ახალგაზრდული ნაკრებისა და "ბაიას" ფეხბურთელი ესპანური შოკის სწრაფად დავიწყებას საჭიროდ მიიჩნევს
წლეულს ზუგდიდის "ბაიაში გამოჩნდა" 19 წლის მცველი ნიკა აფაქიძე, რომელიც მალე გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც დააწინაურეს, მერე კი ოთარ გაბელიამ ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიიწვია.

ნიკა ეროვნულ ჩემპიონატშიც საიმედოდ და დამაჯერებლად ირჯება და ახალგაზრდულ ნაკრებსაც გაუშინაურდა.

- გულშემატივარმა გასულ სეზონში გაგიცნო.

- ყველაფერი წლეულს, წინა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე დაიწყო. მოხდა ისე, რომ "ბაია" გამოცდილმა მოთამაშეებმა დატოვეს და ახალგაზრდებს გაგვეხსნა გზა. ასაკისა და გამოუცდელობის გამო ჯერ დაცვის მარჯვენა ფლანგზე მაყენებდნენ, ახლა კი ცენტრში მათამაშებენ, იმ პოზიციაზე, სადაც ბავშვობიდან ვთამაშობდი.

გასულ სეზონში 15 მატჩი ჩავატარე, სამი გოლი და ერთიც საგოლე გადაცემა მივითვალე. შემდეგ ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიმიწვიეს - ოთარ გაბელიამ წლეულს ავსტრიის საერთაშორისო ტურნირზე წამიყვანა და მათამაშა, მერე ხორვატიასთან და ესპანეთთანაც მენდო.

- ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკს არ ახსენებენო - ესპანეთის გახსენებას მე მოვერიდებოდი.

- მინდა თუ არა, მაინც მახსენდება. მომავალ ციკლში ესპანეთს ჩვენი ეროვნული ნაკრებიც შეხვდება და, ალბათ, ახალგაზრდულიდან ქუთაისსა და ლუგოში ნათამაშები ბიჭების ნაწილს დაიმატებენ. იცით, მთავარი რას არის? უშუალოდ ვეთამაშეთ კანალესსა და დე ხეას და მათ ახლა მხოლოდ ტელევიზორიდან არ ვიცნობთ.

ეს ის დიდი გამოცდილებაა, რომელიც სამომავლოდ წაგვადგება. ახლა მთავარია, ბიჭები ესპანური შოკიდან გამოვიდნენ და შვეიცარიასთან 7 ოქტომბერს კარგად ვითამაშოთ.

- მე მგონია, რომ ესპანეთს ზედმეტად ოპტიმისტურად დახვდით და ეს იყო ქუთაისში განადგურების მიზეზი.

- ამას წინაპირობაც ჰქონდა, ქართველებს ყოველთვის ჰქონდათ საგარეო თამაშების სინდრომი, ჩვენ კი ხორვატია საკუთარ მოედანზე დავამარცხეთ და, ცხადია, იმედი გაგვიჩნდა. ესპანეთთან ყველა იბრძოდა, მაგრამ კლასით აშკარად გვაჯობეს და თანაც, იმ დღეს მათ ყველაფერი გამოსდიოდათ, ჩვენ კი არაფერი, რაც ათასში ერთხელ ხდება. ლუგოში უკეთ ვითამაშეთ და გამოჩნდა, რომ ჩვენს გუნდს ბევრად მეტი შეუძლია.

- ზუგდიდის "ბაიაზეც" ვთქვათ. გუნდს უდავოდ დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მეორე ტაიმში ხშირად დაღლა გეტყობათ.

- ეს იმის ბრალია, რომ სეზონის წინ ნორმალური მოსამზადებელი ეტაპი არ გაგვივლია და ფორმაში ახლა შევდივართ. ბოლო თამაშებში დაღლა ნაკლებად გვეტყობოდა და დარწმუნებული ვარ, კიდევ მოვუმატებთ.

- შენი აზრით, სამეულში ადგილის შენარჩუნებას შესძლებთ?

- ძნელი სათქმელია, მაგრამ რვა საუკეთესოში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ. "ბაიას" დღევანდელ შემადგენლობას უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე ბევრს ჰგონია. ეს იმის შედეგია, რომ შეკრული გუნდი გვყავს, ჩვენს განკარგულებაშია საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა და თამაშებისთვის კარგად ვემზადებით. სხვათა შორის, ასეთი ბაზა ყველა ქართულ გუნდს რომ ჰქონდეს, მერე გულშემატკივარსაც შეეძლება, ესპანეთთან ფრე მაინც მოგვთხოვოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

buti-47
ეს ბავშვი ფაქტიურად უმამოდ გაიზარდა, და ფეხბურთის ფანია, ფულით არ არის განებივრებული მაგრამ წესიერი და პატიოსანია. ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია და მიაღწევს კიდევ უფრო მეტს. წარმატებები ნიკას.
iberia
ტლიკინებს თუ იბრიქება, არარეალურს არაფერს ამბობს.მთავარია არ ტრაბახობს და მიღწევები აფაქიძეს აუცილებლად ექნება, იმიტომ რომ ჟინით თამაშობს და მებრძოლი ბიჭია.
fc dinamo
ვიცი ამ ბიჭის თამაში მინახავს, ძალიან მებრძოლი ფეხბურთელია მოედანზე ბოლომდე იხარჯება! წარმატებები ნიკუშ!
goga
DODO ტლიკინებს კი არა სწორს ამბობს ჯერ გავუტოლდეთ მომზადებით და პირობებით ესპანეთს და მერე ვიპიქროთ შედეგზე... წარმატებები ბაიას , მართლაც ბევრ ფულიან გუნდს ჯობია!!!!
dodo
მაგარი ტლიკინა ბიჭია, ჯერ არაფერს მიუღწევია და როგორ ტლიკინებს
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება