უნგრეთში მოთამაშე 23 წლის ქართველი ნახევარმცველი ერთი ხანობა სამშობლოში დაბრუნებასაც ფიქრობდა
23 წლის ქართველ ნახევარმცველ გიორგი განუგრავას უნგრულ "დიორი ეტოსთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს. კლუბში ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში მისი ადგილი აღარ აღმოჩნდა, ამიტომ ქართველმა კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა.

"დიორიმ" განუგრავა 6 თვით "ლომბარდ პაპაში" გაანათხოვრა, სადაც 9 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. უნგრეთის ჩემპიონატში "პაპა" 14 ქულით მე-8 ადგილზეა.

"ლელო" განუგრავას უნგრეთში დაუკავშირდა.

- "დიორიში" ქართველების რაოდენობა თვალშისაცემი იყო - ამ უნგრულ კლუბში რვანი იყავით, თუმცა უმეტესობას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა, მათ შორის შენც. რა იყოს ამის მიზეზი?

- იყო პერიოდი, როცა "დიორიში" მართლაც ბევრი ქართველი მოვგროვდით, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დღეს იქ მხოლოდ რატი ალექსიძე თამაშობს. მე და ლაშა თოთაძე დღემდე "დიორის" წევრები ვართ, კონტრაქტი კლუბთან 2013 წლამდე გვაკავშირებს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო გუნდის დატოვება გვიჯობდა.

- "დიორიდან" წასვლა თქვენი სურვილი იყო თუ კლუბის?

- სეზონის დასაწყისში მე და თოთაძე "ლომბარდ პაპაში" ჩავირიცხეთ 6-თვიანი განათხოვრების შეთანხმებით. მე თანახმა ვიყავი, გუნდი დამეტოვებინა და მათივე დახმარებით თოთაძეც და მეც "ლომბარდ პაპაში" აღმოვჩნდით. ჩვენი და კლუბის ურთიერთშეთანხმებით მოხდა ყველაფერი.

- იჯარის ვადა დეკემბერში იწურება, დარჩენას ხომ არ აპირებთ "ლომბარდ პაპაში"?

- თუკი "დიორის" სურვილი იქნება, დავბრუნდებით, თუ არა - დავრჩებით ამ გუნდში. საპრეტენზიო აქ ნამდვილად არაფერი გვაქვს, რადგან უთამაშობის პრობლემა, "დიორიში" რომ გვაწუხებდა, მოგვარდა და მუდმივად ფორმაში ვარ. პაპა ძალიან ლამაზი, პატარა ქალაქია, სადაც ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს, გუნდის თამაში მათთვის დღესასწაულია. მისვლისთანავე მეც და ლაშაც ძირითად შემადგენლობაში ვართ. გუნდში კარგად მიგვიღეს, მწვრთნელის ნდობა ვიგრძენით და არ გაგვჭირვებია.

- ვიცი, რომ "პაპაში" გადასვლამდე საქართველოში დაბრუნება გინდოდა

- გარკვეული მიზეზების გამო ამას მართლაც ვფიქრობდი და არა მხოლოდ უთამაშობის გამო. საქართველო მომენატრა, ნოსტალგია მომეძალა და დაბრუნება მომანდომა, თუმცა გავძელი და ამას არ ვნანობ.

- საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრი იმითაც ხომ არ იყო განპირობებული, რომ ეროვნული ჩემპიონატის დონე ამაღლდა?

- საბედნიეროდ, საქართველოს ჩემპიონატის დონე მართლაც ამაღლდა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ უნგრეთის ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

- თბილისის "დინამოს" სურდა შენი გადაბირება, მაგრამ "დიორიმ" უარი უთხრა. თუ იცი, რატომ?

- ეს ლაპარაკი "დინამოს" ძველი ხელმძღვანელობის დროს იყო. უნგრელებმა მიზეზად ის მითხრეს, რომ გუნდისთვის საჭირო ვიყავი და არსად გამიშვებდნენ. თუმცა მალევე ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელიც შემადგენლობაში აღარ მაყენებდა.

- ერთხელაც ჩაგეკითხები, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ შენი მომავალი გაურკვეველია?

- ჯერჯერობით მართლა არ ვიცი, რა იქნება. პაპაში თავს ფეხბურთელად ვგრძნობ, ძველ ფორმას ვიბრუნებ. ტრავმებიც მოვიშუშე, თუ მიკროტრავმებს არ ჩავთვლით, ყველა თამაშს ჯანმრთელი ვხვდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს