უკრაინის მეორელიგელი -"სევასტოპოლის" ქართველი მცველი- კიევის "დინამოს" მეორე გუნდს ემუქრება
მათე ღვიანინიძეს, რომელიც უკრაინის მეორელიგელ "სევასტოპოლში" თამაშობს, სტადიონ "კოლოსზე" ვარჯიშის შემდეგ კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენელი ესაუბრა.

გერმანული "მიუხნენ 1860"-იდან უკრაინაში გადაბარგებულმა ქართველმა მცველმა თავის ტრავმასა და მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც "სევასტოპოლი" კიევის "დინამოს" მეორე გუნდთან გამართავს.

- მათე, ვინნიცეში მატჩის დროს ტრიბუნაზე გულშემატკივრის როლში იყავი. რა მოხდა, რატომ არ იყავი სათადარიგოთა შორისაც კი?

- მცირე ტრავმა მაქვს. კოჭი მტკივა. ოთხი მატჩი გამაყუჩებლებით ვითამაშე. როდესაც ქიმია ორგანიზმს ტოვებს, ფეხი ძალიან გაწუხებს. ტკივილი არ მაძინებდა. მწვრთნელს და ექიმებს ვესაუბრე, ეს საკითხი განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ პაუზა ამეღო, რათა შემდეგი თამაშებისთვის მწყობრში მალე ჩავმდგარიყავი.

- როგორ გგონია, რა აკლდათ ჩვენს ბიჭებს "ნივასთან" გასამარჯვებლად?

- ამ მატჩს სტადიონის ტრიბუნიდან ვუყურე და შედეგით უკმაყოფილო ვარ. თამაში არ გამოგვივიდა. გაცილებით უკეთ თამაში შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ტრიბუნიდან განსჯა და შეცდომების დანახვა იოლია, მინდორზე კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ბიჭებმა თამაშში კარგად ჩართვა ვერ მოახერხეს. რაღაც გაფანტულად გამოიყურებოდნენ.

- ჩემპიონატის თორმეტმა ტურმა განვლო. რა შეგიძლიათ თქვათ პირველი ლიგის გათამაშებაზე.

- შესაძლოა აქ არცთუ ცნობილი ფეხბურთელები გამოდიან, მაგრამ ვიტყვი, რომ პირველ ლიგაში თამაში ძალიან რთულია. თითოეული ქულისთვის მძიმე ბრძოლა მიდის, ყველა გუნდს სატურნირო ცხრილში დაწინაურება სურს. ხშირად მეკითხებიან, რატომ ვთამაშობ აქ? აქ მაღალი დონეა, ყველა იბრძვის და თითოეული ქულის მოპოვება ოფლისღვრის ფასად ხდება. კარგი დონის ტურნირია.

- წინ კიევის "დინამოს" მეორე გუნდთან თამაში გელით. თქვენთვის ეს მატჩი პრინციპული ხასიათისაა?

- რა თქმა უნდა! მწვრთნელს და ექიმსაც კი ვუთხარი, რომ დაბრუნებას სწორედ "დინამოსთან" მატჩში ვგეგმავ. მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან მინდა. სტუმრებს მოუთმენლად ველით.

როგორც ყველა ქართველი, მეც ძალიან სტუმართმოყვარე ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კიეველები სევასტოპოლიდან ცუდ ხასიათზე წავლენ. საერთოდ, წინასწარ რამის თქმა არ მიყვარს, მაგრამ მათ ამას ვპირდები.

მომზადებულია fcsevastopol.com-ის მიხედვით

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა