"დინამოსა" და "დილას" (2:2) სათასო დაპირისპირების დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა
თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" სათასო დაპირისპირების დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბაზის საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

ალექს გარსია:"პირველ ტაიმში თამაში გვეჭირა. სამწუხაროდ ის მომენტები რაც გვქონდა ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში კი ძალიან ავირიეთ. ზედიზედ მეორე შეხვედრაა საკუთარ კარში გაგვაქვს გოლი, ეს კი ბუნებრივია ჩვენს სათამაშო მონახაზში სერიოზულ კორექტივებს ახდენს.

შეხვედრის მიწურულს კი ძალიან დიდი შრომის შედეგად ფრეს მივაღწიეთ. იქედან გამომდინარე, რომ თასის შეხვედრაა, შინ ფრე ნამდვილად არ არის მისაღები. მაგრამ, გამარჯვებული გუნდის ვინაობა, ორი თამაშის ჯამში წყდება.

თუმცა დღეს გამართულ შეხვედრაში ყველაფერი ისე მოხდა, თითქოს ამ მატჩის მეორე ტაიმში უნდა გარკვეულიყო შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა. საკმაოდ გრძელი სათადარიგო სკამი გვაქვს და იმ ფეხბურთელებსაც მივეცით თამაშის საშუალება, რომელთაც ნაკლებად ჰქონდათ ჩემპიონატში თამაშის პრაქტიკა. რაც შეეხება ლორიას, მას თეორიულად ორი კვირა მოუწევს დასვენება."

გიორგი ცეცაძე:"ჩემი აზრით კარგი, ლამაზი და სანახაობრივი თამაში იყო. ფეხბურთი ყველას იმიტომ უყვარს, რომ მრავალფეროვანი თამაშია. დღეს ორივე გუნდმა მოძრავი, შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი აჩვენა და ვფიქრობ ასეთი თამაშით გულშემატკივარს კიდევ უფრო მოვიზიდავთ სტადიონზე.

შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, ვინაიდან მოგების შანსი გვქონდა. თუმცა "დინამოსთან" სტუმრად, ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ, როგორც ხედავთ შავები ნამდვილად არ მაცვია, სათასო სპეციფიკიდან გამომდინარე მეტოქის მოედანზე ფრე - 2:2 არ არის ცუდი.

არ დაგიმალავთ და გეტყვით, პირველივე შეხვედრის მოგება გვსურდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაცვაზე არ ვზრუნავდით და მხოლოდ შეტევაზე ვიყავით ორიენტირებულნი. ორი იძულებითი შეცვლა გავაკეთეთ და ამან ბუნებრივია სათამაშო სქემა აგვირია.

ძალიან რთული კალენდარი გვაქვს, 17 რიცხვის შემდეგ ოთხი თამაშის ჩატარება მოგვიწია. ყველა ძლიერ მეტოქესთან ვითამაშეთ და ფეხბურთელებს გადაღლილობაც დაეტყოთ. 2:1-ზე ანგარიშის შენარჩუნება, რომ ვერ მოვახერხეთ, ვფიქრობ, ჩემი ფეხბურთელების გადაღლილობისა და ფსიქოლოგიური წნეხის ბრალია.

რთულია უმაღლეს ლიგაში პირველივე სეზონში მაღალ დონეზე თამაში. "დინამო" ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს და ძლიერი მწვრთნელი ჰყავს.

fcdinamo.ge

bondo
ასეც მოხდებოდა და ჯერ სად ხართ,,მთელი დინამოს ბიჭები გაუშვით დინამოდან,ეს ცქიფო რო გყავთ გენიოსი,,თავის ხალხი რო მოყავს მარტო სხვა არავინ აღარაა ვარსკვლავი?თუ გაბაშვილის ბიჭებმა უნდა ითAმაშონ მარტო. ყველა ასაკობრივში 2-3 ტურით ადრე ხდებოდნენ ბავშვები ჩემპიონები,ქუჩაში რო დაყარეთ,მოგიკითხიათ ვინმეე...ასე მოგიხდებათ.
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო