფიკაციის ვადის გასვლის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში ძველებური თავდადებით ვითამაშო“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად